პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Mastercard ფინანსური განათლებისთვის
Mastercard ფინანსური განათლებისთვის

Mastercard-ის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, შექ­მნი­ლია პროგ­რა­მის „ერ­თი­ა­ნო­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში, Mastercard-ის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბის პროგ­რა­მა და­ი­წყო, რომ­ლის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბია. Mastercard იზი­ა­რებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ხელი შე­უ­წყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს შო­რის და ეს ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მიზ­ნად ისა­ხავს მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის (MSME) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და კერ­ძო პი­რე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და მათ­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. პრო­ექ­ტი პირ­ველ ეტაპ­ზე ქვე­მო ქარ­თლში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, კა­ხეთ­სა და მთი­ან აჭა­რა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა ბიზ­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან.

და­ვით ზღუ­და­ძე, Mastercard-ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში: „ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა არ­სე­ბი­თი ინ­სტრუ­მენ­ტია ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, თუმ­ცა ეს რე­გი­ო­ნე­ბი აწყდე­ბი­ან სპე­ცი­ფი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს, მათ შო­რის ენობ­რივ ბა­რი­ე­რებს, კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე შე­ზღუ­დულ წვდო­მას. Mastercard-ის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს ამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას მრა­ვალ­მხრი­ვი მიდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დუ­ლებს, ინ­ტე­რაქ­ტი­ურ სე­მი­ნა­რებს და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან“.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, Mastercard თა­ნამ­შრომ­ლობს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ბიზ­ნეს და ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რე­ბიც არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა “ორ­ჯერ ორი” და მე­დი­ის ძი­რი­თა­დი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გორც ეროვ­ნულ, ისე ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე.

ერ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის მი­ზა­ნია:

  • ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში. ფი­ნან­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა.
  • MSME-ების გაძ­ლი­ე­რე­ბა და სა­მიზ­ნე რე­გი­ო­ნებ­ში ეფექ­ტუ­რი ფი­ნან­სუ­რი მარ­თვი­სა და ზრდის­თვის სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა თუ უნა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;
  • კულ­ტუ­რუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­დუ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მე­ბის უნი­კა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად;
  • ეთ­ნი­კუ­რად და რე­ლი­გი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით;
  • მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სა­მე­წარ­მეო აზ­როვ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ბიზ­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა;
  • აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მნა;
  • ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­ზე, სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და ფი­ნან­სურ პრო­დუქ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა;
  • ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნე­სებს შო­რის ინო­ვა­ცი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის ხელ­შე­წყო­ბა.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა, 2024 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2024 წლის ნო­ემ­ბრამ­დე, შექ­მნის მრა­ვალ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ პრაქ­ტი­კულ პრო­დუქტს. მათ შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დუ­ლებს, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს, ინ­ტე­რაქ­ტი­ურ სე­მი­ნა­რებს, ონ­ლა­ინ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის კონ­ტენტს.

ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ი­ცავს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სა­ბა­ზი­სო ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­დუ­ლის და­ნერგვას, ად­გი­ლობ­რივ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის შექ­მნას, ფი­ნან­სუ­რი ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის თარ­გმნას აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე და ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტის უნა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

Mastercard-ის შე­სა­ხებ:

Mastercard არის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია გა­დახ­დე­ბის გლო­ბა­ლურ ინ­დუსტრი­ა­ში. ჩვენ ვმარ­თავთ მსოფ­ლი­ო­ში გა­დახ­დის ყვე­ლა­ზე სწრაფ საპ­რო­ცე­სო ქსელს, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სებს 210 -ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს მომ­ხმა­რებ­ლებს, ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს, სა­ვაჭ­რო ქსე­ლებ­სა და მთავ­რო­ბებს. Mastercard-ის პრო­დუქ­ტე­ბი და სის­ტე­მე­ბი უფრო აად­ვი­ლებს, უსაფრ­თხო­სა და ეფექ­ტურს ხდის ისეთ ყო­ველ­დღი­ურ სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა შო­პინ­გი, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ: www.mastercard.com

პუბ­ლი­კა­ცია მომ­ზად­და Mastercard-ის მიერ, პროგ­რა­მის „ერ­თი­ა­ნო­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი ეკუთ­ვნის პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქ­მე­ბო­დეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის პო­ზი­ცი­ად.

R

zaza
0

თბილისში ჩვენ ბავშვებსაც რომ მივცეთ ფინანსური განათლება სად შეიძლება მივაკითხოთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

Mastercard ფინანსური განათლებისთვის

Mastercard ფინანსური განათლებისთვის

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების ამაღლების პროგრამა დაიწყო, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. Mastercard იზიარებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინკლუზიურობასა და კეთილდღეობას საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის და ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წარმომადგენლებისა და კერძო პირებისთვის, სტუდენტებისა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და მათთვის ყველა საჭირო რესურსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი პირველ ეტაპზე ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში ხორციელდება, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: „ფინანსური წიგნიერება არსებითი ინსტრუმენტია ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თუმცა ეს რეგიონები აწყდებიან სპეციფიკურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაბრკოლებების გადალახვას მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო მოდულებს, ინტერაქტიურ სემინარებს და სტრატეგიულ პარტნიორობას ადგილობრივ ორგანიზაციებთან“.

პროექტის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, Mastercard თანამშრომლობს ისეთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, ბიზნეს და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოში, როგორებიც არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქალები მომავლისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოება და ბანკები, საგანმანათლებლო პლატფორმა “ორჯერ ორი” და მედიის ძირითადი წარმომადგენლები, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.

ერთწლიანი პროგრამის მიზანია:

  • ფინანსური წიგნიერების ამაღლება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში. ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  • MSME-ების გაძლიერება და სამიზნე რეგიონებში ეფექტური ფინანსური მართვისა და ზრდისთვის საჭირო ცოდნისა თუ უნარების უზრუნველყოფა;
  • კულტურულად მგრძნობიარე ფინანსური განათლების მოდულების შემუშავება უმცირესობების თემების უნიკალური საჭიროებებისა და გამოწვევების გადასაჭრელად;
  • ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი რეგიონების სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ქალების გაძლიერება ეკონომიკური ინკლუზიურობის ხელშეწყობით;
  • მონაწილეებს შორის სამეწარმეო აზროვნების ხელშეწყობა და ბიზნეს შესაძლებლობების მოძიების წახალისება;
  • აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
  • ფინანსურ რესურსებზე, საბანკო მომსახურებაზე და ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ადგილობრივ ბიზნესებს შორის ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ფინანსური განათლების პროგრამა, 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე, შექმნის მრავალ საგანმანათლებლო თუ პრაქტიკულ პროდუქტს. მათ შორის საგანმანათლებლო მოდულებს, საჯარო ლექციებს, ინტერაქტიურ სემინარებს, ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და სოციალური მედიის კონტენტს.

ძირითადი აქტივობები მოიცავს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საბაზისო ფინანსური განათლების მოდულის დანერგვას, ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ფინანსური წიგნიერების დეპარტამენტის შექმნას, ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის თარგმნას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და ძირითადი ბიზნესის მენეჯმენტის უნარების გაძლიერებას.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

R