კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება" - რას პასუხობს მიშა ანდღულაძე მისი ხუმრობით გამოწვეულ აღშფოთებას?
"ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება" -  რას პასუხობს მიშა ანდღულაძე მისი ხუმრობით გამოწვეულ აღშფოთებას?

ამ ცოტა ხნის წინ, "ფორ­მუ­ლა­ზე“ ნიკა არა­ბი­ძის შოუს და­ხურ­ვის შემ­დეგ, "კო­მე­დი შოუს“ გუნ­დმა არხი და­ტო­ვა. ნიკა არა­ბი­ძე "რუს­თა­ვი 2“-ზე გა­და­ვი­და, მიშა ან­დღუ­ლა­ძე კი, გუნდთან ერ­თად, "მთა­ვარ არხს“ შე­უ­ერ­თდა. მიშა უკვე სტუმ­რობ­და "ილო ბე­როშ­ვი­ლის“ შოუს. გა­და­ცე­მა­ში მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ იტა­ლი­უ­რი სიმ­ღე­რის "ან­კო­რა“ ქარ­თულ ვერ­სი­ას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გუ­შინ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და მო­ნაკ­ვე­თი მო­რი­გი გა­და­ცე­მი­დან, რო­მელ­შიც ნიკა გვა­რა­მი­ას სტუმ­რო­ბი­სას, მიშა ან­დღუ­ლა­ძე თა­ვის ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, ვა­კელ ქალს ასა­ხი­ე­რებს. სტუ­დი­ა­ში შეს­ვლი­სას, ბო­დიშს იხ­დის დაგ­ვი­ა­ნე­ბის­თვის და ამ­ბობს:

"ერთი სა­ა­თია მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელს და­ვე­ძებ, ეს რა ჯო­ჯო­ხე­თია, რა არის, ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე, თო­რემ ვერ მო­ვი­დო­დი აქ. ბო­ლოს რა უნდა მექ­ნა, "ინ­ვა­ლი­დე­ბის“ ად­გი­ლი რომ არის, იქ გა­ვა­ჩე­რე და პატ­რუ­ლი მო­მად­გა, ავ­დე­ქი და გად­მო­ვე­დი კოჭ­ლო­ბით, სხვა გზა არ მქონ­და.“

შოუს ამ მო­ნაკ­ვეთს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ იუ­მო­რისტს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი და დიდი ჯა­რი­მა ელის, რად­გან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

"ვინ­მემ არ მი­თხრას, რომ ეს იუ­მო­რია. იცით, იუ­მორ­თან რა კარ­გად ვარ, გარ­ჩე­ვაც გა­მომ­დის. ვინ­მეს ამა­ზე გე­ცი­ნე­ბათ, ალ­ბათ კი, იმათ, ვინც შშმ პირ­თა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლას ავ­ტო­მო­ბი­ლებს უნა­მუ­სოდ აპარ­კინ­გებთ, იმათ, ვი­საც გგო­ნი­ათ, რომ იგი­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე არას­დროს აღ­მოჩ­ნდე­ბით.

იმათ, ვი­საც 10 წლის ბავ­შვი (მე­ტად დი­დე­ბიც) 1 კი­ლო­მეტ­რი ხე­ლით არ გი­ტა­რე­ბი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დე და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი დაღ­ლი­ლო­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გამო თვა­ლე­ბი­დან სიმ­წრით სის­ხლი არ წა­მოგ­სვლი­ათ, იმათ, ვინც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით გარ­თო­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

ასე­თი იუ­მო­რია სწო­რედ ერთ-ერთი ხელ­შემ­წყობთთა­გა­ნი, აბუ­ჩი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბის მი­მართ, სწო­რედ მსგავ­სე­ბის გამო და­მა­ჯა­რი­მა მე პატ­რულ­მა, რო­დე­საც სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დით კუთ­ვნილ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბას.

მი­ნი­მუმ სირ­ცხვი­ლია და ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი, რომ, რო­დე­საც ამ­ხე­ლა პრე­ტენ­ზია გაქვს მთა­ვარ მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე: სცე­ნა­რის­ტებ­ში, შემ­სრუ­ლებ­ლებ­ში, მე­ნე­ჯმენ­ტში ერთი ადა­მი­ა­ნიც არ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ცი­ნიზ­მი აღ­მო­ე­ფხვრა", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

იუ­მო­რისტს, რო­მე­ლიც ახლა გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც სა­კუ­თა­რი "სთენ­და­ფპ­როგ­რა­მით" კლუბ­ში აქვს გა­მოს­ვლე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით. მიშა ამ­ბობს, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მისი ხუმ­რო­ბა ვერ გა­ი­გო, უსურ­ვებს, რომ სწო­რად გა­გე­ბა ის­წავ­ლონ.

"მოდი, იუ­მორ­თან მე­გობ­რო­ბა და სწო­რად გა­გე­ბა ვუ­სურ­ვოთ ტრო­ლებს და სკან­და­ლის­ტებს, მე­რი­ას კი შშმ პი­რე­ბის­თვის მეტი გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა. ძა­ლო­ვან­თა "შკო­დებ­საც" თუ დათ­ვლი­ან, ჯა­რი­მის გა­რე­შე რომ აყე­ნე­ბენ შშმ პირ­თა სა­პარ­კინ­გე ად­გილ­ზე, ეგეც წაგ­ვად­გე­ბა. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი შშმ ადა­მი­ა­ნებს“, - ამ­ბობს ან­დღუ­ლა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა საკუთარი თავის სასარგებლოდ 

ირა
0

კომენტარებს ვუყურებ და სამწუხაროდ ერთი ადამიანი არ ამბობს რომ ცუდია როცა ასე იქცევი და შშმ პირების სადგომზე აყენებ ავტომობილს. გასაგებია მიშა მეც შენთან ერთად ვაპროტესტებ შკოდების პარპაშს რომელიცნუკვე აუტანელია, მაგრამ სხვანაირი პასუხი გმართებს მეგობარო. გულწრფელი ბოდიში უნდა მოიხადო და არა ის რომ ვიღაცამ იუმორი ვერ გაიგო!

ავტორი:

"ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება" - რას პასუხობს მიშა ანდღულაძე მისი ხუმრობით გამოწვეულ აღშფოთებას?

"ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება" -  რას პასუხობს მიშა ანდღულაძე მისი ხუმრობით გამოწვეულ აღშფოთებას?

ამ ცოტა ხნის წინ, "ფორმულაზე“ ნიკა არაბიძის შოუს დახურვის შემდეგ, "კომედი შოუს“ გუნდმა არხი დატოვა. ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე გადავიდა, მიშა ანდღულაძე კი, გუნდთან ერთად, "მთავარ არხს“ შეუერთდა. მიშა უკვე სტუმრობდა "ილო ბეროშვილის“ შოუს. გადაცემაში მის მიერ შესრულებულ იტალიური სიმღერის "ანკორა“ ქართულ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა მონაკვეთი მორიგი გადაცემიდან, რომელშიც ნიკა გვარამიას სტუმრობისას, მიშა ანდღულაძე თავის ერთ-ერთ პერსონაჟს, ვაკელ ქალს ასახიერებს. სტუდიაში შესვლისას, ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის და ამბობს:

"ერთი საათია მანქანის გასაჩერებელს დავეძებ, ეს რა ჯოჯოხეთია, რა არის, ადგილი ვერ ვიპოვე, თორემ ვერ მოვიდოდი აქ. ბოლოს რა უნდა მექნა, "ინვალიდების“ ადგილი რომ არის, იქ გავაჩერე და პატრული მომადგა, ავდექი და გადმოვედი კოჭლობით, სხვა გზა არ მქონდა.“

შოუს ამ მონაკვეთს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ იუმორისტს ბოდიში აქვს მოსახდელი და დიდი ჯარიმა ელის, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ვინმემ არ მითხრას, რომ ეს იუმორია. იცით, იუმორთან რა კარგად ვარ, გარჩევაც გამომდის. ვინმეს ამაზე გეცინებათ, ალბათ კი, იმათ, ვინც შშმ პირთა სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე ადგილას ავტომობილებს უნამუსოდ აპარკინგებთ, იმათ, ვისაც გგონიათ, რომ იგივე პრობლემის წინაშე არასდროს აღმოჩნდებით.

იმათ, ვისაც 10 წლის ბავშვი (მეტად დიდებიც) 1 კილომეტრი ხელით არ გიტარებიათ სამედიცინო დაწესებულებამდე და ამით გამოწვეული ფიზიკური დაღლილობისა და ემოციების გამო თვალებიდან სიმწრით სისხლი არ წამოგსვლიათ, იმათ, ვინც ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობით გართობა შეგიძლიათ.

ასეთი იუმორია სწორედ ერთ-ერთი ხელშემწყობთთაგანი, აბუჩი დამოკიდებულებისა სპეციალური საპარკინგე ადგილების მიმართ, სწორედ მსგავსების გამო დამაჯარიმა მე პატრულმა, როდესაც სხვა ავტომობილის გამო ვერ ვახერხებდით კუთვნილ ადგილზე გაჩერებას.

მინიმუმ სირცხვილია და ბოდიში მოსახდელი, რომ, როდესაც ამხელა პრეტენზია გაქვს მთავარ მაუწყებლობაზე: სცენარისტებში, შემსრულებლებში, მენეჯმენტში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომ ეს ცინიზმი აღმოეფხვრა", - წერენ სოციალურ ქსელში.

იუმორისტს, რომელიც ახლა გერმანიაში იმყოფება, სადაც საკუთარი "სთენდაფპროგრამით" კლუბში აქვს გამოსვლები, სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით. მიშა ამბობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც მისი ხუმრობა ვერ გაიგო, უსურვებს, რომ სწორად გაგება ისწავლონ.

"მოდი, იუმორთან მეგობრობა და სწორად გაგება ვუსურვოთ ტროლებს და სკანდალისტებს, მერიას კი შშმ პირებისთვის მეტი გასაჩერებელი ადგილის გამოყოფა. ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება. ჩემი პატივისცემა და სიყვარული შშმ ადამიანებს“, - ამბობს ანდღულაძე.

წაიკითხეთ ასევე: