კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ? - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ? - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

გრი­პი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლია A და B ტი­პის ვირუ­სე­ბით. გრი­პი ზო­გა­დად მწვა­ვე, თვით­ლი­მი­ტი­რე­ბა­დი ინ­ფექ­ცი­აა, თუმ­ცა ის შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მძი­მე­დაც და გარ­თულ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით და დას­რულ­დეს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­თაც,

სიმპტო­მე­ბით გრი­პი ჰგავს გა­ცი­ე­ბას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ასე­ვე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა და შე­სა­ბა­მი­სად არის გა­დამ­დე­ბიც. ამი­ტომ მიდ­გო­მა - „მხო­ლოდ გა­ცი­ე­ბუ­ლი ვარ“ და გა­დამ­დე­ბი არ ვარ, სრუ­ლი­ად არას­წო­რია.

გრიპს ახა­სი­ა­თებს სე­ზო­ნუ­რო­ბა და გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ზამ­თა­რი, მე­ტად დე­კემ­ბრი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია. გრი­პის მარ­თვის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის პე­დი­ატ­რი, ნინო ჭი­თა­ნა­ვა, გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს გრიპს?

გრი­პის ვირუ­სის გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ინ­ფექ­ცი­ის კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მე­ბია: ცხე­ლე­ბა (არა მუდ­მი­ვად!), თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი და სი­სუს­ტე, რო­მელ­საც თან ახ­ლავს სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი და რი­ნი­ტი, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი,

სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მძი­მე იყოს გრი­პის ვირუს­ზე წი­ნას­წარ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ბავ­შვებ­ში;

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ში ზოგ­ჯერ ნაკ­ლე­ბა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და მე­ტად გვხვდე­ბა ჩი­ვი­ლე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის მხრივ: (მაგ., გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, ცუდი მადა).

რო­გორ ხდე­ბა გრი­პის გავ­რცე­ლე­ბა?

გრი­პის ვირუ­სი ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­უბ­რის ან ხვე­ლე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ახ­ლოს მყო­ფი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. ასე­ვე ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს სხვა­დას­ხვა საგ­ნის ზე­და­პირ­ზე, რო­მელ­ზეც ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ხე­ლით კონ­ტაქ­ტის შე­დე­გა­დაც შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვი­სას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადეკ­ვა­ტურ ჰი­გი­ე­ნას, ხე­ლე­ბის ხშირ და­ბა­ნა­სა და გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას.

რო­დის არის გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­დამ­დე­ბი?

გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­დამ­დე­ბე­ბი არი­ან ძი­რი­თა­დად და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში; ზოგი გა­დამ­დე­ბია ასე­ვე სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბამ­დე 1 დღით ად­რეც და ასე­ვე სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან მე-5-7 დღე­საც; ბავ­შვე­ბი და დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­დამ­დე­ბე­ბი არი­ან უფრო მეტ­ხან­საც ზოგ­ჯერ;

რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას?

თუ ბავ­შვი არ იღებს სი­თხე­ებს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სად შე­ამ­ცი­რებს შარ­დვას (რაც უკვე დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის ნიშ­ნად ით­ვლე­ბა), არის მი­ვარ­დნი­ლი, ცხე­ლე­ბა დამ­წევს არ ემორ­ჩი­ლე­ბა, უჭირს სუნ­თქვა, ხვე­ლა არის შე­ტე­ვი­თი, მა­შინ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში.

თუმ­ცა აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ბავ­შვებ­ში პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რად პე­დი­ატრთან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში კონ­ტაქ­ტი და სიმპტო­მე­ბის მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მარ­თვა.

რო­გორ ხდე­ბა გრი­პის მკურ­ნა­ლო­ბა? რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და­ა­ვა­დე­ბის სახ­ლში მარ­თვის დროს?

გრი­პის მკურ­ნა­ლო­ბის დროს, მთა­ვა­რია გვახ­სოვ­დეს, რომ ვირუს­ზე ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არ მოქ­მე­დებს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. გრი­პი კი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა და არა - ბაქ­ტე­რი­უ­ლი.

გრი­პის დროს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სიმპტო­მუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი: სი­თხე­ე­ბით დატ­ვირ­თვა ანუ მი­ღე­ბა ხში­რად და მცი­რე ულუ­ფე­ბად მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე - იქ­ნე­ბა ეს ელექტრო­ლი­ტე­ბის ხსნა­რე­ბი თუ სხვა სი­თხე­ე­ბი, ცხე­ლე­ბის მარ­თვა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი (მაგ:პა­რა­ცე­ტა­მო­ლი, იბუპრო­ფე­ნი) და ფი­ზი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით. ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა უნდა მოხ­დეს სპე­ცი­ფი­კურ შემ­თხვე­ვებ­ში და ის აუ­ცი­ლებ­ლად პე­დი­ატ­რის მიერ უნდა იყოს და­ნიშ­ნუ­ლი. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, თუ ბავ­შვი ავა­დო­ბის დროს არ იღებს საკ­ვებს კუთ­ვნი­ლი ულუ­ფე­ბით, ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მთა­ვა­რია მე­ტად სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­უ­წყლოვ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფუ­ზი­ურ თე­რა­პი­ას, ე.წ. გა­დას­ხმებს, ის არა­ნა­ი­რად არაა სა­ჭი­რო და არ ცვლის მდგო­მა­რე­ო­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ თუ ბავ­შვი ავა­დო­ბის დროს ადეკ­ვა­ტუ­რად იღებს სი­თხე­ებს.

რას ნიშ­ნავს ფი­ზი­კა­ლუ­რი გაგ­რი­ლე­ბის მე­თო­დი ცხე­ლე­ბის დროს? რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თოთ ეს?

ფი­ზი­კა­ლუ­რი გაგ­რი­ლე­ბა სხე­უ­ლის მე­ქა­ნი­კუ­რად გაგ­რი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ დროს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყალ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი სა­ფე­ნე­ბი უნდა და­ვა­დოთ ბავ­შვს, გან­სა­კუთ­რე­ბით სხე­უ­ლის ჩა­ხუ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში. ესე­ნია: იღ­ლი­ის, სა­ზარ­დუ­ლის, კის­რის მი­და­მო­ე­ბი. სა­ფე­ნი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გაშ­რე­ბა, რად­გან სხე­უ­ლი ცხე­ლია. შეგ­ვიძ­ლია იგი­ვე მე­ო­რე­დაც გა­ვი­მე­ო­როთ. ამ დროს ტემ­პე­რა­ტუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წევს. ფი­ზი­კა­ლუ­რი გაგ­რი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო მე­თო­დია. ხში­რად მშობ­ლებს ეში­ნი­ათ, რომ ამ დროს ბავ­შვი არ „გა­ცივ­დეს“, არა­და ბავ­შვი უკვე არის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და აქვს ცხე­ლე­ბე­ბიც.

რა შემ­თხვე­ვა­ში ენიშ­ნე­ბა პა­ცი­ენტს ან­ტი­ბი­ო­ტი­კი?

გრი­პის გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც ვირუ­სუ­ლი, ისე ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით. ან­ტი­ბი­ო­ტი­კით მკურ­ნა­ლო­ბა ინიშ­ნე­ბა მხო­ლოდ ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის დროს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის და პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის სა­ფუძ­ველ­ზე ვად­გენთ არის თუ არა გარ­თუ­ლე­ბა და არის თუ არა ის ბაქ­ტე­რი­უ­ლი გე­ნე­ზის, ამის შემ­დეგ წყდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ის ჩარ­თვის სა­კი­თხი.

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ იღებს ან­ტი­ბი­ო­ტიკს?

ხში­რად მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გრი­პის და ასე­ვე სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­აა და მას ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე აძ­ლე­ვენ თვით­ნე­ბუ­რად, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კარ­გად და­ვი­მახ­სოვ­როთ, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ბა­ნა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ში გარ­თუ­ლე­ბის­გან ვერ დაგ­ვი­ცავს და თუ გარ­თუ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბის ფონ­ზე, მა­შინ უკვე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს სა­კი­თხი მე­ო­რე რი­გის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც იზ­რდე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს უკვე ნელ-ნელა მივ­ყა­ვართ რე­ზის­ტენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დღე, როცა ჩვენს ხელ­თარ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს არ ჰქონ­დეთ ძალა იმოქ­მე­დონ ამა თუ იმ ბაქ­ტე­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

გრი­პის დროს ხში­რად სახ­ლში იკე­თე­ბენ გა­დას­ხმას. ეს რამ­დე­ნად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია?

სრუ­ლი­ად არას­წო­რია სახ­ლში ასე­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. თუ პა­ცი­ენტს ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს სტა­ცი­ო­ნარს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ინ­ფუ­ზი­უ­რი თე­რა­პი­ის ანუ ე.წ. „გა­დას­ხმის“ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ორ­გა­ნიზ­მის სი­თხით შევ­სე­ბაა. თუ პა­ცი­ენ­ტი იღებს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხეს, არ აქვს ხში­რი ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა (ანუ სი­თხის კარ­გვა), შარ­დვა არ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, მა­შინ გა­დას­ხმა სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო. ის არ შე­ამ­ცი­რებს ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს და ვერც „გაწ­მენ­დს“ ორ­გა­ნიზმს ამ ვირუ­სის­გან.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ასე­ვე ის, რომ, ასე­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით, მი­თუ­მე­ტეს მტკივ­ნე­უ­ლით, ბავ­შვს უყა­ლიბ­დე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­მართ, ეში­ნია ექი­მის, აქვს დიდი სტრე­სი ამ პრო­ცე­დუ­რის დროს და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი ვი­ზი­ტი თეთრხა­ლა­თი­ა­ნებ­თან მის­თვის უარ­ყო­ფით­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ ჩემი ძა­ლი­ან დიდი თხოვ­ნა და სურ­ვი­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ავა­რი­დოთ პა­ტა­რებს ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­რე­შე ზედ­მე­ტი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი, თუნ­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და და­ვიც­ვათ ისი­ნი უარ­ყო­ფი­თი გან­ცდე­ბის­გან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად მი­აჩ­ნი­ათ, რომ გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ცი­ე­ბა გა­დამ­დე­ბი არაა. რე­ა­ლუ­რად რა გან­სხვა­ვე­ბაა „გა­ცი­ე­ბა­სა“ და გრიპს შო­რის?

„გა­ცი­ე­ბას“ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. თვლი­ან, რომ ეს არ არის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და არ არის ასე­ვე გა­დამ­დე­ბი. რე­ა­ლუ­რად კი გა­ცი­ე­ბა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც გრი­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით არა გრი­პის ვირუ­სით, არა­მედ სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. გა­ცი­ე­ბის დროს, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი სიმპტო­მე­ბი გვქონ­დეს სა­ხე­ზე, პა­ცი­ენ­ტი მა­ინც გა­დამ­დე­ბია და სა­ჭი­როა მოხ­დეს მისი სახ­ლში იზო­ლი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გან­სხვა­ვე­ბას, კლი­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გრი­პი უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბაა. ის იწყე­ბა უც­ბად, შემ­ცივ­ნე­ბით, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლით. გა­ცი­ე­ბის დროს სიმპტო­მე­ბი უფრო სუს­ტია და კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი ნელ-ნელა იშ­ლე­ბა.

რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ვირუ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვის არი­დე­ბა მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ვი­ზი­ტე­ბის­გან. პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უნდა მოხ­დეს, პა­ცი­ენ­ტის იზო­ლი­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, ხვე­ლე­ბის და ცე­მი­ნე­ბის დროს ხე­ლის აფა­რე­ბა, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, დე­ზინ­ფექ­ცია.

ზო­გა­დი პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნე­ბი და სა­სურ­ვე­ლია ყვე­ლამ გა­ი­კე­თოს ის. უკე­თე­სია, ვაქ­ცი­ნა­ცია შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს გა­კეთ­დეს, თუმ­ცა ახ­ლაც აქვს აზრი. მისი იმუ­ნი­ტე­ტი 2 კვი­რა­ში ყა­ლიბ­დე­ბა. გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ზა­ცია ნე­ბა­დარ­თუ­ლია 6 თვის ასა­კი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს, მათი მი­ღე­ბა სხვა მხრივ ჯან­მრთელ ბავ­შვებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ სჭირ­დე­ბათ და არც არ­სე­ბობს მათი ეფექ­ტუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­ღა­ლი დო­ნის სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბი.

