სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლუბი "ბასიანი" 19 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - "ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში..."
კლუბი "ბასიანი" 19 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - "ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში..."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლუბ "ბა­სი­ან­ში" 19 წლის ახალ­გაზ­რდა ცუ­დად გახ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კის შე­სა­ხებ კლუ­ბი "ბა­სი­ა­ნი" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვეხ­მა­უ­რე­ბით ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. პირ­ველ რიგ­ში, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს.

სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბის გამო და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბამ­დე თავს ვი­კა­ვებ­დით სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რის­გან, თუმ­ცა ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლი­თაც ცილს გვწა­მე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა­ში, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა.

ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი კლუბს 27 იან­ვარს, კვი­რას, დი­ლის 07:30 სა­ათ­ზე ეწ­ვია, ხოლო 10:40 სა­ათ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ე­წია პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე უსაფრ­თხო­ე­ბის გუნ­დის მხრი­დან, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 წუთ­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის, აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რომ­ლის შე­დე­გებ­საც ვე­ლო­დე­ბით, და მის დას­რუ­ლე­ბამ­დე, გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.ამავდრო­უ­ლად, ვეხ­მი­ა­ნე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს გა­სულ პა­რას­კევს, 2 თე­ბერ­ვალს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის­გან კლუ­ბის კი­დევ ერთი სტუ­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა - აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, არის სიც­რუე, და მისი გავ­რცე­ლე­ბა სა­სი­კე­თო მიზ­ნებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებს, შე­წყვი­ტონ ტრა­გე­დი­ით ურ­ცხვად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ჩვენ ერთხელ უკვე გვახ­სოვს ასე­თი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გე­ბი 2018 წლის 12 მა­ისს, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მის მიერ თბი­ლი­სის კლუ­ბებ­ში შეჭ­რით, რე­ი­დი­თა და სას­ტი­კი დარ­ბე­ვით დას­რულ­და.უსაფრ­თხო სივ­რცის შექ­მნის იდეა BASSIANI-ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მისი და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლუბს დიდი რე­სურ­სი და შრო­მა აქვს გა­წე­უ­ლი ამ მიზ­ნის სრულ­ყო­ფის­თვის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი სცე­ნის სპე­ცი­ფი­კის კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, კლუ­ბი მე­თო­დუ­რად ნერ­გავს დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცის შექ­მნის პრაქ­ტი­კებს. ყო­ველ საკ­ლუ­ბო ღა­მეს სტუმ­რე­ბის სიმ­შვი­დე­ზე ზრუ­ნავს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის გუნ­დის 50-ზე მეტი წევ­რი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას გავ­ლი­ლი აქვთ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღი საკ­ლუ­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში, რაც სა­რის­კო ქცე­ვის მო­მა­ტე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ხალ­ხმრა­ვა­ლი საკ­ლუ­ბო ღა­მე­ე­ბის დროს პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.BASSIANI-ს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს გრძელ­ვა­დი­ან ხედ­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შიდა წე­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ვრცელ­დე­ბა მუ­სი­კა­ლურ პროგ­რა­მა­ზე, სტუ­მარ­თა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, კა­რის პო­ლი­ტი­კა­სა და შიდა სტრუქ­ტუ­რებ­ზე და ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ჯა­როდ, კლუ­ბის ვე­ბპ­ლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით.

https://bassiani.com/dark/contact/house-rulesვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რის­კე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა, არ­ცერთ სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სივ­რცე­ში. სწო­რედ ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა. რო­გორც აქამ­დე, არა­ერ­თხელ, ახ­ლაც, ვთხოვთ არამ­ხო­ლოდ კლუ­ბის სტუმ­რებს, არა­მედ ყვე­ლას, საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით გა­ეც­ნოთ ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის წე­სებს, რაც კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვა­კე­თებთ მაქ­სი­მუმს, რაც ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ცოდ­ნი­სა და რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, კლუ­ბი ვერ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რაც სცდე­ბა ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის არე­ალს.ჩვენ აქამ­დეც არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ არ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და გაფრ­თხი­ლე­ბის რე­სურ­სე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია და რა­დი­კა­ლუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა - შე­უძ­ლე­ბე­ლი, ის არა­თუ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­კე­ნაა მო­მარ­თუ­ლი, არა­მედ თა­ვად ხდე­ბა პრობ­ლე­მის, ზოგ­ჯერ კი სა­უ­ბე­დუ­როდ ტრა­გე­დი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.საკ­ლუ­ბო კულ­ტუ­რის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დე­მო­ნი­ზი­რე­ბი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ნაც­ვლად, შე­დე­გის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­ვახ­სე­ნოთ სა­ხელ­მწი­ფოს, ვის ხელ­ში­ცაა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბის მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა­სა და ზრუნ­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ჯა­რო, კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, ცოდ­ნის მი­ღე­ბით, გა­ზი­ა­რე­ბით და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნას ყველ­გან", - ნათ­ქვა­მია კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

კლუბი დაიხუროს, მეპატრონე ციხეში.....

მოქალაქე
0

დილის 7 სათზე რატომ მივიდოდა ახალგაზრდა კლუბში? ასე უთენია

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

კლუბი "ბასიანი" 19 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - "ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში..."

კლუბი "ბასიანი" 19 წლის გოგონას გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს - "ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში..."

რამდენიმე დღის წინ კლუბ "ბასიანში" 19 წლის ახალგაზრდა ცუდად გახდა და მოგვიანებით ის კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ამ თემაზე საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის შესახებ კლუბი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარისგან, თუმცა ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მომხდარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.

ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.ამავდროულად, ვეხმიანებით დეზინფორმაციას, თითქოს გასულ პარასკევს, 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა - აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე, და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება.

მოვუწოდებთ მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება. ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა.უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა BASSIANI-ის მთავარი მიზანია მისი დაფუძნების დღიდან. წლების განმავლობაში, კლუბს დიდი რესურსი და შრომა აქვს გაწეული ამ მიზნის სრულყოფისთვის.

საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სცენის სპეციფიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კლუბი მეთოდურად ნერგავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სივრცის შექმნის პრაქტიკებს. ყოველ საკლუბო ღამეს სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავს უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების გუნდის 50-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მონაწილეობენ უსაფრთხო და ჯანსაღი საკლუბო გამოცდილების საერთაშორისო პროგრამებში, რაც სარისკო ქცევის მომატების და განსაკუთრებით ხალხმრავალი საკლუბო ღამეების დროს პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.BASSIANI-ს შემუშავებული აქვს გრძელვადიან ხედვებზე დაფუძნებული შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულად ვრცელდება მუსიკალურ პროგრამაზე, სტუმართა გამოცდილებაზე, კარის პოლიტიკასა და შიდა სტრუქტურებზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის ვებპლატფორმის საშუალებით.

https://bassiani.com/dark/contact/house-rulesვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მცდელობების მიუხედავად, რისკებისგან დაზღვეული არავინაა, არცერთ საჯარო თუ კერძო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯების გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და აქტიურობა. როგორც აქამდე, არაერთხელ, ახლაც, ვთხოვთ არამხოლოდ კლუბის სტუმრებს, არამედ ყველას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაეცნოთ ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის.რეალობის გათვალისწინებით, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. ბუნებრივია, კლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება ჩვენი მოქმედების არეალს.ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება - შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: