მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსების იერიშის შედეგად, ხარკოვში სასტუმრო განადგურდა - ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს
რუსების იერიშის შედეგად, ხარკოვში სასტუმრო განადგურდა - ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა წუ­ხელ ხარ­კო­ვის ოლ­ქზე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ოლეგ სი­ნე­გუ­ბო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­რო გა­ნად­გურ­და.

  • მაშ­ვე­ლებ­მა სას­ტუმ­როს ნან­გრე­ვე­ბი­დან 2 თვის ბავ­შვის ცხე­და­რი ამო­ას­ვე­ნეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ხარ­კო­ვის სა­ოლ­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ოლეგ სი­ნე­გუ­ბოვ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სი­ნე­გო­ბუ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მო­რი­გი ტე­რო­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­როს ნან­გრე­ვე­ბი­დან მაშ­ვე­ლებ­მა 2 თვის ბი­ჭის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. სამი ქალი, რო­მელ­თა ასა­კი 21, 28 და 39 წე­ლია, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­თა და ჭრი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რი­საა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დე­დაც“, - აცხა­დებს სი­ნე­გუ­ბო­ვი.

მისი თქმით, რუ­სებ­მა და­სახ­ლე­ბას S-300 ტი­პის 2 რა­კე­ტით და­არ­ტყეს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად სას­ტუმ­როს გვერ­დით მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩა­აქ­რეს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, რუ­სე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ზი­ან­და 7 კერ­ძო სახ­ლი, 19 სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტი (მა­ღა­ზი­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი), 2 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა და 5 ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
032
10

ვანია ორი თვის ბავშვის სიკვდილში ზელენსკია დანაშავე? ზელენსკიმ ესროლა რაკეტა? შე მართლა ვანია.

:/
3

ომმა, (რაკეტამ) არ იცის ჩვილი და მოხუცი, ქალი და კაცი...ეს ძმათა მკვლელი ომი უნდა დამთავრდეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსების იერიშის შედეგად, ხარკოვში სასტუმრო განადგურდა - ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს

რუსების იერიშის შედეგად, ხარკოვში სასტუმრო განადგურდა - ნანგრევებიდან 2 თვის ჩვილის ცხედარი ამოიყვანეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამსართულიანი სასტუმრო განადგურდა.

  • მაშველებმა სასტუმროს ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

სინეგობუვის ინფორმაციით, სამი დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. სამი ქალი, რომელთა ასაკი 21, 28 და 39 წელია, მიღებული დაზიანებებითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორისაა გარდაცვლილი ბავშვის დედაც“, - აცხადებს სინეგუბოვი.

მისი თქმით, რუსებმა დასახლებას S-300 ტიპის 2 რაკეტით დაარტყეს.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად სასტუმროს გვერდით მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელიც, მოგვიანებით, ჩააქრეს.

საერთო ჯამში, რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა 7 კერძო სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი (მაღაზიები, კაფეები), 2 ადმინისტრაციული შენობა და 5 ავტომობილი.