ასე­ვე ქარ­თუ­ლი მი­თია კონ­კრე­ტუ­ლი კუ­რორ­ტე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა. რა თქმა უნდა ძა­ლი­ან კარ­გია და სა­სურ­ვე­ლი ყოფ­ნა იქ, სა­დაც არაა დატ­ვირ­თუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი, ანუ ურ­ბა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის­გან მო­შო­რე­ბით.

გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას!

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.ჭითანავა
4

ძალიან საინტერესო და გონივრული ახსნა წავიკითხე ნინო ექიმისგან .ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ჩემი გვარის წარმომადგენელო .მადლობა შენ 

მარიამი
0

დიდი მადლობა,სასარგებლო და საინტერესო რჩევებისთვის!🌷🌸🌷წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში!❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ? - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ? - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები

გრიპი მწვავე რესპირატორული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია A და B ტიპის ვირუსებით. გრიპი ზოგადად მწვავე, თვითლიმიტირებადი ინფექციაა, თუმცა ის შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედაც და გართულდეს სხვადასხვა დაავადებებით და დასრულდეს ფატალური შედეგითაც,

სიმპტომებით გრიპი ჰგავს გაციებას, რომელიც რეალურად ასევე მწვავე რესპირატორული ინფექციაა და შესაბამისად არის გადამდებიც. ამიტომ მიდგომა - „მხოლოდ გაციებული ვარ“ და გადამდები არ ვარ, სრულიად არასწორია.

გრიპს ახასიათებს სეზონურობა და გავრცელების თვალსაზრისით ზამთარი, მეტად დეკემბრიდან მარტის ბოლომდე ყველაზე აქტიური პერიოდია. გრიპის მართვის შესახებ დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრი, ნინო ჭითანავა, გვესაუბრება.

რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს?

გრიპის ვირუსის გაურთულებელი ინფექციის კლასიკური სიმპტომებია: ცხელება (არა მუდმივად!), თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი და სისუსტე, რომელსაც თან ახლავს სასუნთქი გზების დაავადებების გამოვლინებები, როგორიცაა ხველა, ყელის ტკივილი და რინიტი, ცხვირიდან გამონადენი,

სიმპტომები შეიძლება ნაკლებად მძიმე იყოს გრიპის ვირუსზე წინასწარ ვაქცინირებულ ბავშვებში;

გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ზოგჯერ ნაკლებადაა გამოხატული რესპირატორული გამოვლინებები და მეტად გვხვდება ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ: (მაგ., გულისრევა, ღებინება, დიარეა, ცუდი მადა).

როგორ ხდება გრიპის გავრცელება?

გრიპის ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ საუბრის ან ხველების დროს შეიძლება მოხდეს ახლოს მყოფი ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება. ასევე ვირუსი შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა საგნის ზედაპირზე, რომელზეც ჯანმრთელი ადამიანი ხელით კონტაქტის შედეგადაც შეიძლება დაინფიცირდეს. სწორედ ამიტომ დაავადების მართვისას დიდი მნიშვნელობა აქვს ადეკვატურ ჰიგიენას, ხელების ხშირ დაბანასა და გრიპით დაავადებული ადამიანისგან დისტანცირებას.

როდის არის გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდები?

გრიპით ინფიცირებული პაციენტები გადამდებები არიან ძირითადად დაავადების დაწყებიდან პირველი 3-4 დღის განმავლობაში; ზოგი გადამდებია ასევე სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრეც და ასევე სიმპტომების დაწყებიდან მე-5-7 დღესაც; ბავშვები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტები გადამდებები არიან უფრო მეტხანსაც ზოგჯერ;

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას?

თუ ბავშვი არ იღებს სითხეებს საჭირო რაოდენობით, შესაბამისად შეამცირებს შარდვას (რაც უკვე დეჰიდრატაციის ნიშნად ითვლება), არის მივარდნილი, ცხელება დამწევს არ ემორჩილება, უჭირს სუნთქვა, ხველა არის შეტევითი, მაშინ რეკომენდებულია ბავშვის გადაყვანა კლინიკაში.

თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ბავშვებში პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მნიშვნელოვანია პირად პედიატრთან ამბულატორიულ პირობებში კონტაქტი და სიმპტომების მისი მეთვალყურეობის ქვეშ მართვა.

როგორ ხდება გრიპის მკურნალობა? რა უნდა გავითვალისწინოთ დაავადების სახლში მართვის დროს?

გრიპის მკურნალობის დროს, მთავარია გვახსოვდეს, რომ ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, ანტიბიოტიკი გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. გრიპი კი ვირუსული ინფექციაა და არა - ბაქტერიული.

გრიპის დროს სახლის პირობებში სამკურნალოდ რეკომენდებულია სიმპტომური საშუალებები: სითხეებით დატვირთვა ანუ მიღება ხშირად და მცირე ულუფებად მთელი დღის მანძილზე - იქნება ეს ელექტროლიტების ხსნარები თუ სხვა სითხეები, ცხელების მართვა მედიკამენტოზური (მაგ:პარაცეტამოლი, იბუპროფენი) და ფიზიკალური მეთოდებით. ანტივირუსული პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს სპეციფიკურ შემთხვევებში და ის აუცილებლად პედიატრის მიერ უნდა იყოს დანიშნული. ნუ შეგეშინდებათ, თუ ბავშვი ავადობის დროს არ იღებს საკვებს კუთვნილი ულუფებით, ეს ბუნებრივიცაა ამ მდგომარეობაში. მთავარია მეტად სითხეების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ორგანიზმის გაუწყლოვნება. რაც შეეხება ინფუზიურ თერაპიას, ე.წ. გადასხმებს, ის არანაირად არაა საჭირო და არ ცვლის მდგომარეობას უკეთესობისკენ თუ ბავშვი ავადობის დროს ადეკვატურად იღებს სითხეებს.

რას ნიშნავს ფიზიკალური გაგრილების მეთოდი ცხელების დროს? როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

ფიზიკალური გაგრილება სხეულის მექანიკურად გაგრილებას გულისხმობს. ამ დროს ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული საფენები უნდა დავადოთ ბავშვს, განსაკუთრებით სხეულის ჩახურების ადგილებში. ესენია: იღლიის, საზარდულის, კისრის მიდამოები. საფენი რამდენიმე წუთში გაშრება, რადგან სხეული ცხელია. შეგვიძლია იგივე მეორედაც გავიმეოროთ. ამ დროს ტემპერატურა აუცილებლად დაიწევს. ფიზიკალური გაგრილება სრულიად უსაფრთხო მეთოდია. ხშირად მშობლებს ეშინიათ, რომ ამ დროს ბავშვი არ „გაცივდეს“, არადა ბავშვი უკვე არის ვირუსით ინფიცირებული და აქვს ცხელებებიც.

რა შემთხვევაში ენიშნება პაციენტს ანტიბიოტიკი?

გრიპის გართულება შეიძლება მოხდეს როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციით. ანტიბიოტიკით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულების დროს. ლაბორატორიული კვლევების და პაციენტის გასინჯვის საფუძველზე ვადგენთ არის თუ არა გართულება და არის თუ არა ის ბაქტერიული გენეზის, ამის შემდეგ წყდება მკურნალობაში დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვის საკითხი.

რა ხდება მაშინ, როდესაც პაციენტი არასაჭიროებისამებრ იღებს ანტიბიოტიკს?

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ანტიბიოტიკი გრიპის და ასევე სხვა დაავადებების გართულებების პრევენციაა და მას ექიმის დანიშნულების გარეშე აძლევენ თვითნებურად, რაც ყოვლად დაუშვებელია. აუცილებელია, კარგად დავიმახსოვროთ, რომ ანტიბიოტიკი ბანალურ შემთხვევებში გართულებისგან ვერ დაგვიცავს და თუ გართულება გამოვლინდა ანტიბიოტიკის მიღების ფონზე, მაშინ უკვე შეიძლება დადგეს საკითხი მეორე რიგის ანტიბიოტიკების აუცილებლობის შესახებ, რის გამოც იზრდება ანტიბიოტიკის მოხმარების ხანგრძლივობა, შესაბამისად იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკიც და რაც ყველაზე მთავარია, არარაციონალურად გამოყენებულ ანტიბიოტიკებს უკვე ნელ-ნელა მივყავართ რეზისტენტობის ჩამოყალიბებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დადგეს დღე, როცა ჩვენს ხელთარსებული ანტიბიოტიკებს არ ჰქონდეთ ძალა იმოქმედონ ამა თუ იმ ბაქტერიების წინააღმდეგ.

გრიპის დროს ხშირად სახლში იკეთებენ გადასხმას. ეს რამდენად რეკომენდებულია?

სრულიად არასწორია სახლში ასეთი მანიპულაციის ჩატარება. თუ პაციენტს ჩარევა სჭირდება, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს სტაციონარს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინფუზიური თერაპიის ანუ ე.წ. „გადასხმის“ ერთადერთი მიზანი ორგანიზმის სითხით შევსებაა. თუ პაციენტი იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს, არ აქვს ხშირი ღებინება, დიარეა (ანუ სითხის კარგვა), შარდვა არ არის შემცირებული, მაშინ გადასხმა საერთოდ არ არის საჭირო. ის არ შეამცირებს ვირუსის მიმდინარეობის დროს და ვერც „გაწმენდს“ ორგანიზმს ამ ვირუსისგან.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ, ასეთი მანიპულაციებით, მითუმეტეს მტკივნეულით, ბავშვს უყალიბდება ნეგატიური დამოკიდებულება სამედიცინო სერვისების მიმართ, ეშინია ექიმის, აქვს დიდი სტრესი ამ პროცედურის დროს და ყოველი შემდეგი ვიზიტი თეთრხალათიანებთან მისთვის უარყოფითთან ასოცირდება. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა და სურვილია, მაქსიმალურად ავარიდოთ პატარებს ჩვენი რეკომენდაციების გარეშე ზედმეტი მანიპულაციები, თუნდაც ლაბორატორიული კვლევები და დავიცვათ ისინი უარყოფითი განცდებისგან.

საზოგადოებაში ხშირად მიაჩნიათ, რომ გრიპისგან განსხვავებით გაციება გადამდები არაა. რეალურად რა განსხვავებაა „გაციებასა“ და გრიპს შორის?

„გაციებას“ საქართველოში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. თვლიან, რომ ეს არ არის ვირუსული ინფექცია და არ არის ასევე გადამდები. რეალურად კი გაციება ვირუსული ინფექციაა, რომელიც გრიპისგან განსხვავებით არა გრიპის ვირუსით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებითაა გამოწვეული. გაციების დროს, თუნდაც მინიმალური სიმპტომები გვქონდეს სახეზე, პაციენტი მაინც გადამდებია და საჭიროა მოხდეს მისი სახლში იზოლირება.

რაც შეეხება განსხვავებას, კლინიკური თვალსაზრისით გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარე დაავადებაა. ის იწყება უცბად, შემცივნებით, კუნთების, სახსრების ტკივილით. გაციების დროს სიმპტომები უფრო სუსტია და კლინიკური სურათი ნელ-ნელა იშლება.

როგორია თქვენი რეკომენდაციები გრიპის პრევენციის მიმართულებით?

ვირუსების გააქტიურების დროს, მნიშვნელოვანია თვის არიდება მასობრივი თავშეყრის ადგილებში ვიზიტებისგან. პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მოხდეს, პაციენტის იზოლირება. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა, ხველების და ცემინების დროს ხელის აფარება, ხელების ხშირი დაბანა, დეზინფექცია.

ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საქართველოში არსებობს ვაქცინები და სასურველია ყველამ გაიკეთოს ის. უკეთესია, ვაქცინაცია შემოდგომის ბოლოს გაკეთდეს, თუმცა ახლაც აქვს აზრი. მისი იმუნიტეტი 2 კვირაში ყალიბდება. გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ნებადართულია 6 თვის ასაკიდან.

რაც შეეხება იმუნიტეტის ასამაღლებელ მედიკამენტებს, მათი მიღება სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვებს აბსოლუტურად არ სჭირდებათ და არც არსებობს მათი ეფექტურობის დამადასტურებელი მაღალი დონის სარწმუნო ცნობები.

ასევე ქართული მითია კონკრეტული კურორტების სარგებლიანობა. რა თქმა უნდა ძალიან კარგია და სასურველი ყოფნა იქ, სადაც არაა დატვირთული საავტომობილო მოძრაობა და დაბინძურებული ჰაერი, ანუ ურბანიზირებული ქალაქებისგან მოშორებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

R