Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე - Spielwarenmesse 2024
10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე - Spielwarenmesse 2024

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით, ათმა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­თა­მა­შო­ე­ბის უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში - Spielwarenmesse 2024 მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო - „ვუდსის“; „თა­მა­შო­ბა­ნას“; „ოდინ­დე­ლი“; „კო­კი­ტოს“; „ცა­ცია ოს­ტა­ტის“; „დი­ნოს“; „რუ­სა­ნას“; „გო­გო­რას“; „იკო კიდსის“; „თვი­თის“ სა­თა­მა­შო­ე­ბი.

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა წლე­ბია თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­თა­მა­შო­ე­ბის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, სა­ბაზ­რო კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით.

„სა­თა­მა­შო­ე­ბის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რას სა­ა­გენ­ტო 2018 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის და ექ­სპორ­ტის სტი­მუ­ლი­რე­ბის საგ­რან­ტო პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც ეხ­მა­რე­ბა კომ­პა­ნი­ებს ექ­სპორ­ტის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის აღ­მო­ფხვრა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ში.

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად, მრა­ვალ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბრენ­დინ­გი/რებ­რენ­დინ­გი, შეძ­ლო წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ლი­ცენ­ზი­რე­ბა/სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და აი­მაღ­ლა ცოდ­ნა ექ­სპორ­ტის სა­ბა­ზი­სო სა­კი­თხებ­ში.

GEclose2EU პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სას­წავ­ლო ტუ­რებ­ში შვე­დეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და USAID ის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ახა­ლი პროგ­რა­მა უცხო­ელ შემ­სყიდ­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად, სწო­რედ სა­თა­მა­შო­ე­ბის სექ­ტო­რია გან­სა­ზღვრუ­ლი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვა ხელს შე­უ­წყობს სა­თა­მა­შო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას“ - აცხა­დებს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ექ­სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნიკა მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.

“USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს სა­წარ­მოო ხა­ზის გა­ფარ­თო­ე­ბის, წვდო­მის და კავ­ში­რე­ბის გამ­ყა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო მყიდ­ვე­ლებ­თან. პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, კომ­პა­ნი­ებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია 200-ზე მეტ გლო­ბა­ლურ კომ­პა­ნი­ას გა­აც­ნეს და შე­დე­გად გა­ა­ფორ­მეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

ჩვენ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, გვაქვს წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც: მა­გა­ლი­თად ორმა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ ოთხ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას­თან გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და გა­ი­ტა­ნა სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზე. კონ­ტრაქ­ტე­ბი ჯა­მუ­რად 100 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­ა­გენ­ტოს “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში” მხარ­და­ჭე­რით და USAID-ის ხელ­შე­წყო­ბით, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის Spielwarenmesse-ის გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­კა ში­ოშ­ვი­ლი.

Spielwarenmesse გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ნი­ურნ­ბერ­გში 1949 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა და სა­თა­მა­შო­ე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ვაჭ­რო გა­მო­ფე­ნაა.

Spielwarenmesse-ს ეს­წრე­ბი­ან სა­თა­მა­შო­ე­ბის ბიზ­ნეს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბი, სა­ვაჭ­რო ვი­ზი­ტო­რე­ბი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გა­მო­ფე­ნის ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად 70 000-ს აჭარ­ბებს. წელს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 60 ქვეყ­ნის 3 000-მდე სა­თა­მა­შო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე - Spielwarenmesse 2024

10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე - Spielwarenmesse 2024

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო - „ვუდსის“; „თამაშობანას“; „ოდინდელი“; „კოკიტოს“; „ცაცია ოსტატის“; „დინოს“; „რუსანას“; „გოგორას“; „იკო კიდსის“; „თვითის“ სათამაშოები.

„აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით, ქართული კომპანიების მომზადებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით, მათ შორის, საბაზრო კავშირების გაფართოებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით.

„სათამაშოების სექტორის მხარდაჭერას სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო კომპონენტის და ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამის საშუალებით, რაც ეხმარება კომპანიებს ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრასა და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში.

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, მრავალმა კომპანიამ განახორციელა ბრენდინგი/რებრენდინგი, შეძლო წარმოებული პროდუქციის ლიცენზირება/სერტიფიცირება და აიმაღლა ცოდნა ექსპორტის საბაზისო საკითხებში.

GEclose2EU პროგრამის ფარგლებში, კომპანიები მონაწილეობდნენ სასწავლო ტურებში შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, სააგენტოს ინიციატივითა და USAID ის მხარდაჭერით განხორციელებული ახალი პროგრამა უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების მიმართულებით, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად, სწორედ სათამაშოების სექტორია განსაზღვრული.

დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევა ხელს შეუწყობს სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას“ - აცხადებს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მამუკელაშვილი.

“USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა პარტნიორების ჩართულობით აქტიურად ეხმარება სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს საწარმოო ხაზის გაფართოების, წვდომის და კავშირების გამყარების მიმართულებით საერთაშორისო მყიდველებთან. პროგრამის დახმარებით, კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით და ექსპერტების დახმარებით, თავიანთი პროდუქცია 200-ზე მეტ გლობალურ კომპანიას გააცნეს და შედეგად გააფორმეს თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულებები.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ წლების განმავლობაში, ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად, გვაქვს წარმატების მაგალითებიც: მაგალითად ორმა ქართულმა კომპანიამ ოთხ საერთაშორისო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და გაიტანა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე. კონტრაქტები ჯამურად 100 000 ევროს ღირებულებისაა.

დარწმუნებული ვართ, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით და USAID-ის ხელშეწყობით, ქართული კომპანიების Spielwarenmesse-ის გამოფენაში მონაწილეობა, წარმატებული და შედეგიანი იქნება“ - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა შიოშვილი.

Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა.

Spielwarenmesse-ს ესწრებიან სათამაშოების ბიზნესთან ასოცირებული მწარმოებლები, სავაჭრო ვიზიტორები, მედიის წარმომადგენლები. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 70 000-ს აჭარბებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 ქვეყნის 3 000-მდე სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ.

NS