საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან... მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული" - გიორგი უშიკიშვილი მასზე გავრცელებულ "ფეიქსა" და სამთავრობო კონცერტებზე
"ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან... მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული" - გიორგი უშიკიშვილი მასზე გავრცელებულ "ფეიქსა" და სამთავრობო კონცერტებზე

მომ­ღე­არ­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი მე­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სი­ტყვე­ბი, რომ თით­ქოს სად­მე თქვა, "სულ არ მე­ხა­ლი­სე­ბა "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის" კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა, მაგ­რამ გულს რომ ემ­ღე­რე­ბა, რა ვქნა? გულს ვერ უბ­რძა­ნებ..." - მას არ ეკუთ­ვნის და ტყუ­ი­ლია.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის ქვეშ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­წე­რა მისი მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი, რე­ა­ლუ­რად კი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ის არ­ცერთ კონ­ცერ­ტზე მიწ­ვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა.

გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი:

- ეს ადა­მი­ა­ნი თუ არ ვცდე­ბი, ჟურ­ნა­ლი­სი­ტია, ვინც ეს და­წე­რა. ზო­გა­დად, ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­დე­საც ადა­მი­ან­ზე რა­ღა­ცას მო­ი­გო­ნე­ბენ, სტა­ტუ­სად და­წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და შემ­დეგ ეს მი­აქვთ სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებს და ხალ­ხს ალან­ძღი­ნე­ბენ. მგო­ნია, რომ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, ვის­ზეც ეს "ფე­ი­ქი" კეთ­დე­ბა, უნ­დათ დათ­რგუ­ნონ იმ ლან­ძღვა-გი­ნე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ ამ სტა­ტუ­სე­ბის ქვე­ვით ხდე­ბა. ისე­თი რა­ღაც და­წე­რა ჩემ­ზე ამ ადა­მი­ან­მა, რომ მეც კი ვერ გა­ვი­გე ში­ნა­არ­სი და მი­თუ­მე­ტეს, სხვამ რო­გორ უნდა გა­ი­გოს.

- რო­მელ კონ­ცერ­ტზეა სა­უ­ბა­რი, ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის მიერ და­გეგ­მილ რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­სულ­ხართ?

- არა, არც არა­ვის მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ, სად გა­მოვ­სულ­ვარ. ეს არის შე­თხზუ­ლი ამ­ბა­ვი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დათ­რგუნ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დენ­ცია, მარ­თა­ლია, მე მი­ვეჩ­ვიე მსგავს შე­მო­ტე­ვებს და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს, ინერ­ვი­უ­ლონ, გა­ნი­ცა­დონ. ეს საკ­მა­ოდ სა­ში­ში რა­მეა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მო­ი­თხოვს მა­ღალ სტან­დარ­ტებს და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, უნდა თქვა ის, რაც არის და არ უნდა მო­ი­გო­ნო ის, რაც არ არ­სე­ბობს, ამით გული არ უნდა ატ­კი­ნო სხვა ადა­მი­ანს.

იცით, რა­შია საქ­მე, ჟურ­ნა­ლის­ტის ფუნ­ქცია ხომ ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­როს, რა უჭირს, რა ულ­ხინს, ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე, მაგ­რამ ესე­ნი ხომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ არი­ან, ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ სხვე­ბი ანერ­ვი­უ­ლონ და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ. ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დზე, სა­დაც ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხალ­ხი მლან­ძღავს, რის გამო, თა­ვა­დაც არ იცი­ან.

- გი­ორ­გი, წელს სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე არა­ვის მი­უწ­ვე­ვი­ხართ?

- არა, არა­სო­დეს, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, არ­ცერ­თხელ არ­სად არ ვყო­ფილ­ვარ მიწ­ვე­უ­ლი.

- არ გი­კი­თხავთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის, რა­ტომ ხდე­ბა ასე. ხომ იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში, ისევ არ­სე­ბობს შავი სი­ე­ბი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ­სე­ბობ­და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, ზოგი მე­ტად აკე­თებ­და, ზო­გიც ნაკ­ლე­ბად, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ისე­დაც ცო­ტა­ნი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც მარ­თლა რა­ღა­ცას კარ­გად აკე­თებს, სა­კუ­თარ თავ­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი, რად­გან ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ შავ სი­ა­შია, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს აკე­თებს.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დეს ამ ფორ­მით და ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ვებ­რძო­ლოთ. მა­გა­ლი­თად, მე თუ არ მომ­წონს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არ უნდა მამ­ღე­რონ? - ან თუ აქებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გამ­ღე­რე­ბენ, ეს უნდა დას­რულ­დეს, არა მხო­ლოდ კულ­ტუ­რა­ში, არა­მედ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სპორ­ტი იქ­ნე­ბა ეს, ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გი თუ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყო­ფა იმის გამო თუ რო­გორ ფიქ­რო­ბენ, რო­გორ მი­აჩ­ნი­ათ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა სწო­რად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­გა­ლი­თად, მე ადა­მი­ა­ნე­ბი მლან­ძღა­ვენ იმის გამო, რომ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პულ კურსს ვუ­ჭერ მხარს. ამი­ტომ ჩემი აღარც სიმ­ღე­რა მოს­წონთ და ხომ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ ჩემი აზრი მქონ­დეს. მე ნამ­დვი­ლად არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო იყოს ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის მო­ნო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

- რომ მი­გიწ­ვი­ონ სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე, იმ­ღე­რებთ?

- თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არა რეკ­ლა­მის­თვის, რომ ჩვენ ხომ გე­ძა­ხით, მოდი და იმ­ღე­რე, რა­ტო­მაც არა, მაგ­რამ თუ ერთ კონ­ცერ­ტზე და­გი­ძა­ხე­ბენ და სხვას და­ა­ნა­ხე­ბენ, შემ­დეგ კი ისევ ისე მო­იქ­ცე­ვი­ან, არა. დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნი და­თან­ხმდე­ბა, ვის არ სჭირ­დე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი, ჩვენ ხომ ამით ვცხოვ­რობთ. მაგ­რამ უკვე ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, რაც ეს გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და ერთხელ არ და­ი­უ­ძა­ხი­ათ და არც ახლა და­მი­ძა­ხე­ბენ.

მა­გა­ლი­თად, ნინო ქა­თა­მა­ძეს ბოლო პე­რი­ო­დია აღარ ეძა­ხი­ან, ადრე იყო ხოლ­მე ნინო კონ­ცერ­ტებ­ზე, ამა­ზე თა­ვა­დაც გა­ნა­ცხა­და. ვფიქ­რობ, ახლა უკვე პი­რი­ქით მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სხვებ­საც აღარ და­უ­ძა­ხონ. რაც უფრო კრი­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მით უფრო შე­ვიწ­როვ­დე­ბა ის წრე, ვინც იმ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­ვა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშხუილა
9

წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა სწორად რომ შეფასეოთ კარგი იქნება. წარმოუდგენელი რაღაცეები ხდებოდა, უნდა გახსოვდეთ. ვითომ, რომ არ ვიმჩნრვთ იმ კატასტროფულ სიტუაციას არც ერთ ხელოვნების მუშაკს არ ეკადრება. უფრო მეტიც ყველა უსინდისო, გამყიდველია

შარიანი
14

ქართლ-კახურებს მართლაც მღერი, მაგრამ ბოღმიანმა როგორ უნდა იმღერო? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან... მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული" - გიორგი უშიკიშვილი მასზე გავრცელებულ "ფეიქსა" და სამთავრობო კონცერტებზე

"ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან... მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული" - გიორგი უშიკიშვილი მასზე გავრცელებულ "ფეიქსა" და სამთავრობო კონცერტებზე

მომღეარლი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მედიის თანამშრომლის მიერ გავრცელებულ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სიტყვები, რომ თითქოს სადმე თქვა, "სულ არ მეხალისება "რუსული ოცნების" კონცერტზე გამოსვლა, მაგრამ გულს რომ ემღერება, რა ვქნა? გულს ვერ უბრძანებ..." - მას არ ეკუთვნის და ტყუილია.

Ambebi.ge-სთან საუბრისას მომღერალი ამბობს, რომ ამ ადამიანის მიერ გავრცელებული სტატუსის ქვეშ, უამრავმა ადამიანმა დაწერა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარი, რეალურად კი ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის არცერთ კონცერტზე მიწვეული არ ყოფილა.

გიორგი უშიკიშვილი:

- ეს ადამიანი თუ არ ვცდები, ჟურნალისიტია, ვინც ეს დაწერა. ზოგადად, ბოლო დროს აქტუალურია, როდესაც ადამიანზე რაღაცას მოიგონებენ, სტატუსად დაწერენ სოციალურ ქსელში და შემდეგ ეს მიაქვთ სხვადასხვა სააგენტოებს და ხალხს ალანძღინებენ. მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული. საზოგადოების ის ნაწილი, ვისზეც ეს "ფეიქი" კეთდება, უნდათ დათრგუნონ იმ ლანძღვა-გინებით, რომელიც შემდეგ ამ სტატუსების ქვევით ხდება. ისეთი რაღაც დაწერა ჩემზე ამ ადამიანმა, რომ მეც კი ვერ გავიგე შინაარსი და მითუმეტეს, სხვამ როგორ უნდა გაიგოს.

- რომელ კონცერტზეა საუბარი, ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის მიერ დაგეგმილ რომელიმე ღონისძიებაზე გამოსულხართ?

- არა, არც არავის მივუწვევივარ, სად გამოვსულვარ. ეს არის შეთხზული ამბავი, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანების დაშანტაჟება, შეურაცხყოფა, დათრგუნვა, ნერვიულობა. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, მართალია, მე მივეჩვიე მსგავს შემოტევებს და სიცრუის გავრცელებას, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს, ინერვიულონ, განიცადონ. ეს საკმაოდ საშიში რამეა. ჟურნალისტიკა მოითხოვს მაღალ სტანდარტებს და კეთილსინდისიერი უნდა იყოს ადამიანი, უნდა თქვა ის, რაც არის და არ უნდა მოიგონო ის, რაც არ არსებობს, ამით გული არ უნდა ატკინო სხვა ადამიანს.

იცით, რაშია საქმე, ჟურნალისტის ფუნქცია ხომ ის არის, რომ ადამიანებს დაეხმაროს, რა უჭირს, რა ულხინს, ინფორმაცია მიიტანოს საზოგადოებამდე, მაგრამ ესენი ხომ ჟურნალისტები არ არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ სხვები ანერვიულონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. ამ ადამიანის გვერდზე, სადაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან.

- გიორგი, წელს საახალწლო კონცერტზე არავის მიუწვევიხართ?

- არა, არასოდეს, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაშია, არცერთხელ არსად არ ვყოფილვარ მიწვეული.

- არ გიკითხავთ ორგანიზატორებისთვის, რატომ ხდება ასე. ხომ იცნობთ ერთმანეთს მუსიკალურ წრეებში, ისევ არსებობს შავი სიები?

- სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების დროს არსებობდა ასეთი რაღაცები, ზოგი მეტად აკეთებდა, ზოგიც ნაკლებად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისედაც ცოტანი ვართ საქართველოში, ვინც მართლა რაღაცას კარგად აკეთებს, საკუთარ თავზე არ მაქვს საუბარი, რადგან ბევრი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ამ შავ სიაშია, რომელიც მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.

წარმოუდგენელია ქვეყანა განვითარდეს ამ ფორმით და ერთმანეთს პოლიტიკური შეხედულებებით ვებრძოლოთ. მაგალითად, მე თუ არ მომწონს დღევანდელი ხელისუფლება, არ უნდა მამღერონ? - ან თუ აქებ ხელისუფლებას, გამღერებენ, ეს უნდა დასრულდეს, არა მხოლოდ კულტურაში, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტი იქნება ეს, ხელოვნების ნებისმიერი დარგი თუ სამედიცინო მიმართულება.

ადამიანების დაყოფა იმის გამო თუ როგორ ფიქრობენ, როგორ მიაჩნიათ ქვეყნის განვითარება სწორად, წარმოუდგენელია. მაგალითად, მე ადამიანები მლანძღავენ იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ევროპულ კურსს ვუჭერ მხარს. ამიტომ ჩემი აღარც სიმღერა მოსწონთ და ხომ მაქვს უფლება, რომ ჩემი აზრი მქონდეს. მე ნამდვილად არ მინდა საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც რუსების მონობაში აღმოჩნდება.

- რომ მიგიწვიონ სამთავრობო კონცერტებზე, იმღერებთ?

- თუ ეს ყველაფერი იქნება გულწრფელი და არა რეკლამისთვის, რომ ჩვენ ხომ გეძახით, მოდი და იმღერე, რატომაც არა, მაგრამ თუ ერთ კონცერტზე დაგიძახებენ და სხვას დაანახებენ, შემდეგ კი ისევ ისე მოიქცევიან, არა. დარწუნებული ვარ, ნებისმიერი ხელოვანი დათანხმდება, ვის არ სჭირდება შემოსავალი, ჩვენ ხომ ამით ვცხოვრობთ. მაგრამ უკვე ამდენი წელი გავიდა, რაც ეს გუნდი ხელისუფლებაშია და ერთხელ არ დაიუძახიათ და არც ახლა დამიძახებენ.

მაგალითად, ნინო ქათამაძეს ბოლო პერიოდია აღარ ეძახიან, ადრე იყო ხოლმე ნინო კონცერტებზე, ამაზე თავადაც განაცხადა. ვფიქრობ, ახლა უკვე პირიქით მოხდება, შეიძლება სხვებსაც აღარ დაუძახონ. რაც უფრო კრიტიკული გახდება საზოგადოება ხელისუფლების მიმართ, მით უფრო შევიწროვდება ის წრე, ვინც იმ კონცერტებზე გამოვა, რომელსაც ხელისუფლება მართავს.