მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა – გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები
აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა – გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

მე­ო­რე წე­ლია, ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ „ეროვ­ნუ­ლი აგ­რა­რუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის“ მხარ­დამ­ჭე­რია. ამას­თან ერ­თად, ის სტუ­დენ­ტის კა­ტე­გო­რი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­საც აჯილ­დო­ებს და ასა­ჩუქ­რებს. პრი­ზებს, რომ­ლებ­საც „აგ­როს­ფე­რო“ მათ გა­დას­ცემს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა, რად­გან კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ცოდ­ნის მი­ღე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ცე­მაა. წლე­ვან­დელ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს „აგ­როს­ფე­რომ“ სა­ზო­მი ხელ­სა­წყო­ე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩე­მო­და­ნი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც 3000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია მო­ა­თავ­სა.

სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც 2023 წლის აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­დის საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს გი­ორ­გი ვენ­გო ღლონ­ტი, თეა იმ­ნა­ძე და ბექა ფან­გა­ნია. გა­დავ­წყვი­ტეთ, უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ასო­ბით კონ­კურ­სანტს შო­რის შეძ­ლეს.

გი­ორ­გი, რო­გორც ვი­ცით, თქვენ უკვე მე­სა­მედ მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­და­ში. რო­გო­რი იყო თქვე­ნი შე­დე­გე­ბი წინა მცდე­ლო­ბებ­ზე?

გი­ორ­გი ვენ­გო ღლონ­ტი: აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მისი და­არ­სე­ბის დღი­დან ვი­ღებ. პირ­ველ წელს შე­გეძ­ლო, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში გე­ცა­და ბედი. მა­შინ სა­ტყეო საქ­მე­ში – მე-2, ხოლო მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა­ში მე-3 ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. შემ­დე­გი წლი­დან პი­რო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა და მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და. ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩე­ვა­ნი აგ­რო­ნო­მი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რე, ფი­ნალ­შიც მოვ­ხვდი, თუმ­ცა ფი­ნა­ლურ ტურ­ზე გას­ვლა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე. წელს მე­სა­მედ ვცა­დე ბედი და დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბაც შევ­ძე­ლი.

რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­დის ტეს­ტე­ბი?

ბექა ფან­გა­ნი: აგ­რო­ნო­მია, ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ისეთ დარ­გებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ფი­ტო­პა­თო­ლო­გია, აგ­რო­ქი­მია, ენ­ტო­მო­ლო­გია და სხვა. კი­თხვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ფა­რავ­და ყვე­ლა სა­კითხს, შე­სა­ბა­მი­სად, ტეს­ტე­ბიც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო.

გი­ორ­გი ვენ­გო ღლონ­ტი: ვფიქ­რობ, რომ ტეს­ტი მო­ი­თხოვ­და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის არა ზო­გად, არა­მედ სიღ­რმი­სე­ულ ცოდ­ნას. ამას­თან ერ­თად, იყო კი­თხვე­ბი ისეთ ქვე­დარ­გებ­ზეც, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან არ ის­წავ­ლე­ბა, ან მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად. ამი­ტომ ტეს­ტის კარ­გად და­სა­წე­რად, სა­ჭი­რო იყო უნი­ვერ­სი­ტეტს გა­რეთ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ცოდ­ნაც.

თეა იმ­ნა­ძე: მეც შემ­ხვდა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჯერ გავ­ლი­ლი არ მაქვს, თუმ­ცა პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მი­სას ჩემს ლო­გი­კა­სა და ზო­გად აგ­რო­ნო­მი­ულ ცოდ­ნას ვენ­დე. პირ­ვე­ლი ცდის კვა­ლო­ბა­ზე ჩემი შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ.

რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი ტი­პის აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­დე­ბი?

გი­ორ­გი ვენ­გო ღლონ­ტი: ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სოფ­ლის-მე­ურ­ნე­ო­ბა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დიდი დე­ფი­ცი­ტია. ეს ოლიმ­პი­ა­და კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და­მა­ტე­ბით მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს, რათა გან­ვი­თარ­დნენ, გა­ი­ფარ­თო­ონ ცოდ­ნა და შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

თეა იმ­ნა­ძე: როცა ამ ოლიმ­პი­ა­დის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი პირ­ველ ტურს, რად­გან ეს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­მოვ­ლე­ნი­სა და გა­მოც­დის ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე და­ვი­ნა­ხე ჩემი შრო­მის შე­დე­გი, რა­მაც ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?

ბექა ფან­გა­ნი: ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გა­ნათ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამით სტუ­დენ­ტებს არა მხო­ლოდ ჯილ­დო­ე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, არა­მედ იძე­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ. მა­გა­ლი­თად, „აგ­როს­ფე­როს­თან“ გვქონ­და ვი­ზი­ტიც, რა დრო­საც უკეთ გა­ვი­ცა­ნი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა და პრო­ცე­სე­ბიც ბევ­რად ხელ­შე­სა­ხე­ბი გახ­და. ვფიქ­რობ, რაც უფრო მე­ტად ჩა­ერ­თვე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რი სტუ­დენ­ტე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში, მით უკე­თე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ეყო­ლე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბას.

უკვე გა­მო­ცა­დეთ თუ არა „აგ­როს­ფე­როს“ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ზო­მი ხელ­სა­წყო­ე­ბი პრაქ­ტი­კა­ში?

თეა იმ­ნა­ძე: დიახ, უკვე აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ ციფ­რულ მიკ­როს­კოპს, რომ­ლის და­ნახ­ვაც, ვერ აღ­გი­წერთ, რამ­დე­ნად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ჩემ­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მცე­ნა­რე­ე­ბის მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს და ციფ­რუ­ლი მიკ­როს­კო­პის დახ­მა­რე­ბით უკვე შე­ვის­წავ­ლე გარ­კვე­უ­ლი მავ­ნებ­ლე­ბი ჩემი სახ­ლის ციტ­რუს­ზე. და­ნარ­ჩენ ხელ­სა­წყო­ებს, ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრაქ­ტი­კუ­ლი საგ­ნის, „აგ­როპ­რო­ექ­ტის“ ფარ­გლებ­ში უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებ.

გი­ორ­გი ვენ­გო ღლონ­ტი: აგ­რო­ნო­მი­ა­ში პრობ­ლე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს რამ­დე­ნი­მე ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტო­რი ან გარ­კვე­ულ ფაქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის პოვ­ნა, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბი­თი ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზომ ხელ­სა­წყო­ებს შეგ­ვიძ­ლია აგ­რო­ნო­მი­ის მარ­ჯვე­ნა ხელი ვუ­წო­დოთ.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ, სამ­სა­ხურ­ში უკვე გა­მო­ვი­ყე­ნე მა­რი­ლი­ა­ნო­ბის და ph პა­რა­მეტ­რე­ბის მზო­მე­ლე­ბი. და­ნარ­ჩენს კი ეტა­პობ­რი­ვად მოვ­სინ­ჯავ. ზო­გა­დად, ვფიქ­რობ, რომ „აგ­როს­ფე­როს“ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზი ზუს­ტად ემ­თხვე­ვა აგ­რო­ო­ლომ­პი­ა­დის მიზ­ნებს. ხელ­სა­წყო­ე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, აგ­რო­ნო­მი­ის მარ­ჯვე­ნა ხე­ლია, გაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მეტი ინ­ფორ­მა­ცია და­აგ­რო­ვო, მეტი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რო და გან­ვი­თარ­დე.

აგ­რო­ო­ლიმ­პი­ა­და 2023-ში 870 კონ­კურ­სან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თა­გა­ნაც ორე­ტა­პი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად 39 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და. პრი­ზი­ო­რე­ბი ოთხ კა­ტე­გო­რი­ა­ში (სპე­ცი­ა­ლის­ტი, სტუ­დენ­ტი, ფერ­მე­რი და მოს­წავ­ლე) და ექ­ვსი სა­კონ­კურ­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით (აგ­რო­ნო­მია, ვე­ტე­რი­ნა­რია-მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა, სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გია, მე­ქა­ნი­ზა­ცია და სა­ტყეო საქ­მე) და­სა­ხელ­დნენ.

აგ­რა­რუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­და 2021 წლი­დან ტარ­დე­ბა, „აგ­როს­ფე­რო“ კი მე­ო­რე წე­ლია მას პარტნი­ო­რო­ბას უწევს. გა­სულ წელს კომ­პა­ნი­ამ 9 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი და­ა­ჯილ­დო­ვა და მათ აუ­დიო და ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი, ონ­ლა­ინ კურ­სი, JBL-ის უსა­დე­ნო ყურ­სას­მე­ნე­ბი, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გა­დას­ცა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა – გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა – გაიცანით აგროოლიმპიადის გამარჯვებულები

მეორე წელია, ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ მხარდამჭერია. ამასთან ერთად, ის სტუდენტის კატეგორიის გამარჯვებულებსაც აჯილდოებს და ასაჩუქრებს. პრიზებს, რომლებსაც „აგროსფერო“ მათ გადასცემს, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, რადგან კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობების მიცემაა. წლევანდელ გამარჯვებულებს „აგროსფერომ“ საზომი ხელსაწყოებით დაკომპლექტებული სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც 3000 ლარის ღირებულების პროდუქცია მოათავსა.

სტუდენტები, რომლებმაც 2023 წლის აგროოლიმპიადის საპრიზო ადგილები მოიპოვეს გიორგი ვენგო ღლონტი, თეა იმნაძე და ბექა ფანგანია. გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ახალგაზრდები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება და უპირატესობის მოპოვება ასობით კონკურსანტს შორის შეძლეს.

გიორგი, როგორც ვიცით, თქვენ უკვე მესამედ მიიღეთ მონაწილეობა აგროოლიმპიადაში. როგორი იყო თქვენი შედეგები წინა მცდელობებზე?

გიორგი ვენგო ღლონტი: აგროოლიმპიადაში მონაწილეობას მისი დაარსების დღიდან ვიღებ. პირველ წელს შეგეძლო, რამდენიმე მიმართულებაში გეცადა ბედი. მაშინ სატყეო საქმეში – მე-2, ხოლო მექანიზაციაში მე-3 ადგილი დავიკავე. შემდეგი წლიდან პირობები შეიცვალა და მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევის შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, არჩევანი აგრონომიაზე შევაჩერე, ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ფინალურ ტურზე გასვლა ვეღარ მოვახერხე. წელს მესამედ ვცადე ბედი და დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის საშუალებით პირველი ადგილის მოპოვებაც შევძელი.

რამდენად რთული იყო აგროოლიმპიადის ტესტები?

ბექა ფანგანი: აგრონომია, ზოგადად, საკმაოდ რთული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორებიცაა ფიტოპათოლოგია, აგროქიმია, ენტომოლოგია და სხვა. კითხვები მაქსიმალურად ფარავდა ყველა საკითხს, შესაბამისად, ტესტებიც საკმაოდ რთული იყო.

გიორგი ვენგო ღლონტი: ვფიქრობ, რომ ტესტი მოითხოვდა ყველა მიმართულების არა ზოგად, არამედ სიღრმისეულ ცოდნას. ამასთან ერთად, იყო კითხვები ისეთ ქვედარგებზეც, რომლებიც უნივერსიტეტში ან არ ისწავლება, ან მხოლოდ ზედაპირულად. ამიტომ ტესტის კარგად დასაწერად, საჭირო იყო უნივერსიტეტს გარეთ დაგროვებული ცოდნაც.

თეა იმნაძე: მეც შემხვდა ისეთი საკითხები, რომლებიც უნივერსიტეტში ჯერ გავლილი არ მაქვს, თუმცა პასუხების გაცემისას ჩემს ლოგიკასა და ზოგად აგრონომიულ ცოდნას ვენდე. პირველი ცდის კვალობაზე ჩემი შედეგით უკმაყოფილო არ ვარ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აგროოლიმპიადები?

გიორგი ვენგო ღლონტი: ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სოფლის-მეურნეობაში პროფესიონალების დიდი დეფიციტია. ეს ოლიმპიადა კი მნიშვნელოვანია იმით, რომ სფეროთი დაინტერესებულ პირებს დამატებით მოტივაციას აძლევს, რათა განვითარდნენ, გაიფართოონ ცოდნა და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები.

თეა იმნაძე: როცა ამ ოლიმპიადის შესახებ გავიგე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მოუთმენლად ველოდი პირველ ტურს, რადგან ეს საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და გამოცდის ძალიან კარგი საშუალებაა. აგროოლიმპიადაზე დავინახე ჩემი შრომის შედეგი, რამაც ახალი ცოდნის მიღების დამატებითი მოტივაცია მომცა.

რამდენად მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა ამ ტიპის ღონისძიებებში?

ბექა ფანგანი: ზოგადად, ვფიქრობ, კერძო კომპანიებისგან განათლების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ამით სტუდენტებს არა მხოლოდ ჯილდოების მოპოვების საშუალება ეძლევათ, არამედ იძენენ ინფორმაციას ბაზარზე არსებული კომპანიების შესახებ. მაგალითად, „აგროსფეროსთან“ გვქონდა ვიზიტიც, რა დროსაც უკეთ გავიცანი მისი საქმიანობა და პროცესებიც ბევრად ხელშესახები გახდა. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ჩაერთვება კერძო სექტორი სტუდენტების ცნობიერების ამაღლებაში, მით უკეთესი პროფესიონალები ეყოლება მომავალ თაობას.

უკვე გამოცადეთ თუ არა „აგროსფეროს“ მიერ გადმოცემული საზომი ხელსაწყოები პრაქტიკაში?

თეა იმნაძე: დიახ, უკვე აქტიურად ვიყენებ ციფრულ მიკროსკოპს, რომლის დანახვაც, ვერ აღგიწერთ, რამდენად სასიხარულო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით მცენარეების მავნებელ-დაავადებები მაინტერესებს და ციფრული მიკროსკოპის დახმარებით უკვე შევისწავლე გარკვეული მავნებლები ჩემი სახლის ციტრუსზე. დანარჩენ ხელსაწყოებს, ვფიქრობ, უნივერსიტეტის პრაქტიკული საგნის, „აგროპროექტის“ ფარგლებში უფრო აქტიურად გამოვიყენებ.

გიორგი ვენგო ღლონტი: აგრონომიაში პრობლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, ცალკეული ფაქტორი ან გარკვეულ ფაქტორთა ერთობლიობა. პრობლემის გადასაჭრელად ყოველთვის საჭიროა გამომწვევი მიზეზის პოვნა, რაც ხშირ შემთხვევაში დამატებითი ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საზომ ხელსაწყოებს შეგვიძლია აგრონომიის მარჯვენა ხელი ვუწოდოთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ, სამსახურში უკვე გამოვიყენე მარილიანობის და ph პარამეტრების მზომელები. დანარჩენს კი ეტაპობრივად მოვსინჯავ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ „აგროსფეროს“ მიერ დაწესებული პრიზი ზუსტად ემთხვევა აგროოლომპიადის მიზნებს. ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც, როგორც აღვნიშნე, აგრონომიის მარჯვენა ხელია, გაძლევს შესაძლებლობას მეტი ინფორმაცია დააგროვო, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარო და განვითარდე.

აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ორეტაპიანი ტესტირების შედეგად 39 გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზიორები ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე) და ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე) დასახელდნენ.

აგრარული ეროვნული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, „აგროსფერო“ კი მეორე წელია მას პარტნიორობას უწევს. გასულ წელს კომპანიამ 9 გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა და მათ აუდიო და ელექტრონული წიგნები, ონლაინ კურსი, JBL-ის უსადენო ყურსასმენები, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გადასცა.

R