უბედურ შემთხვევას ასურეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა. საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. საფრენ აპარატში მყოფი სამივე პირი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ისინი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან კახეთის მიმართულებით საცდელ ფრენას ახორციელებდნენ, რათა მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში.
დაღუპულთა შორის არის "სქაი თრეველის" დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური.
"ავფრინდით 08:30 საათზე. ვუმატებთ სიმაღლეს და ვადგენთ კურსს", - წერდა ის რამდენიმე საათით ადრე და პოლონელ მეწყვილესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებდა. სწორედ მასთან ერთად აპირებდა უთურგაური რეკორდის დამყარებას.
მანამდე სოცქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აფრენისთვის სამზადისია გადაღებული:
"მივდივარ ფოთში, მთლიან საქართველოს უნდა გადავუფრინო საჰაერო ბურთით. აქამდე ეს არავის გაუკეთებია. ეს უნდა იყოს რეკორდული ფრენა", - ამბობს ვიდეოში უთურგაური.
იხილეთ ასევე: