ავტორი:

ამ წუთებში დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს - სალომე ზურაბიშვილის სხდომათა დარბაზში შესვლისას "ქართული ოცნების" დეპუტაცია ფეხზე არ წამოდგა

ამ წუთებში დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტი მიმართავს - სალომე ზურაბიშვილის სხდომათა დარბაზში შესვლისას "ქართული ოცნების" დეპუტაცია ფეხზე არ წამოდგა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ამასთან, პარლამენტში უკვე მივიდა პრეზიდენტი, რომელიც საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტატუსით ეს სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებაა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. პრეზიდენტს სხდომათა დარბაზში შესვლისას "ქართული ოცნების" დეპუტაცია ფეხზე არ წამოდგა. მათ არც მერე დაუკრეს ტაში, რაც თავისი გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების გამო მილოცვით დაიწყო.

ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მოვალეობის შემსრულებელი მინისტრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ტრადიციას წარმოადგენს. სხდომაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთია განსაზღვრული.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.

პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.