პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში და როგორია პირველადი მონაცემები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში და როგორია პირველადი მონაცემები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მე­წყრულ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, რთულ ტექ­ტო­ნი­კურ და მორ­ფო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­თან ერ­თად, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 5-6-7 თე­ბერ­ვალს მო­სულ უხვ ატ­მოს­ფე­რულ ნა­ლე­ქებ­თან. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით მო­სუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80-100მმ შე­ად­გი­ნა, რაც თე­ბერ­ვლის თვის კლი­მა­ტუ­რი ნორ­მის 50-80%-ს შე­ად­გენ­და.

“ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2024 წლის 7 თე­ბერ­ვალს, მდი­ნა­რე ხა­ნის­წყლის ხე­ო­ბის მარ­ჯვე­ნა ფერ­დობ­ზე, ად­გი­ლი ჰქონ­და კლდეზ­ვა­ვუ­რი ტი­პის მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. მე­წყე­რი გან­ვი­თარ­და ფერ­დო­ბის ქვე­და ნა­წილ­ში, ძლი­ერ ცი­ცა­ბოდ დახ­რილ ზე­და­პირ­ზე (60-650), ფერ­დო­ბის ამ­გებ ძლი­ერ გა­მო­ფი­ტულ ტუფ­ქვი­შაქ­ვებ­ში, ტუ­ფებ­ში და არ­გი­ლე­ტებ­ში (ზე­კა­რის წყე­ბა).

  • მე­წყრუ­ლი მო­წყვე­ტის ფლა­ტის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრის სი­გა­ნე ზედა ნა­წილ­ში 20-25-მ-ია, ხოლო ქვე­და ნა­წილ­ში 90-100 მ შ. დი­ნა­მი­კა­ში მო­სუ­ლი მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა შე­ად­გენს 150 000 მ3-ს.

რთულ ტექ­ტო­ნი­კურ და მორ­ფო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­თან ერ­თად, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 5-6-7 თე­ბერ­ვალს მო­სულ უხვ ატ­მოს­ფე­რულ ნა­ლე­ქებ­თან. კერ­ძოდ, ქუ­თა­ის­ში, ზეს­ტა­ფონ­ში და დიმ­ში მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით მო­სუ­ლი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80-100მმ შე­ად­გი­ნა, რაც თე­ბერ­ვლის თვის კლი­მა­ტუ­რი ნორ­მის 50-80%-ს შე­ად­გენ­და.

მე­წყერ­მა სრუ­ლად და­ან­გრია 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და ჩა­კე­ტა მდი­ნა­რე ხა­ნის­წყლის მარ­ჯვე­ნა ფერ­დობ­ზე გა­მა­ვა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა. მოხ­და დიდი ტრა­გე­დია, მე­წყერ­მა გა­მო­იწ­ვია მსხვერ­პლი - გარ­დაც­ვლი­ლია 4 და ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა 6 პი­რის მი­მართ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 6 თე­ბერ­ვალს, დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩა­მოწ­ვა ზვა­ვი, ხოლო ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­ვი­თარ­და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი.

"ერთი მხრივ ზვა­ვის, მე­ო­რე მხრივ კი მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 თე­ბერ­ვალს, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მო­ლით­ში ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი.

კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვხე­დავთ, რომ გახ­ში­რე­ბუ­ლია სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იწ­ვევს გან­სა­კუთ­რე­ბით უხვ ნა­ლე­ქებს, რაც მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ხდე­ბა თან­მდე­ვი სტი­ქი­ე­ბის, რო­გო­რიც არის წყალ­დი­დო­ბე­ბი, წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, მე­წყრე­ბი და ღვარ­ცო­ფე­ბი. უხვი ნა­ლე­ქის მოს­ვლამ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უფრო მე­ტად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აქ­ტი­უ­რა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალმთი­ან ზო­ნებ­ში. სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გილ­ზე სწავ­ლო­ბენ ვი­თა­რე­ბას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
13

ეს ექსპერტები მეწყერამდე სად არიან?

გია
9

პანაშვიდზე ბევრი კითხვა არ უნდა დასვა რა მოუვიდა? რა დაემართა?.....ეგრე უყურებს ჩვენი მთავრობა ყველა სტიქიას და ტრაგედიას....და არ აკეთებს არაფერს რომ აღარ განმეორდეს იგივე..თავი მარტო ბალიშზე დასადებად აქვთ...ეხხხხხ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში და როგორია პირველადი მონაცემები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში და როგორია პირველადი მონაცემები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება).

  • მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს.

რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა.

მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი - გარდაცვლილია 4 და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები.

"ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.