ავტორი:

ხულოში ზვავმა სახლი წაიღო - დაიღუპა ერთი ადამიანი

ხულოში ზვავმა სახლი წაიღო - დაიღუპა ერთი ადამიანი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავმა საცხოვრებელი სახლი და მის გვერდით არსებული ნაგებობა წაიღო. დაღუპულია ერთი ადამიანი.

როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე გარდაიცვალა.

“მთელი ღამის განმავლობაში მაღალმთიან სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამწუხაროდ გარდაიცვალა, იგი უკვე ამოვასვენეთ.

ზვავმა სახლთან ერთად დამხმარე ნაგებობაც წაიღო. ოჯახში 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი იყო. რაც შეეხება მეზობლებს მათ საფრთხე არ ემუქრება. სოფლებთან მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრ ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები”,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