მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ - როგორ იძიეს შური თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო
შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ - როგორ იძიეს შური თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო

3 თე­ბერ­ვლის გამ­თე­ნი­ი­სას აშშ-მა შური იძია 28 იან­ვრის თავ­დას­ხმის­თვის - სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე 125-ზე მეტი მარ­თვა­დი რა­კე­ტი­თა და ბომ­ბით ზუს­ტი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს 85-ზე მეტ იმ ობი­ექტს, რომ­ლე­ბიც პრო­ი­რა­ნულ ძა­ლებს ეკუთ­ვნო­და...

თუ რა საბ­რძო­ლო შე­დე­გით დამ­თავ­რდა ეს სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი, რომ­ლებ­შიც ამე­რი­კულ მხა­რეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ზო­გი­ერ­თი ასე­თი სა­მიზ­ნე-ობი­ექ­ტი პრო­ი­რა­ნულ და­ნა­ყო­ფებს უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ.

ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მარ­თლდა ჩვე­ნი პროგ­ნო­ზი, გა­მოთ­ქმუ­ლი ამ ბლო­გის 31 იან­ვრის სტა­ტი­ა­ში "შუ­რის­ძი­ე­ბა ამე­რი­კუ­ლად: სის­ხლი სის­ხლის წილ?! - და­ი­წყე­ბა თუ არა ირან-ამე­რი­კის ომი და პუ­ტი­ნის ფა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი“, რო­დე­საც ვა­ცხა­დებ­დით, რომ 28 იან­ვარს იორ­და­ნი­ა­ში ამე­რი­კულ მინი სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ირა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის კა­მი­კა­ძე-დრო­ნით "შა­ჰი­დით“ თავ­დას­ხმის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი სამი და 40-მდე დაჭ­რი­ლი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­სათ­ვის თეთ­რი სახ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და, მაგ­რამ არაფ­რის დი­დე­ბით უშუ­ა­ლოდ ირა­ნის მი­მართ, არა­მედ პრო­ი­რა­ნულ დაჯ­გუ­ფე­ბებ­ზე სი­რი­ა­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე...

პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 28 იან­ვრის შემ­დეგ, რო­გორც დე­მოკ­რა­ტე­ბის­გან, ისე გან­სა­კუთ­რე­ბით რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მხრი­დან - ყვე­ლა­ნი სა­თა­ნა­დო შუ­რის­ძი­ე­ბას ითხოვ­დნენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის და­ხოც­ვი­სა და დაჭ­რის გამო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
30

მოკლედ ამერიკის ქმედებები,გავს საბჭოთა კავშირის ბოლო დღეებს :) 

ლოსტებიან ჰუსიტებს და ჰამასელებს ვერ უმკლავდებიან,ავღანეთიდან სამარცხვინოთ გაიქცნენ და აქ კიდევ მაჟორულ ნოტაზე წერენ აქ ჟურნალისტები,ალადოშვილის რიხი იგრძნობა ამ სტატიაში,რატო გიხარიათ ამერიკელების ბომბების სროლა? რატო გულშემატკივრობთ? ამერიკა აპრიორი სიკეთე გგონიათ და სვხები უეჭველად ბოროტები? ხვდებით რომ,უბრალოდ ქვევრებად იქეცით?

ვახტანგი -72
18

აშშ ასრულებს საკუთარ თავზე დაკისრებულ ვალდებულებას - იყოს მსოფლიოს ჟანდარმი, რა თქმა უნდა მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

არადა „გაერო“-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არავითარი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ ერაყისა და სირიის დაბომბვის შესახებ....

მთავარი ის არის, რომ ამ საავიაციო დარტყმებს არავითარი დადებითი შედეგები არ მოჰყოლია და არც მოყვება.

მხედველობაში მაქვს, რომ მშვიდობა არ დამყარებულა და არც დამყარდება...

აშშ-ის ასეთ მოქმედებებზე სამწუხაროდ ზედგამოჭრილია გამოთქმა:

„ძალა აქვს, გონება საჭირო არ არის“ („Сила есть, ума не надо“ / „Have strength, don't need intelligence“).

პ.ს. ორივე ამ ქვეყანაში უკანონოდ განლაგებულია აშშ-ის სამხედრო ბაზები, რომლებიც ამ ქვეყნებს არ მოუწვევიათ, ანუ ოკუპირებული აქვთ...

სამაგიეროდ ნავთობს პარავენ და ამერიკაში გააქვთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ - როგორ იძიეს შური თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო

შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ - როგორ იძიეს შური თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო

3 თებერვლის გამთენიისას აშშ-მა შური იძია 28 იანვრის თავდასხმისთვის - სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე 125-ზე მეტი მართვადი რაკეტითა და ბომბით ზუსტი დარტყმა მიაყენეს 85-ზე მეტ იმ ობიექტს, რომლებიც პროირანულ ძალებს ეკუთვნოდა...

თუ რა საბრძოლო შედეგით დამთავრდა ეს საჰაერო დარტყმები, რომლებშიც ამერიკულ მხარეს სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებიც ეხმარებოდნენ, მალე გამოჩნდება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი ასეთი სამიზნე-ობიექტი პროირანულ დანაყოფებს უკვე დატოვებული ჰქონდათ.

ფაქტობრივად გამართლდა ჩვენი პროგნოზი, გამოთქმული ამ ბლოგის 31 იანვრის სტატიაში "შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ?! - დაიწყება თუ არა ირან-ამერიკის ომი და პუტინის ფარული თამაშები“, როდესაც ვაცხადებდით, რომ 28 იანვარს იორდანიაში ამერიკულ მინი სამხედრო ბაზაზე ირანული წარმოების კამიკაძე-დრონით "შაჰიდით“ თავდასხმის შედეგად მოკლული სამი და 40-მდე დაჭრილი ამერიკელი სამხედროსათვის თეთრი სახლი შურისძიებას აუცილებლად განახორციელებდა, მაგრამ არაფრის დიდებით უშუალოდ ირანის მიმართ, არამედ პროირანულ დაჯგუფებებზე სირიასა და ერაყის ტერიტორიებზე...

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე უდიდესი პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობდა 28 იანვრის შემდეგ, როგორც დემოკრატებისგან, ისე განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხრიდან - ყველანი სათანადო შურისძიებას ითხოვდნენ თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო...განაგრძეთ კითხვა