მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიშს ვიხდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობის გამო" - "მთავარი არხი"
"ბოდიშს ვიხდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობის გამო" - "მთავარი არხი"

"მთა­ვა­ხი არხი" "ილო ბე­როშ­ვი­ლის ღა­მის შო­უ­ში" შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო ხუმ­რო­ბის გამო ბო­დიშს იხ­დის. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"2024 წლის 3 თე­ბერ­ვალს "მთა­ვარ არხზე", "ილო ბე­როშ­ვი­ლის ღა­მის შო­უ­ში" შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სა­თა­ნა­დო ხუმ­რო­ბა გაჟ­ღერ­და, რის­თვი­საც მთე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლით ვიხ­დით ბო­დიშს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა არის გარე პრო­ექ­ტი და მზად­დე­ბა „სი-ქორ­ფო­რე­ი­შე­ნის“ მიერ, ჩვენ ვი­ზი­ა­რებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში გა­სულ გა­და­ცე­მებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხუმ­რო­ბა უკვე წაშ­ლი­ლია ჩვე­ნი არ­ხის ვებ-გვერ­დი­დან და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან.

ჩვენ სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვახ­დენთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, რათა სწო­რად და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით მოხ­დეს მა­ყუ­რებ­ლის­თვის მსგავ­სი თე­მე­ბის მი­წო­დე­ბა. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით „მთა­ვარ არხზე“ კეთ­დე­ბა არა­ერ­თი გა­და­ცე­მა და, შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მო­რი­გი გა­და­ცე­მი­დან, რო­მელ­შიც ნიკა გვა­რა­მი­ას სტუმ­რო­ბი­სას, მიშა ან­დღუ­ლა­ძე თა­ვის ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, ვა­კელ ქალს ასა­ხი­ე­რებს. სტუ­დი­ა­ში შეს­ვლი­სას, ბო­დიშს იხ­დის დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის და ამ­ბობს:

"ერთი სა­ა­თია მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელს და­ვე­ძებ, ეს რა ჯო­ჯო­ხე­თია, რა არის, ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე, თო­რემ ვერ მო­ვი­დო­დი აქ. ბო­ლოს რა უნდა მექ­ნა, "ინ­ვა­ლი­დე­ბის“ ად­გი­ლი რომ არის, იქ გა­ვა­ჩე­რე და პატ­რუ­ლი მო­მად­გა, ავ­დე­ქი და გად­მო­ვე­დი კოჭ­ლო­ბით, სხვა გზა არ მქონ­და.“

შოუს ამ მო­ნაკ­ვეთს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ იუ­მო­რისტს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი და დიდი ჯა­რი­მა ელის, რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
0

მთავარი არხი კიარა ბოროტების არხი უნდა გერქვათ, სად შეიკრიბეთ ამდენი 

????
0

ამ ორ კაცსრომ ვუყურებ მეცოდება,ისეთი უადგილოები არიან.ვერანაირად ვერ დაიმკვიდრეს ადგილი და რას არ კადრულობენ! უკბილო ხუმრობები მოგიბრუნდებათ! ბოდიში არაა საშველი,მერამდენედ უნდა მიაყენოთ შეურაცყოფა ვიგინდარებო?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბოდიშს ვიხდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობის გამო" - "მთავარი არხი"

"ბოდიშს ვიხდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობის გამო" - "მთავარი არხი"

"მთავახი არხი" "ილო ბეროშვილის ღამის შოუში" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობის გამო ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ტელეკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

"2024 წლის 3 თებერვალს "მთავარ არხზე", "ილო ბეროშვილის ღამის შოუში" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობა გაჟღერდა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაცემა არის გარე პროექტი და მზადდება „სი-ქორფორეიშენის“ მიერ, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემებზე. აღნიშნული ხუმრობა უკვე წაშლილია ჩვენი არხის ვებ-გვერდიდან და სოციალური ქსელიდან.

ჩვენ სისტემატიურად ვახდენთ თანამშრომლების გადამზადებას, რათა სწორად და უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოხდეს მაყურებლისთვის მსგავსი თემების მიწოდება. ცნობიერების ამაღლების მიზნით „მთავარ არხზე“ კეთდება არაერთი გადაცემა და, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მორიგი გადაცემიდან, რომელშიც ნიკა გვარამიას სტუმრობისას, მიშა ანდღულაძე თავის ერთ-ერთ პერსონაჟს, ვაკელ ქალს ასახიერებს. სტუდიაში შესვლისას, ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის და ამბობს:

"ერთი საათია მანქანის გასაჩერებელს დავეძებ, ეს რა ჯოჯოხეთია, რა არის, ადგილი ვერ ვიპოვე, თორემ ვერ მოვიდოდი აქ. ბოლოს რა უნდა მექნა, "ინვალიდების“ ადგილი რომ არის, იქ გავაჩერე და პატრული მომადგა, ავდექი და გადმოვედი კოჭლობით, სხვა გზა არ მქონდა.“

შოუს ამ მონაკვეთს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ იუმორისტს ბოდიში აქვს მოსახდელი და დიდი ჯარიმა ელის, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ნახეთ ასევე: