მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება - ინტერვიუ იურისტთან ცვლილებების შესახებ
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება - ინტერვიუ იურისტთან ცვლილებების შესახებ

2024 წლის 1-ლი მარ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­დის „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ ახა­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლე­ებს გვთა­ვა­ზობს. არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც 2011 წლი­დან მოქ­მე­დებს, ვერ პა­სუ­ხობ­და ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებს და მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

სა­მარ­თლის ჯგუ­ფის დი­რექ­ტო­რის, ანა ბაქ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დელ დღეს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა, რად­გა­ნაც იგი წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ძი­რი­თად მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას. ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვე­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბი, ხში­რად ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი ამა თუ იმ ინ­ტერ­ნეტ­სერ­ვი­სე­ბის ან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აწ­ვდი­ან სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე წვდო­მას კომ­პა­ნი­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოწ­ვე­ვე­ბი იზ­რდე­ბა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზეც შემ­ხვედ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა სა­ჭი­რო.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა იც­ვლე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე, ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თლის ჯგუ­ფის დი­რექ­ტო­რი, ანა ბაქ­რა­ძე სა­უბ­რობს:

  • თავ­და­პირ­ვე­ლად, რომ გან­გვი­მარ­ტოთ, რა მი­იჩ­ნე­ვა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში? არის ეს პი­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი თუ კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია?

პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ეს არის ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბად ფი­ზი­კურ პირს უკავ­შირ­დე­ბა. ფი­ზი­კუ­რი პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დია, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა პირ­და­პირ ან არა­პირ­და­პირ, მათ შო­რის, სა­ხე­ლით, გვა­რით, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნომ­რით, გე­ო­ლო­კა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ფი­ზი­კუ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, გე­ნე­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ან სო­ცი­ა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლით; შე­სა­ბა­მი­სად პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ პი­როვ­ნე­ბას­თან, ფი­ზი­კურ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • რას გუ­ლის­ხმობს ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­დის?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი რა­საც კა­ნო­ნი გვთა­ვა­ზობს ესე­ნია: სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის­თვის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა და სა­რეკ­ლა­მო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა (პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნით მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა) და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა მხო­ლოდ იმ პი­რის თან­ხმო­ბით, ვის მო­ნა­ცე­მებ­საც ამუ­შა­ვე­ბენ.ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მი­უ­ხე­და­ვად მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის/მო­პო­ვე­ბის სა­ფუძ­ვლი­სა და მათი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა, პირ­და­პი­რი მარ­კე­ტინ­გის მიზ­ნით მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის თან­ხმო­ბით. პირს, ვის მო­ნა­ცემ­საც ამუ­შა­ვე­ბენ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია გა­მო­იხ­მოს მი­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბა. მო­თხოვ­ნის მი­ღე­ბი­დან 7 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­ცემ­თა დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­წყვი­ტოს პი­რის მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა.

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და ასე­ვე კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­თა ნა­წი­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ჰყავ­დეს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ოფი­ცე­რი. ასე­ვე, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ჯა­რო ან კერ­ძო სივ­რცე­ში აუ­დი­ო­ჩა­წე­რის (აუ­დიო მო­ნი­ტო­რინ­გის) წესი და პი­რო­ბე­ბი, ზუს­ტდე­ბა სა­ჯა­რო ან კერ­ძო სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ნა­წე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წესი (ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გი), გა­ნი­სა­ზღვრა არას­რულ­წლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი, იზ­რდე­ბა იმ პი­რის უფ­ლე­ბე­ბი, ვისი მო­ნა­ცე­მე­ბიც მუ­შავ­დე­ბა და ა.შ.

  • რა უნდა იცო­დეს რო­გორც ბიზ­ნეს­მა, ისე ფი­ზი­კურ­მა პირ­მა აღ­ნიშ­ნულ სი­ახ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

ბიზ­ნეს­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ახა­ლი კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დოს, გამჭვირ­ვა­ლედ და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ა­მუ­შა­ოს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა არ და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ზი­კურ პი­რებს, თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა თან­ხმო­ბის გა­ცე­მამ­დე უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს თუ ვის და რა მიზ­ნით უზი­ა­რებს მის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ შემ­დგომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­კა­ნო­ნი­ე­რად და­მუ­შა­ვე­ბა,

  • რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად აა­მაღ­ლებს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის სტან­დარტს აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი?

ვი­ნა­ი­დან ახა­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად იზ­რდე­ბა მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სტან­დარ­ტი, იხ­ვე­წე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სფე­რო­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს შე­უ­წყობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნას.

ამას­თან, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი უზ­რუნ­ველ­ყოფს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სტან­დარ­ტის ამაღ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სტან­დარ­ტის ამაღ­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­მაც უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება - ინტერვიუ იურისტთან ცვლილებების შესახებ

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება - ინტერვიუ იურისტთან ცვლილებების შესახებ

2024 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მნიშვნელოვან სიახლეებს გვთავაზობს. არსებული კანონი, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს, ვერ პასუხობდა ევროკავშირის სტანდარტებს და მიმდინარე გამოწვევებს. შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა აღნიშნული ცვლილებები.

სამართლის ჯგუფის დირექტორის, ანა ბაქრაძის განმარტებით, დღევანდელ დღეს პერსონალურ მონაცემებზე მოთხოვნა იზრდება, რადგანაც იგი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ძირითად მამოძრავებელ ძალას. ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მონაცემებს აგროვებენ კომპანიები, ხშირად ფიზიკური პირები ამა თუ იმ ინტერნეტსერვისების ან სოციალური ქსელების გამოყენებისას ნებაყოფლობით აწვდიან საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას კომპანიებს. შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით გამოწვევები იზრდება და საკანონმდებლო დონეზეც შემხვედრი ცვლილებები ხდება საჭირო.

უფრო დეტალურად, რა იცვლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში და როგორ აისახება ეს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე, ამის შესახებ სამართლის ჯგუფის დირექტორი, ანა ბაქრაძე საუბრობს:

  • თავდაპირველად, რომ განგვიმარტოთ, რა მიიჩნევა პერსონალურ მონაცემებში? არის ეს პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხები თუ კომპანიის შესახებ ინფორმაცია?

პერსონალური მონაცემი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ეს არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით; შესაბამისად პერსონალური მონაცემი უკავშირდება მხოლოდ პიროვნებასთან, ფიზიკურ პირთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

  • რას გულისხმობს ცვლილებები, რომელიც პირადი მონაცემების შესახებ კანონში შედის?

მნიშვნელოვანი ცვლილებები რასაც კანონი გვთავაზობს ესენია: სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.ახალი კანონის მიხედვით, მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ასევე, განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიო მონიტორინგის) წესი და პირობები, ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხორციელების წესი (ვიდეომონიტორინგი), განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, იზრდება იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება და ა.შ.

  • რა უნდა იცოდეს როგორც ბიზნესმა, ისე ფიზიკურმა პირმა აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით?

ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს ახალი კანონის მოთხოვნები და მაქსიმალურად ეცადოს, გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, რათა არ დაარღვიოს კანონი. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, თითოეულმა ჩვენგანმა თანხმობის გაცემამდე უნდა გააცნობიეროს თუ ვის და რა მიზნით უზიარებს მის პერსონალურ მონაცემებს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში აღნიშნული ინფორმაციის არაკანონიერად დამუშავება,

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად აამაღლებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტს აღნიშნული ცვლილებები?

ვინაიდან ახალი კანონის ამოქმედების შედეგად იზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, იხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.

ამასთან, ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებას საქართველოში. სტანდარტის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელმაც უნდა განახორციელოს ზედამხედველობა კანონის აღსრულებაზე.