კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის... ბავშვი მიხეილის ახლობლებს არ უნახავთ" - რას წერს უკრაინული მედია იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე
"ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის... ბავშვი მიხეილის ახლობლებს არ უნახავთ" - რას წერს უკრაინული მედია იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ რა­დას დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ 2022 წლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო, 2021 წლის შემ­დეგ, დე­პუ­ტა­ტებს დეკ­ლა­რა­ცია არ შე­უვ­სი­ათ.

რო­გორც informator.ua წერს, იას­კომ მი­უ­თი­თა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, მაგ­რამ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის ქა­ლიშ­ვილს დე­დის გვა­რი აქვს. ბავ­შვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მოხ­სე­ი­ნე­ბუ­ლია, რო­გორც ჟას­მინ იას­კო მი­ხა­ი­ლოვ­ნა.

ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და, ხოლო 2023 წლის ზა­ფხულ­ში იას­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მას შვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ფოტო მე­დი­ა­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რო­გორც მე­დია წერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც კი არ უნა­ხავთ ბავ­შვი.

"არც მე და არც დე­და­ჩემს არ გვი­ნა­ხავს მი­შა­სა და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი. ვი­ცით, რომ გო­გო­ნა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ და­ვით­მა ინ­ფორ­მა­ტორს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ცნო­ბი­ლია, რომ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან გი­სო­სებს მიღ­მაა. სამ­შობ­ლო­ში ის ექ­ვსწლი­ან პა­ტიმ­რო­ბას იხ­დის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით.

ასე­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში იას­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სარ­გებ­ლობს მა­მუ­ლით კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში. 120 კვ. მ სახ­ლი­თა და მი­წის ნაკ­ვე­თით, რო­მე­ლიც 1022 კვ. მ-ია და ის სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ეკუთ­ვნის.

დე­პუ­ტატს ასე­ვე აქვს ბინა ვორ­ცელ­ში, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ბინა კი­ევ­ში, ასე­ვე Suzuki Vitara-ს ფირ­მის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მან 2020 წელს 470 ათას გრივ­ნად (და­ახ­ლო­ე­ბით 33 ათა­სი ლარი) შე­ი­ძი­ნა. 2022 წელს იას­კომ უმაღ­ლეს რა­და­ში 319 ათა­სი გრივ­ნა (22 400 ლარი) გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­სას უკ­რა­ი­ნულ არ­ხებს უყუ­რებს

გი­სო­სებს მიღ­მა ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა რვა­ჯერ გა­მო­ა­ცხა­და შიმ­ში­ლო­ბა. ამის ფონ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. რო­გორც და­ვით სა­ა­კაშ­ვილ­მა ინ­ფორ­მა­ტორს გა­ნუ­ცხა­და, ცი­ხე­ში ძმას რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობს.

„ჩემი ძმა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის კლი­ნი­კა­შია, პი­რა­დად მე ორ კვი­რა­ში ერთხელ ვსტუმ­რობ, მთე­ლი ოჯა­ხი იმე­დოვ­ნებს, რომ საღი აზრი გა­ი­მარ­ჯვებს და მი­ხე­ი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თქვენ იცით და კარ­გად ხე­დავთ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მას მას­თან. თუმ­ცა ის თა­ვად უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა არ მკურ­ნა­ლობს, მიშა უბ­რა­ლოდ, მოკ­ლუ­ლია“, - ამ­ბობს და­ვი­თი.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­სას უკ­რა­ი­ნის ამ­ბებს ადევ­ნებს თვალს: „მი­შა­საც და ჩვენც ყვე­ლას უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გვაქვს - მა­შინ ჩემს ძმას ექ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შან­სი. ცი­ხე­ში მო­წამ­ლეს. იყო დრო, როცა მისი წონა 120 კი­ლოგ­რამს აღ­წევ­და, მო­წამ­ვლის შემ­დეგ მისი წონა კრი­ტი­კულ 59 კი­ლოგ­რა­მამ­დე და­ე­ცა. და ექი­მებ­მა მას 45 დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ახლა ის 63 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. ცი­ხე­ში უყუ­რებს უკ­რა­ი­ნულ არ­ხებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა მო­ი­გებს ამ ომს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბოლო ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ირ­კვე­ვა, რომ მას პა­ლა­ტა­ში კე­დელ­ზე მისი ვა­ჟე­ბის, ედუ­არ­დის და ნი­კო­ლო­ზის ფო­ტო­ე­ბი უკი­დია, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან, სან­დრა რუ­ლოვ­სის­გან ჰყავს. ასე­ვე კე­დელ­ზე ჩანს ქა­ლიშ­ვი­ლის ელის მა­რი­ას ფოტო, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალ სო­ფია ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა და კი­დევ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ფოტო. მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის კე­დელ­ზე პა­ტა­რა ჟას­მი­ნის ფოტო არ ჩანს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

გადააშენეთ რა!

@
0

კიევის მამულებით სარგებლობსო? აბა, ალისკას რაღა? მხოლოდ მანჰეტენი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის... ბავშვი მიხეილის ახლობლებს არ უნახავთ" - რას წერს უკრაინული მედია იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე

"ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის... ბავშვი მიხეილის ახლობლებს არ უნახავთ" - რას წერს უკრაინული მედია იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე

უკრაინული მედია წერს, რომ რადას დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ 2022 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, 2021 წლის შემდეგ, დეპუტატებს დეკლარაცია არ შეუვსიათ.

როგორც informator.ua წერს, იასკომ მიუთითა, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ სახალხო დეპუტატის ქალიშვილს დედის გვარი აქვს. ბავშვი დეკლარაციაში მოხსეინებულია, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა.

ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსების რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა, ხოლო 2023 წლის ზაფხულში იასკომ განაცხადა, რომ მას შვილი მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. გოგონას ფოტო მედიაში არ გავრცელებულა, როგორც მედია წერს, სააკაშვილის ახლობლებსაც კი არ უნახავთ ბავშვი.

"არც მე და არც დედაჩემს არ გვინახავს მიშასა და ლიზა იასკოს ქალიშვილი ჟასმინი. ვიცით, რომ გოგონა 2022 წლის გაზაფხულზე დაიბადა", - განუცხადა სააკაშვილის ძმამ დავითმა ინფორმატორს.

როგორც სახალხო დეპუტატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე არ არის დაქორწინებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილია, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან გისოსებს მიღმაა. სამშობლოში ის ექვსწლიან პატიმრობას იხდის უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით.

ასევე დეკლარაციაში იასკომ აღნიშნა, რომ ქალიშვილთან ერთად სარგებლობს მამულით კიევის რაიონის სოფელ ლესნიკში. 120 კვ. მ სახლითა და მიწის ნაკვეთით, რომელიც 1022 კვ. მ-ია და ის სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის.

დეპუტატს ასევე აქვს ბინა ვორცელში, დაუმთავრებელი ბინა კიევში, ასევე Suzuki Vitara-ს ფირმის მანქანა, რომელიც მან 2020 წელს 470 ათას გრივნად (დაახლოებით 33 ათასი ლარი) შეიძინა. 2022 წელს იასკომ უმაღლეს რადაში 319 ათასი გრივნა (22 400 ლარი) გამოიმუშავა.

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობისას უკრაინულ არხებს უყურებს

გისოსებს მიღმა ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა რვაჯერ გამოაცხადა შიმშილობა. ამის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. როგორც დავით სააკაშვილმა ინფორმატორს განუცხადა, ციხეში ძმას რეგულარულად სტუმრობს.

„ჩემი ძმა სასჯელაღსრულების სისტემის კლინიკაშია, პირადად მე ორ კვირაში ერთხელ ვსტუმრობ, მთელი ოჯახი იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მიხეილი თავისუფალი იქნება, მაგრამ თქვენ იცით და კარგად ხედავთ ჩვენი ხელისუფლების მიდგომას მასთან. თუმცა ის თავად უკრაინის მოქალაქეა, პენიტენციური სისტემა არ მკურნალობს, მიშა უბრალოდ, მოკლულია“, - ამბობს დავითი.

მისი თქმით, სააკაშვილი პატიმრობისას უკრაინის ამბებს ადევნებს თვალს: „მიშასაც და ჩვენც ყველას უკრაინის გამარჯვების იმედი გვაქვს - მაშინ ჩემს ძმას ექნება სამართლიანობის შანსი. ციხეში მოწამლეს. იყო დრო, როცა მისი წონა 120 კილოგრამს აღწევდა, მოწამვლის შემდეგ მისი წონა კრიტიკულ 59 კილოგრამამდე დაეცა. და ექიმებმა მას 45 დიაგნოზი დაუსვეს. ახლა ის 63 კილოგრამს იწონის. ციხეში უყურებს უკრაინულ არხებს და დარწმუნებულია, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს.

მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვაში ირკვევა, რომ მას პალატაში კედელზე მისი ვაჟების, ედუარდის და ნიკოლოზის ფოტოები უკიდია, რომელიც ყოფილი მეუღლისგან, სანდრა რულოვსისგან ჰყავს. ასევე კედელზე ჩანს ქალიშვილის ელის მარიას ფოტო, რომელიც მომღერალ სოფია ნიჟარაძისგან შეეძინა და კიდევ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო. მაგრამ სააკაშვილის კედელზე პატარა ჟასმინის ფოტო არ ჩანს.

წაიკითხეთ ასევე: