პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე
"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა და ოთხი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა 3 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვა, მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ 6 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

  • რო­გორც ერთ-ერთი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და, გა­მოს­წრე­ბა ვე­რა­ვინ მო­ას­წრო.

ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი.

"ერთი სახ­ლი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, მო­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან მამა და სამი შვი­ლი და მე­ო­რე სახ­ლში სამი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი - ჩემი მაზ­ლიშ­ვი­ლი, რძა­ლი და დე­დამ­თი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლია" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

"წვი­მე­ბის დროს სულ ასე­თი პრობ­ლე­მა იყო, სახ­ლე­ბი საფრ­თხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივ­დი­ო­დი ხოლ­მე და სახ­ლს ვტო­ვებ­დი. ეს პრობ­ლე­მა წლე­ბია არ­სე­ბობს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

რა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს-მ?

"იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, ჩა­მო­წო­ლი­ლია მე­წყე­რი, რის შე­დე­გა­დაც მი­წის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლია 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ად­გილ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, გა­დარ­ჩე­ნი­ლი და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლია 1 მო­ქა­ლა­ქე, ნა­პოვ­ნია 3 ცხე­და­რი, ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა 6 პი­რის მი­მართ.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს.

სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი, კი­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფი და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

ძალიან სამწუხარო ამბავია.ნუთუ არ შეიძლება წინასწარ გაფრთხილება ან გასაყვანია ყველა ასეთი საცხოვრისიდან.....

 

მაია
3

მსგავსი სიტუაციაა ცაგერის სოფელში აღვში სანამ ვინმე არ მოკვდება მანამდე მთავრობა არაფერს იღონებს

ავტორი:

"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე

"ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი... მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვა, მიმდინარეობს კიდევ 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

  • როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო.

ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი.

"ერთი სახლი მიწასთან გასწორებულია, მოყოლილები არიან მამა და სამი შვილი და მეორე სახლში სამი ადამიანია მოყოლილი - ჩემი მაზლიშვილი, რძალი და დედამთილი. ამბობენ, რომ სამივე გარდაცვლილია" - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

"წვიმების დროს სულ ასეთი პრობლემა იყო, სახლები საფრთხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივდიოდი ხოლმე და სახლს ვტოვებდი. ეს პრობლემა წლებია არსებობს" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

რა განცხადება გაავრცელა შსს-მ?

"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები".