კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ იმატებს ზოგი ადამიანი წონაში - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები
რატომ ვერ იმატებს ზოგი ადამიანი წონაში - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ზედ­მე­ტი წონა რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ახლა ამის სა­პი­რის­პი­როს თე­მას შე­ვე­ხე­ბით - რო­დე­საც ადა­მი­ანს წო­ნის დაკ­ლე­ბა კი არა, პი­რი­ქით, მო­მა­ტე­ბა სურს და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კარ­გად იკ­ვე­ბე­ბა, კი­ლოგ­რამ­საც ვერ იმა­ტებს.

  • რას­თან გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე და რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რომ პრობ­ლე­მა დაძ­ლი­ოს. გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა:

- რო­დე­საც საკ­ვე­ბის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას ვი­ღებთ, ორ­გა­ნიზ­მში მე­ტა­ბო­ლიზ­მი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ეს კა­ლო­რა­ჟი ჩვენს კი­ლოგ­რა­მებ­ზე არ აი­სა­ხე­ბა. ეს ერ­თის მხრივ კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. მოკ­ლედ, თუ ასეთ წო­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს პა­თო­ლო­გი­აა. კი, თუ სი­მაღ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში წონა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა გვაქვს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას­თან.

ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პირ­ვე­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დე­საც კუჭ-ნაწ­ლავ­ში არ ხდე­ბა მი­ნე­რა­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის, ცი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­წო­ვა. ეს ორ­გა­ნიზ­მში კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ზრდა­ზე მოქ­მე­დებს. აქ ისეთ პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რაც კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის შე­წო­ვა და მო­ნე­ლე­ბაა - მას ცე­ლი­ა­კია ჰქვია.

წო­ნა­ში არ მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა ენ­დოკ­რი­ნულ პრობ­ლე­მას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, თი­რე­ო­ტოქ­სი­კოზ­თან. ასეთ დროს წო­ნის კლე­ბა უნებ­ლი­ედ ხდე­ბა და სი­გამ­ხდრემ­დე მივ­დი­ვართ, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ამ, რო­მელ­საც თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი ჰქვია, ე.წ. შხა­მი­ა­ნი ჩიყ­ვი. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ტოქ­სი­კუ­რი ჩიყ­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰი­პერ­ფუნ­ქცი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს, ანუ ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნი გა­მო­ი­ყო­ფა.

- ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნის გა­მო­ყო­ფა ყო­ველ­თვის შხა­მი­ან ჩიყვს ნიშ­ნავს?

- დიახ, ყო­ველ­თვის ტოქ­სი­კუ­რია და ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე­ბე­ლია.

- სი­გამ­ხდრის მი­ზე­ზი კი­დევ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ანო­რექ­სია-ნევ­რო­ზით, რო­მე­ლიც უფრო ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ა­ში ნა­წი­ლობ­რივ გა­ნი­ხი­ლე­ბა, მხო­ლოდ კვე­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, და­ნარ­ჩე­ნი, ძი­რი­თა­დი პა­თო­ლო­გი­ის გან­კურ­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გე­ბი არი­ან.

- რას უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა?

- პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა მოხ­დეს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რომ დად­გინ­დეს, რას­თან გვაქვს საქ­მე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დგომ­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა და­ი­წყოს.

  • ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პრობ­ლე­მა სი­გამ­ხდრეს­თან გვაქვს, უმე­ტე­სად, ეს არას­წო­რი კვე­ბის რე­ჟიმ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობთ, სწო­რად ვიკ­ვე­ბოთ და გვგო­ნია, რომ სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნიზ­მში ვერ შე­დის ჩვენ­თვის სა­ყუ­ა­თო მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, რაც კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მა­შინ, რო­დე­საც პა­ცი­ენტს წო­ნის მო­მა­ტე­ბა უნდა, ისე­ვე რო­გორც წო­ნის კლე­ბი­სას, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ჯან­სა­ღი, სწო­რი კვე­ბაა, ანუ რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში შე­დის - მიკ­რო, მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბი, ცი­ლე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, ცხი­მე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი...

- თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია?

- თუ რო­მე­ლი­მე მიკ­რო-მაკ­რო ელე­მენ­ტის, ან ვი­ტა­მი­ნის მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტია, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თვე­ბა.

- პრე­ვენ­ცია რა არის?

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რაც მო­ი­ცავს რო­გორც ჯან­საღ კვე­ბას, ასე­ვე ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რო­გორც წო­ნის მა­ტე­ბი­სას, ასე­ვე წო­ნის კლე­ბი­სას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სწორ კვე­ბას­თან ერ­თად, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ვი­ნა­ი­დან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდის­თვის. ამ დროს რა­ცი­ონ­ში ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი მე­ტად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, რათა კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდა­ზე ვი­მუ­შა­ვოთ და არა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გაზ­რდა­ზე.

- გა­მოკ­ვლე­ვი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გა­რე­შე დი­ე­ტის და­წყე­ბა რამ­დე­ნად სწო­რია?

- თუ არის პრობ­ლე­მა და არ ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე რომ, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გა­რე­შე ჩემ­თვის ყო­ველ­გვა­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, ან გარ­კვე­უ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მის შე­მუ­შა­ვე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

- ზო­გა­დად რა იწ­ვევს ასეთ დის­ბა­ლანსს?

- რაც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, როცა ვი­ღებთ ისეთ საკ­ვებს, რომ არ ვი­ცით, მისი შე­მად­გენ­ლო­ბა, ანუ ჩვენ­ვე ვართ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი. ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც წო­ნის მა­ტე­ბა, ასე­ვე - კლე­ბა.

- ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე პრობ­ლე­მას არ უჩი­ო­დეს...

- კი, ცო­ტაა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რო­მე­ლი­მე აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს, თუმ­ცა რო­გორც წო­ნის კლე­ბა, ისე­ვე მა­ტე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- თქვენს პრაქ­ტი­კა­ში რო­მე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უფრო ჭარ­ბო­ბენ - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წო­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ, თუ პი­რი­ქით, წო­ნის მო­მა­ტე­ბას?

- პრო­ცენ­ტუ­ლად უფრო ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჭარ­ბო­ბენ, ვი­საც წო­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­დათ, თუმ­ცა მომ­რავ­ლდნენ ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ტე­ბა უნ­დათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იმას და­ვუ­კავ­ში­როთ, რომ მო­დის სფე­რო­ში გარ­კვე­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი შე­იც­ვა­ლა და ამ კუ­თხი­თაც მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა წო­ნის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­მა­ოდ ხში­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რატომ ვერ იმატებს ზოგი ადამიანი წონაში - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები

რატომ ვერ იმატებს ზოგი ადამიანი წონაში - ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ზედმეტი წონა რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა ამის საპირისპიროს თემას შევეხებით - როდესაც ადამიანს წონის დაკლება კი არა, პირიქით, მომატება სურს და იმის მიუხედავად, რომ კარგად იკვებება, კილოგრამსაც ვერ იმატებს.

  • რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ პრობლემა დაძლიოს. გვესაუბრება ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა:

- როდესაც საკვების გარკვეულ რაოდენობას ვიღებთ, ორგანიზმში მეტაბოლიზმი აქტიურად მუშაობს და ეს კალორაჟი ჩვენს კილოგრამებზე არ აისახება. ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მარტივი საკითხი. მოკლედ, თუ ასეთ წონაზე ვსაუბრობთ, ეს პათოლოგიაა. კი, თუ სიმაღლესთან მიმართებაში წონა არაადეკვატურია, ამ შემთხვევაში, პრობლემა გვაქვს ნივთიერებათა ცვლასთან.

ნივთიერებათა ცვლის პირველი პათოლოგიური ცვლილება შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან იყოს გამოწვეული, როდესაც კუჭ-ნაწლავში არ ხდება მინერალების, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების, ცილის ადეკვატური შეწოვა. ეს ორგანიზმში კუნთოვანი ქსოვილის ზრდაზე მოქმედებს. აქ ისეთ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შეწოვა და მონელებაა - მას ცელიაკია ჰქვია.

წონაში არ მომატება შეიძლება ენდოკრინულ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, კერძოდ, თირეოტოქსიკოზთან. ასეთ დროს წონის კლება უნებლიედ ხდება და სიგამხდრემდე მივდივართ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ, რომელსაც თირეოტოქსიკოზი ჰქვია, ე.წ. შხამიანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მეტყველებს, ანუ ზედმეტი ჰორმონი გამოიყოფა.

- ზედმეტი ჰორმონის გამოყოფა ყოველთვის შხამიან ჩიყვს ნიშნავს?

