ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. უფრო მეტი, ამ დღეებში ტემპერატურა 20 გრადუსამდე გაიზრდება
სვეტლანა ნიორაძე:
- დღეს შენარჩუნდება ამინდის არახელსაყრელი პირობები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ქროდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. გზების ბევრ მონაკვეთზე შეზღუდვებია, ქარბუქია, შეზღუდული ხილვადობა, რთულია გადაადგილება.
უამინდობა შენარჩუნდება ხვალ დილამდე, ხვალ უკვე დღის მეორე ნახვრიდან გამოიდარებს მთელ საქართველოში და ტემპერატურაც მოიმატებს. ხვალ უკვე დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, 14 გრადუსამდე.
ზეგიდან კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე, აღმოსავლეთში 15-მდე. 10-11 თებერვლისთვის დასავლეთ საქართველოში შესაძლოა ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს, აღმოსავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე ველოდებით ტემპერატურის მომატებას. ასეთია უახლოესი დღეების პროგნოზი.
- ძლიერი ყინვები, რაც თებერვალში გვქონდა, კიდევ გამეორდება?
- ჯერჯერობით არ ჩანს, ვნახოთ, შეიძლება თებერვალმა კიდევ მოიტანოს ყინვები.
- ამჟამად თოვლი რომელ რეგიონებშია?
- ძირითადად მთებში, შიდა ქართლში, გორში თოვს ინტენსიურად, ასევე თელავში და კახეთის კიდევ რამდენიმე რეგიონში, რის გამოც გომბორის მონაკვეთზე შეიზღუდა მოძრაობა. ქართლსა და კოლხეთის დაბლობზე უფრო წვიმაა. შერეული ნალექია მთელ საქართველოში, წვიმა, თივლჭყაპი და თოვლი.
- აღნიშნეთ, რომ 20 გრადუსამდე გაიზრდება უახლოეს დღეებში ტემპერატურა, ეს თებერვლისთვის ცოტა უჩვეულო ხომ არ არის?
- არა, უკვე გაზაფხულია კარს მომდგარი, მალე მარტი დადგება...
იხილეთ ასევე: