პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რას წერს მედია უინძორებზე მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა
"ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რას წერს მედია უინძორებზე მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მეფე ჩარლზს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და - ამის შე­სა­ხებ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არ არის პროს­ტა­ტის კიბო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მე­ფეს სურს სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბებს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს. გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ”მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­მართ და მო­უთ­მენ­ლად ელის, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს სრულ სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბას.”

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დო­ფალს, ის სა­ჯა­რო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლებს, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი კი მე­ფის ზო­გი­ერთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შე­ი­თავ­სებს. მე­დი­ის ცნო­ბით, ქეით მიდლტო­ნი სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებს აღ­დგო­მის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა.

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცი ჰარი მა­მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დე­ბა - ვი­ზი­ტი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იგეგ­მე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი მე­გან მარ­კლთან და შვი­ლებ­თან ერ­თად აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­მე­ფო ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა საგ­რძნობ­ლად და­ე­ძა­ბა. ჰარი ბო­ლოს ლონ­დონ­ში მე­ფის კო­რო­ნა­ცი­ის დღეს იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მე­ფო ინ­სა­ი­დე­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მა­მის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი ძმებს კვლავ და­ა­ახ­ლო­ებს. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა.

"უი­ლი­ამს ახლა ძმა ისე სჭირ­დე­ბა, რო­გორც არას­დროს" - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ძმე­ბის შე­სა­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
21

მეფე ყარამან პირველი 

კი მაგრამ ჩვენ? ჩვენ ვინ გვყავს არაფრის გამკეთებელი მონარქი? მიშა? მიშა შრომობს, აბა მარტო , პატრიარქი და სულ ეს ვართ?

ფუი ამ მაგარ საქართველოს!

ნნნ
9

მონარქიაზე მეცინება, თამაშიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რას წერს მედია უინძორებზე მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა

"ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - ჰარი ინგლისში ბრუნდება, უილიამი მეფის მოვალეობებს შეითავსებს - რას წერს მედია უინძორებზე მას შემდეგ, რაც მეფეს სიმსივნე დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ეს არ არის პროსტატის კიბო.

როგორც ცნობილია, მეფეს სურს საჯარო მოვალეობებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ”მისი უდიდებულესობა დადებითად არის განწყობილი მკურნალობის მიმართ და მოუთმენლად ელის, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სრულ საჯარო მოვალეობას.”

რაც შეეხება დედოფალს, ის საჯარო მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს, პრინცი უილიამი კი მეფის ზოგიერთ ვალდებულებას შეითავსებს. მედიის ცნობით, ქეით მიდლტონი სამეფო მოვალეობებს აღდგომის შემდეგ დაუბრუნდება.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პრინცი ჰარი მამის მოსანახულებლად ლონდონში დაბრუნდება - ვიზიტი უახლოეს დღეებში იგეგმება.

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგი მეგან მარკლთან და შვილებთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სამეფო ოჯახთან ურთიერთობა საგრძნობლად დაეძაბა. ჰარი ბოლოს ლონდონში მეფის კორონაციის დღეს იმყოფებოდა.

სამეფო ინსაიდერები იმედოვნებენ, რომ მამის სიმსივნის დიაგნოზი ძმებს კვლავ დააახლოებს. მათი ურთიერთობა ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.

"უილიამს ახლა ძმა ისე სჭირდება, როგორც არასდროს" - წერს ბრიტანული მედია ძმების შესახებ.