- დიახ, ყოველთვის ტოქსიკურია და ორგანიზმისთვის მავნებელია.

- სიგამხდრის მიზეზი კიდევ რა შეიძლება იყოს?

- შესაძლებელია ის გამოწვეული იყოს ანორექსია-ნევროზით, რომელიც უფრო ფსიქო-ემოციური დაავადებაა და ენდოკრინოლოგიაში ნაწილობრივ განიხილება, მხოლოდ კვებითი ფუნქციის მოწესრიგებაში მონაწილეობს, დანარჩენი, ძირითადი პათოლოგიის განკურნებაზე პასუხისმგებელი ფსიქონევროლოგები არიან.

- რას უნდა მიექცეს ყურადღება?

- პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რომ დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე, რომლის მიხედვითაც შემდგომში შესაბამისი მკურნალობა უნდა დაიწყოს.

  • ძირითად შემთხვევაში, როდესაც პრობლემა სიგამხდრესთან გვაქვს, უმეტესად, ეს არასწორი კვების რეჟიმთანაა დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ და გვგონია, რომ სწორად ვიკვებებით, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში ვერ შედის ჩვენთვის საყუათო მიკრო და მაკროელემენტები, რაც კუნთოვანი მასის გაზრდისთვის აუცილებელია.

მაშინ, როდესაც პაციენტს წონის მომატება უნდა, ისევე როგორც წონის კლებისას, სწორი მკურნალობა მხოლოდ ჯანსაღი, სწორი კვებაა, ანუ როდესაც ორგანიზმში შედის - მიკრო, მაკრო ელემენტები, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ვიტამინები...

- თუ მიკროელემენტების დეფიციტია?

- თუ რომელიმე მიკრო-მაკრო ელემენტის, ან ვიტამინის მკვეთრი დეფიციტია, ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა ერთვება.

- პრევენცია რა არის?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, რაც მოიცავს როგორც ჯანსაღ კვებას, ასევე ფიზიკურ აქტივობას, როგორც წონის მატებისას, ასევე წონის კლებისას. გაითვალისწინეთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებასთან ერთად, ფიზიკურ აქტივობას, ვინაიდან ფიზიკური აქტივობა აუცილებელია კუნთოვანი მასის გაზრდისთვის. ამ დროს რაციონში ცილოვანი პროდუქტები მეტად უნდა იყოს ჩართული, რათა კუნთოვანი მასის გაზრდაზე ვიმუშავოთ და არა ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდაზე.

- გამოკვლევისა და დიაგნოსტირების გარეშე დიეტის დაწყება რამდენად სწორია?

- თუ არის პრობლემა და არ ხდება დიაგნოსტირება, ეს დაუშვებელია. ასე რომ, დიაგნოსტირების გარეშე ჩემთვის ყოველგვარი მკურნალობის დაწყება, ან გარკვეული კვების რეჟიმის შემუშავება მიუღებელია.

- ზოგადად რა იწვევს ასეთ დისბალანსს?

- რაც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ საკვები რაციონი, როცა ვიღებთ ისეთ საკვებს, რომ არ ვიცით, მისი შემადგენლობა, ანუ ჩვენვე ვართ ამ ყველაფრის მიზეზი. ჩვენზეა დამოკიდებული როგორც წონის მატება, ასევე - კლება.

- ალბათ იშვიათია ადამიანი, წონასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას არ უჩიოდეს...

- კი, ცოტაა ასეთი ადამიანების რიცხვი, რომელიმე აღნიშნული პრობლემა არ ჰქონდეს, თუმცა როგორც წონის კლება, ისევე მატება მკურნალობას ექვემდებარება.

- თქვენს პრაქტიკაში რომელი პაციენტები უფრო ჭარბობენ - ადამიანები, რომლებიც წონისგან გათავისუფლებას ცდილობენ, თუ პირიქით, წონის მომატებას?

- პროცენტულად უფრო ისეთი პაციენტები ჭარბობენ, ვისაც წონისგან გათავისუფლება უნდათ, თუმცა მომრავლდნენ ისეთები, რომლებსაც მომატება უნდათ. ეს შეიძლება იმას დავუკავშიროთ, რომ მოდის სფეროში გარკვეული პარამეტრები შეიცვალა და ამ კუთხითაც მომართვიანობა წონის მატებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ხშირია.