მიჩიგანელი დედა, რომლის შვილმაც სკოლაში მასობრივი სროლა მოაწყო, უნებლიე მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ იმის გამო, რომ მან შვილი ვერ შეაჩერა.
45 წლის ჯენიფერ ქრამბლი პირველი ამერიკელი მშობელია, რომელიც შვილის მიერ განხორციელებული მასობრივი სროლისთვის გაასამართლეს. პროკურორების ბრალდებით, ჯენიფერმა შვილის მიერ იარაღის შენახვის ფაქტზე თვალი დახუჭა და შვილის ქცევაში საფრთხის მაუწყებელი ნიშნები უგულებელყო. მის მეუღლეს, ჯეიმსს, იმავე ბრალდებით მარტში გაასამართლებენ.
ორ წელზე მეტია, რაც ცოლ-ქმარი საოლქო ციხეში იმყოფება. თავდაპირველად, ორივე მშობლის სასამართლო ერთდროულად უნდა შემდგარიყო, მაგრამ მათ პროცესის ცალ-ცალკე ჩატარება მოითხოვეს. ჯეიმსი ბრალს არ აღიარებს.
ჯეიმსის და ჯენიფერის ვაჟი ითანი ახლა 17 წლისაა და 2021 წლის 30 ნოემბერს მიჩიგანის ოქსფორდის სკოლაში ოთხი თანაკლასელის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას იხდის. სროლის შედეგად კიდევ 7 ადამიანი დაშავდა.
ჯენიფერ ქრამბლი ოკლენდის ოლქის სასამართლოს განაჩენს მშვიდად შეხვდა და იატაკისთვის თვალი არ მოუცილებია. ქალს 4 ადამიანის უნებლიე მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, რომელთაგან თითოეული 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი ნაფიც მსაჯულებს გამოუტყდა, რომ ითანი მისმა ქმარმა მადლიერების მომდევნო დღეს იარაღის მაღაზიაში წაიყვანა, რათა მისთვის საჩუქარი ეყიდა. სროლის დღეს მშობლებს მასწავლებლებმა ითანის შემაშფოთებელი ნახატიც აჩვენეს, თუმცა მათ 15 წლის ბიჭის სახლში წაყვანაზე უარი თქვეს, სკოლის თანამშრომლებმა კი ის კლასში ზურგჩანთის შემოწმების გარეშე დააბრუნეს.
სასამართლოს მთავარი კითხვა ის იყო, შეეძლო თუ არა დედას მასობრივი სროლის წინასწარ განჭვრეტა და აღკვეთა. პროცესზე პროკურორებმა წარადგინეს მტკიცებულებები, რომ ითან ქრამბლის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ჰალუცინაციები აწუხებდა. ეს ქალბატონმა ქრამბლიმ უარყო და განაცხადა, რომ მაშინ არც კი უფიქრია, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
დედა ნახე , მამა ნახეო და ეხლა გაპიარებული თინეიჯერი გოგონას ცნობადი მშობლები არა არიან პასუხისმგებლები შვილის ქცევაზე, კი საბედნიეროდ არ კლავს მარა..............................................
მგონი მშობლების დახოცვა უფრო უნდოდა....