ავტორი:

BTU მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - ახალი მასშტაბური კამპანია

BTU მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის - ახალი მასშტაბური კამპანია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის მასშტაბურ პროექტს იწყებს.

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, შეხვედრები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, შიდა გამოცდისთვის მოსამზადებელი შეხვედრები, პანელური დისკუსიები – ეს იმ აქტივობათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც BTU მაგისტრანტობის კანდიდატებს სრული დაფინანსებით, საჩუქრად სთავაზობს.

დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე 3 აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს:

  • სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები – MBA
  • სამაგისტრო პროგრამა: ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps
  • სამაგისტრო პროგრამა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები

BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, გაიფართოონ თვალსაწიერი მათთვის საინტერესო სფეროების მიმართ, შეიტყონ მეტი მართვის თანამედროვე სისტემების შესახებ, მიიღონ ზოგადი ცოდნა ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა თუ ბიზნესთან დაკავშირებული სხვა სფეროების შესახებ და პრაქტიკაში გამოიყენონ დაგროვებული ცოდნა.

DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მომზადდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციის სისტემების, ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის და აქტუალური უნარების მქონე საქართველოს და უცხოეთის განათლების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც იქნება პროფესიულ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაზე ორიენტირებული და შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებისა და სწორი დაგეგმვის შედეგად სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესის დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.

საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ. კურსზე გავლილი საგნები მათ ცოდნის კიდევ უფრო სრულყოფასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტებია: უსაფრთხოების გამოწვევები, საფრთხეები და თანამედროვე ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა ომსა და მშვიდობაში, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, დაზვერვის როლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში, ღია წყაროების ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პრინციპები და სხვა.

R