დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა - ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით ეს არ არის პროსტატის კიბო.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რა სახის სიმსივნე დაუდგინდა მეფეს. მათივე ცნობით, მეფე იწყებს მკურნალობას და მოუთმენლად ელის როდის დაუბრუნდება საჯარო მოვალეობის შესრულებას.
დამატებით დეტალები იმის შესახებ თუ რომელი სტადიის სიმსივნე აქვს და ან როგორია პროგნოზი, არ ვრცელდება.
75 წლის ჩარლზს რამდენიმე დღის წინ პროსტატის ოპერაცია ჩაუტარდა.