„Billboard საქართველოს“ ინტერვიუ გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელთან – თეონა ცირამუასთან:
პროექტი Lunar Codex ითვალისწინებს 162 ქვეყნიდან 30 000 ათასი შემოქმედის ნამუშევრის კოსმოსში გაგზავნას. საქართველოდან კი, სწორედ გორის ქალთა კამერული გუნდის შემოქმედება შეირჩა.
NASA-ს, SpaceX-ის და Astrobotic Technology-ს მხარდაჭერით ციფრული არქივი სახელწოდებით Lunar Codex-ი შეიქმნა.
„კანადაშია ეს სიმღერები გაგზავნილი, უნდა ჩაიდოს მესამე კაფსულში და როგორც ჩვენ გვითხრეს, 2024 წლის შემოდგომაზე გაფრინდება კონკრეტულად ჩვენი ჩანაწერი.“
როგორც ვიცი, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შეიქმნა გარკვეული პრობლემები.
„ეს Lunar Codex-ს არ ეხება, ჩვენ პარალელურად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი დავდეთ, ამ პერიოდში გვაჯის იდეა იყო, სხვათა შორის, რომ მოდი, ალბომიც ხომ არ გავაკეთოთ, რომელშიც ჯერ შევიდოდა სამი ტრეკი, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ და გავაგზავნეთ. ამ სამიდან იყო ორი იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოები და ერთი „ვარადო”, რომელიც მე გავაკეთე და სოლოსაც მე ვმღერი, მაგრამ აქ ამ „ვარადოზე” არ იყო ლაპარაკი, აქ იყო პრობლემები კეჭაყმაძის მემკვიდრესთან და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ძალიან წითელი ხაზით, რომ პირველივე დღიდან მან იცოდა, რომ Lunar Codex-თვის ვამზადებდით. ისიც იცოდა, რომ ეს მუსიკალურ პლატფორმებზე აიტვირთებოდა. ძალიან გახარებული იყო და ეს არის ხოლმე გასაკვირი. თავიდან უხარიათ, მერე, უცებ ვიღაც-ვიღაცების ზემოქმედების ქვეშ ექცევიან. ჩვენ გუნდს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ასევე ძალიან ბევრი მტერი. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მისი აზრი არ იყო, მას არ უნოდა მუდმივი ხელშეკრულება ამასთან დაკავშირებით, მოითხოვა ერთწლიანი ხელშეკრულება და შემდგომ გადავწყვეტ გავაგრძელებ თუ არაო. საბოლოოდ, ჩვენ ეს ნაწარმოებები ჩამოვხსენით, იმიტომ, რომ ხელშეკრულება ღია იყო. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ მუსიკალურ პლატფორმებზე მამამისის შემოქმედების მუდმივად ატვირთვა არ უნდოდა. გორის ქალთა გუნდი არ არის მხოლოდ ერთ კომპოზიტორზე ჩამოკიდებული და არც იქნება ამაზე არასდროს დამოკიდებული.“