Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს... და აჩვენა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი ფიგურა" - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ექსპერტი აფასებს
"პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს... და აჩვენა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი ფიგურა" - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ექსპერტი აფასებს

6 თე­ბერ­ვალს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში თა­ვი­სი ბოლო ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით წარ­დგა და ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა. პრე­ზი­დენ­ტმა გა­აკ­რი­ტი­კა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

"ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ელი­ტის მა­დას ზღვა­რი არ გა­აჩ­ნია“, "მო­ნო­ბა და კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა“, "ძა­ლა­უფ­ლე­ბის გაღ­მერ­თე­ბა და კერ­პად ქცე­ვა პირ­და­პირ საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბაა თა­ვი­სი ვერ­ტი­კა­ლით, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, მად­ლო­ბე­ბით, კომ­პრო­მა­ტე­ბით, მოს­მე­ნე­ბი­თა და დას­მე­ნე­ბით, კლა­ნე­ბი­თა და მო­ნო­ბით“... - ეს და სხვა გზავ­ნი­ლე­ბი ის­მო­და მის გა­მოს­ვლა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად პრე­ზი­დენ­ტმა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის დაჯ­გუ­ფე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა, მი­მარ­თა პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­საც და მას გავ­რი­ლო­ვის ღამე, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი რი­ტო­რი­კა, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ანუ­ლი­რე­ბა და მისი იმ­პიჩ­მენ­ტის მო­თხოვ­ნა შე­ახ­სე­ნა. პრე­ზი­დენტს არც ოპო­ზი­ცია გა­მორ­ჩე­ნია, რო­მელ­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა ან­ტი­და­სავ­ლურ პრო­პა­გან­დას, რა­მაც, მისი თქმით, მარ­გი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი­დან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რი­ტო­რი­კა­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა, ხოლო სა­ნაც­ვლოდ - რუ­სე­თის მი­მართ "შე­სამ­ჩნე­ვად შერ­ბილ­და პო­ზი­ცი­ე­ბი“. მისი გა­მოს­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას და­ეთ­მო.

პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­ახ­სე­ნა პო­ლი­ტი­კა­ში "მე­სა­მედ შე­მოს­ვლი­სას“ ნათ­ქვა­მი სა­ხელ­მწი­ფო­ში კო­რუფ­ცი­ა­სა და ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სზე, - "სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, ვინ რა­ტომ გა­უშ­ვით, ან ვინ რა­ტომ მოგ­ყავთ - ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის გამო უშ­ვებთ, თუ კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, რაც არ ვი­ცით?“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცვლი­ლე­ბას.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ძი­რი­თა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ა­კის­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან კი­თხვებს პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს, რო­გორც ფორ­მა­ლურ­მა მმარ­თველ­მა.

"ეს ის დღეა, როცა ევ­რო­პამ გვი­თხრა: თქვენ ევ­რო­პე­ლე­ბი ხართ და ევ­რო­პა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სხვა არა­ფერ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ არა თქვენ­ზე, თქვენს ნე­ბა­ზე და მხო­ლოდ თქვენ მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­ზე. ახლა ჩვე­ნი ჯე­რია!" - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და აქ­ცენ­ტი მო­მა­ვალ­ზეც გა­ა­კე­თა. იგი ასე­ვე, გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­იქ­მნას "ერ­თო­ბის პლატ­ფორ­მა ევ­რო­პის­თვის“.

სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფე­სო­რი ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას ის­ტო­რი­ულს უწო­დებს:

ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი

"პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა იყო ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ამ გა­მოს­ვლას ვუ­წო­დებ­დი ის­ტო­რი­ულს, იმი­ტომ, რომ ერ­თგვა­რი სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბა იყო ვი­თა­რე­ბის, ხაზ­გას­მუ­ლი იყო 2024 წლის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი, რაც პო­ლი­ტი­კა­ში ვინც კია, ყვე­ლას გა­აჩ­ნია, და­წყე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან, ოპო­ზი­ცი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ თავ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც მომ­თხოვ­ნი იყო, ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა­საც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი თა­მა­შობს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის, რომ მან მკა­ფი­ოდ გა­დად­გა ნა­ბი­ჯი იქით­კენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ში­ნა­არ­სის გა­რე­შე, ცა­რი­ე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო, რა­საც, პრინ­ციპ­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ - პრე­ზი­დენ­ტმა და­კარ­გა ყვე­ლა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, დარ­ჩე­ნი­ლია ყო­ველ­გვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი უფ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, პრე­ზი­დენტს აქვს დიდი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბოლო პრე­ზი­დენ­ტია, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო არ­ჩევ­ნე­ბის გზით იქნა არ­ჩე­უ­ლი, მას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფო­სა და ერის წი­ნა­შე. ამ გა­მოს­ვლა­ში და­ვი­ნა­ხე, რომ მას გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცია და შე­სა­ბა­მი­სად, მან რომ ამ ინ­სტი­ტუტს შეს­ძი­ნოს როლი (რაც მას ობი­ექ­ტუ­რად ეკუთ­ვნის), ის გან­ზე გად­გა რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­გუ­რა და ცალ­სა­ხად და­ი­წყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა (თა­მა­ში არ მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო). მან თქვა, რომ ვარ ცალ­კე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, ვი­აზ­რებ ჩემს მნიშ­ვნე­ლო­ბას და როლს ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში და ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი შე­ახ­სე­ნა ყვე­ლას. მან გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზი გა­უს­ვა იმ უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რაც აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია. ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი და ობი­ექ­ტუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი გა­მარ­თლე­ბუ­ლი კრი­ტი­კით და ასე­ვე, მო­მავ­ლის იმე­დით - ამი­ტომ ვა­ფა­სებ ამ გა­მოს­ვლას ის­ტო­რი­უ­ლად.

იშ­ვი­ა­თია და პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლით კმა­ყო­ფი­ლი ვარ და არ მაქვს არა თუ სე­რი­ო­ზუ­ლი, არა­მედ რა­ი­მე შე­ნიშ­ვნაც კი. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ზი­დენ­ტი ამ გა­მოს­ვლა­ში რა­ი­მე დე­ტა­ლურ გეგ­მას ვერ და­დებ­და, რა­ღაც დე­ტა­ლურ ინ­ტრი­გებ­ში ვერ გა­ებ­მე­ბო­და, პი­როვ­ნულ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას არ და­ი­წყებ­და. მის­თვის ამ გა­მოს­ვლა­ში მთა­ვა­რი იყო მკა­ფიო აქ­ცენ­ტე­ბის დას­მა, მათ შო­რის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის მო­ხაზ­ვა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბის გა­რე­შე და მან ეს გა­ა­კე­თა. რაც მთა­ვა­რია, მან ასე­ვე, მკა­ფი­ოდ და­ა­ნა­ხა ყვე­ლას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის რა არის წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და რა არის სა­მო­მავ­ლო გზა, გა­ა­კე­თა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რა უნდა გა­კეთ­დეს სა­მო­მავ­ლოდ იმის­თვის, რომ ჩვენ, რო­გორც ერი და სა­ხელ­მწი­ფო გა­დავ­რჩეთ და აღ­მოვ­ჩნდეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამი­ტო­მაა შე­სა­ქე­ბი მისი სი­ტყვა.

პრე­ზი­დენ­ტმა ძი­რი­თა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ას და ყვე­ლას, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც. იმი­ტომ იყო ეს გა­მოს­ვლა კარ­გი, რომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლას თა­ვი­სი წილი ტორ­ტი, ანუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­უ­დო მა­გი­და­ზე. ეს ასეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ვი­ნა­ი­დან თუ აქამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კუ­ლი­სებს მიღ­მა იყო და ის ფორ­მა­ლუ­რად არ წარ­მო­ად­გენ­და პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შეს, დღეს ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის გა­დამ­წყვეტ მო­თა­მა­შედ გა­მო­ცხად­და, თა­ვი­სი ნე­ბით გა­მო­ვი­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ის რაც აქამ­დე ვერ ით­ქმო­და, დღეს უკვე ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს. პრე­ზი­დენ­ტის­გან ეს ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო და მინ­და ვთქვა, რომ ამ გა­და­წყვეტ მო­მენ­ტში, როცა პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში სა­ხე­ზე გვაქვს ვინ რას წარ­მო­ად­გენს, როცა გა­ირ­კვა, ვინ რა­ზეა ოფი­ცი­ა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მთა­ვა­რი ფი­გუ­რა, ვინც ძი­რი­თად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ატა­რებს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ეს გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა, რაც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სწო­რია. მან ასე­ვე იცის, რომ პრე­ზი­დენ­ტის ფი­გუ­რა დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში არ არის ისე­თი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტე­ბი გა­აჩ­ნია, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას აქვს სურ­ვი­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტის ფი­გუ­რა არ დარ­ჩეს ცა­რი­ელ ქა­ღალ­დზე და­წე­რილ სი­ტყვად, სურს, ამ დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დარ­ჩეს ერ­თა­დერთ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად და ინ­სტი­ტუ­ცი­ად, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სწო­რი იმ­პულ­სე­ბის გა­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის მი­სა­მარ­თით. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ზი­დენ­ტი სწო­რად მიხ­ვდა ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში მის ამ ფუნ­ქცი­ას და გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი, რაც ვფიქ­რობ, მმარ­თვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა უნდა იყოს. არ მინ­და ვთქვა, რომ მან ხიდი ჩა­ტე­ხა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“, მაგ­რამ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ცალ­სა­ხად აჩ­ვე­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მისი და "ოც­ნე­ბის“ ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, მას აქვს სურ­ვი­ლი, იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რას ფიქ­რო­ბენ მას­ზე მმარ­თველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის რე­აქ­ცი­ას, ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტი­ლი. სხვა­თა შო­რის, ამა­ზეც ილა­პა­რა­კა პრე­ზი­დენ­ტმა იმი­ტომ, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ნე­ბის­მი­ერ გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რზე, ან კრი­ტი­კა­ზე ყვე­ლა გა­ა­თა­ნაბ­რო მო­ღა­ლა­ტეს­თან, გამ­ყიდ­ველ­თან და ა.შ. ეს არის ტი­პი­უ­რი საბ­ჭო­თა ბოლ­შე­ვი­კუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა. ეს არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი კულ­ტუ­რის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შან-თვი­სე­ბაც, როცა პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წევ­რი იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი, მას მი­აკ­რა­ვენ სტიგ­მას რო­გორც მო­ღა­ლა­ტეს, გამ­ყიდ­ველს, ერის მტერს და სხვა. ასე­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბი ზო­გა­დად, ვერ იტა­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კურ თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას, რაც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მი­უ­ღე­ბე­ლია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ზუს­ტად ამა­ზე იყო აქ­ცენ­ტე­ბი მის სი­ტყვა­ში.

პრე­ზი­დენტს დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ ჰქონ­და სი­ტყვა და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რად არ არის მომ­წი­ფე­ბუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი გა­გე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი არაა. ვფიქ­რობ, ხაზ­გა­სას­მე­ლია და სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და. სხვა საქ­მეა, ეს რამ­დე­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ ერ­თი­ა­ნი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი, თუ პლატ­ფორ­მა, რა­ზეც პრე­ზი­დენ­ტმა ილა­პა­რა­კა, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას გინდ "ფან­ჩა­ტუ­რი" და­არ­ქვან და რაც გინ­დათ ის, თუკი ის თა­ვის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს და იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო, ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ჯან­საღ პო­ლი­ტი­კურ აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და ოპო­ზი­ცი­ის სპექტრის მო­ბი­ლი­ზე­ბას შე­უ­წყობს ხელს ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ჩვენ ყო­ველ­თვის გა­ვი­ძა­ხით ხოლ­მე, რომ საღ, ევ­რო­პუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და პრო­ფე­სი­ულ ჯგუ­ფებს სჭირ­დე­ბათ მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი ე.წ. პლატ­ფორ­მა და თუ ეს პლატ­ფორ­მა იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ეფექ­ტუ­რი და რე­გუ­ლა­რუ­ლი, ის მო­ახ­დენს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის - 86%-ის მო­ბი­ლი­ზე­ბას და გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ერ­თი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი იდე­ის გარ­შე­მო. არა­ვინ იცის, ეს რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც იდეა, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია".

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Walter White
0

სალომეს დაავიწყდა ვარდების ბუკეტი რომ დაუბრუნოს ამხანაგ ხაინდრავას ( მართალია ეგეც ბიძინას ფულით იყო ნაყიდი, მაგრამ გოგამ ხომ მიართვა).ნწ,ნწ...რა უმადური პრეზიდენტი გვყოლია. ეხლა სულ ფეხქვეშ ამოიდებენ ზარქუა და მდინარაძე.

გეგა
28

მაგარი საზიზღარი ქალია ეს პრეზიდენს კიარა ზღაპრის გმირ ბაბაიაგას გავ

ავტორი:

"პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს... და აჩვენა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი ფიგურა" - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ექსპერტი აფასებს

"პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ივანიშვილს... და აჩვენა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი ფიგურა" - სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას ექსპერტი აფასებს

6 თებერვალს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენებით წარდგა და ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

"ეს არის ქვეყანა, სადაც ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“, "მონობა და კლანური მმართველობა“, "ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა თავისი ვერტიკალით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, კომპრომატებით, მოსმენებითა და დასმენებით, კლანებითა და მონობით“... - ეს და სხვა გზავნილები ისმოდა მის გამოსვლაში. ყველაზე მეტად პრეზიდენტმა სასამართლო სისტემა და მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება გააკრიტიკა, მიმართა პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესაც და მას გავრილოვის ღამე, რუსული კანონი, ანტიევროპული რიტორიკა, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება და მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა შეახსენა. პრეზიდენტს არც ოპოზიცია გამორჩენია, რომელსაც გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ პროპაგანდას, რამაც, მისი თქმით, მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, ხოლო სანაცვლოდ - რუსეთის მიმართ "შესამჩნევად შერბილდა პოზიციები“. მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროინტეგრაციას დაეთმო.

პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს შეახსენა პოლიტიკაში "მესამედ შემოსვლისას“ ნათქვამი სახელმწიფოში კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე, - "საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ცვლილებას.

სალომე ზურაბიშვილმა ძირითადი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და აღნიშნა, რომ მან კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, როგორც ფორმალურმა მმართველმა.

"ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აქცენტი მომავალზეც გააკეთა. იგი ასევე, გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ლაშა ძებისაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას ისტორიულს უწოდებს:

ლაშა ძებისაშვილი

"პრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალზე მნიშვნელოვანი. გარკვეული თვალსაზრისით, ამ გამოსვლას ვუწოდებდი ისტორიულს, იმიტომ, რომ ერთგვარი საერთო შეფასება იყო ვითარების, ხაზგასმული იყო 2024 წლის ისტორიული მნიშვნელობა საქართველოსთვის და აქედან გამომდინარე, ის დიდი პასუხისმგებლობა იყო ნაჩვენები, რაც პოლიტიკაში ვინც კია, ყველას გააჩნია, დაწყებული მმართველი გუნდიდან, ოპოზიციით დამთავრებული. პრეზიდენტი საკუთარ თავთან მიმართებაშიც მომთხოვნი იყო, ნაჩვენები იყო ის მნიშვნელობა, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი თამაშობს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან მკაფიოდ გადადგა ნაბიჯი იქითკენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დარჩენილიყო შინაარსის გარეშე, ცარიელი ინსტიტუციური ჩარჩო, რასაც, პრინციპში, კონსტიტუციის ავტორები ითვალისწინებდნენ - პრეზიდენტმა დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა, დარჩენილია ყოველგვარი აღმასრულებელი უფლებების გარეშე, თუმცა მიუხედავად ამისა, მას შენარჩუნებული აქვს დამოუკიდებლობა, პრეზიდენტს აქვს დიდი სიმბოლური დატვირთვა. იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით იქნა არჩეული, მას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და ერის წინაშე. ამ გამოსვლაში დავინახე, რომ მას გააზრებული აქვს პრეზიდენტის ფუნქცია და შესაბამისად, მან რომ ამ ინსტიტუტს შესძინოს როლი (რაც მას ობიექტურად ეკუთვნის), ის განზე გადგა როგორც დამოუკიდებელი ფიგურა და ცალსახად დაიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობა (თამაში არ მინდა გამოვიყენო). მან თქვა, რომ ვარ ცალკე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ვიაზრებ ჩემს მნიშვნელობას და როლს ამ გადამწყვეტ მომენტში და ამ გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი და აუცილებელად გასაკეთებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები შეახსენა ყველას. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ უდიდეს მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია. ეს იყო აბსოლუტურად სწორი და ობიექტური გზავნილები გამართლებული კრიტიკით და ასევე, მომავლის იმედით - ამიტომ ვაფასებ ამ გამოსვლას ისტორიულად.

იშვიათია და პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილი ვარ და არ მაქვს არა თუ სერიოზული, არამედ რაიმე შენიშვნაც კი. ბუნებრივია, პრეზიდენტი ამ გამოსვლაში რაიმე დეტალურ გეგმას ვერ დადებდა, რაღაც დეტალურ ინტრიგებში ვერ გაებმებოდა, პიროვნულ ანგარიშსწორებას არ დაიწყებდა. მისთვის ამ გამოსვლაში მთავარი იყო მკაფიო აქცენტების დასმა, მათ შორის, პასუხისმგებლობების მოხაზვა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების სახელების დასახელებების გარეშე და მან ეს გააკეთა. რაც მთავარია, მან ასევე, მკაფიოდ დაანახა ყველას, ჩვენი ქვეყნისთვის რა არის წითელი ხაზები და რა არის სამომავლო გზა, გააკეთა მინიშნებები, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ერი და სახელმწიფო გადავრჩეთ და აღმოვჩნდეთ წარმატებულები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაა შესაქები მისი სიტყვა.

პრეზიდენტმა ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ბიძინა ივანიშვილს, ასევე, გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციას და ყველას, მათ შორის საზოგადოებასაც. იმიტომ იყო ეს გამოსვლა კარგი, რომ, აბსოლუტურად, ყველას თავისი წილი ტორტი, ანუ პასუხისმგებლობა დაუდო მაგიდაზე. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კულისებს მიღმა იყო და ის ფორმალურად არ წარმოადგენდა პოლიტიკურ მოთამაშეს, დღეს ის ოფიციალური პოლიტიკური თამაშის გადამწყვეტ მოთამაშედ გამოცხადდა, თავისი ნებით გამოვიდა და, შესაბამისად, ის რაც აქამდე ვერ ითქმოდა, დღეს უკვე ამის საფუძველი არსებობს. პრეზიდენტისგან ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო და მინდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტ მომენტში, როცა პოლიტიკურ სისტემაში სახეზე გვაქვს ვინ რას წარმოადგენს, როცა გაირკვა, ვინ რაზეა ოფიციალურად პასუხისმგებელი, ბუნებრივია, ამ გადმოსახედიდან მთავარი ფიგურა, ვინც ძირითად პასუხისმგებლობას ატარებს ქვეყნის განვითარებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი და ეს განაცხადა პრეზიდენტმა, რაც, აბსოლუტურად, სწორია. მან ასევე იცის, რომ პრეზიდენტის ფიგურა დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაში არ არის ისეთი ფიგურა, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის ფიგურა არ დარჩეს ცარიელ ქაღალდზე დაწერილ სიტყვად, სურს, ამ დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დარჩეს ერთადერთ პოლიტიკურ ფიგურად და ინსტიტუციად, რომელსაც შეუძლია სწორი იმპულსების გაცემა საზოგადოების და პოლიტიკური მოთამაშეების მისამართით. ბუნებრივია, პრეზიდენტი სწორად მიხვდა ამ გადამწყვეტ მომენტში მის ამ ფუნქციას და გადადგა ეს ნაბიჯი, რაც ვფიქრობ, მმართველი ხელისუფლებისთვის სრული მოულოდნელობა უნდა იყოს. არ მინდა ვთქვა, რომ მან ხიდი ჩატეხა "ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ზურაბიშვილმა ცალსახად აჩვენა, რომ მიუხედავად მისი და "ოცნების“ ურთიერთობისა, მას აქვს სურვილი, იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ მასზე მმართველ ხელისუფლებაში.

რაც შეეხება უმრავლესობის რეაქციას, ეს არის "ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი სტილი. სხვათა შორის, ამაზეც ილაპარაკა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, ან კრიტიკაზე ყველა გაათანაბრო მოღალატესთან, გამყიდველთან და ა.შ. ეს არის ტიპიური საბჭოთა ბოლშევიკური პოლიტიკური კულტურა. ეს არის ავტორიტარული კულტურის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაც, როცა პოლიტიკური ოპოზიციის წევრი იქნება, თუ ჩვეულებრივად განსხვავებული აზრის მატარებელი, მას მიაკრავენ სტიგმას როგორც მოღალატეს, გამყიდველს, ერის მტერს და სხვა. ასეთი ავტორიტარული სისტემები ზოგადად, ვერ იტანენ თავისუფლებას, პოლიტიკურ თავისუფალ აზროვნებას, რაც, აბსოლუტურად, მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ზუსტად ამაზე იყო აქცენტები მის სიტყვაში.

პრეზიდენტს დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა და "ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის პოლიტიკურად არ არის მომწიფებული და თანამედროვე ევროპული გაგებით, პოლიტიკური კულტურის მატარებელი არაა. ვფიქრობ, ხაზგასასმელია და სწორი აქცენტები გაკეთდა. სხვა საქმეა, ეს რამდენად განხორციელდება, მაგრამ ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი, თუ პლატფორმა, რაზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, ძალზე მნიშვნელოვანია. ამას გინდ "ფანჩატური" დაარქვან და რაც გინდათ ის, თუკი ის თავის ფუნქციას შეასრულებს და იქნება საზოგადოების, თუ პოლიტიკური ოპოზიციის მაკოორდინირებელი ორგანო, ცენტრი, რომელიც ჯანსაღ პოლიტიკურ აზრთა გაცვლა-გამოცვლას, საზოგადოებრივი და ოპოზიციის სპექტრის მობილიზებას შეუწყობს ხელს ერთიანი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ყოველთვის გავიძახით ხოლმე, რომ საღ, ევროპულად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ და პროფესიულ ჯგუფებს სჭირდებათ მაკოორდინირებელი ე.წ. პლატფორმა და თუ ეს პლატფორმა იქნება წარმატებული, ეფექტური და რეგულარული, ის მოახდენს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის - 86%-ის მობილიზებას და გაერთიანებას ერთიანი წარმატებული ევროპული იდეის გარშემო. არავინ იცის, ეს როგორ განხორციელდება, მაგრამ როგორც იდეა, ეს აბსოლუტურად სწორი მიმართულებაა და მისასალმებელია".