Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახმა ბაღში 10 კგ-იანი ბურთი იპოვა, რომელიც მათი მტკიცებით, თავისით გადაადგილდებოდა და ხმებს გამოსცემდა - რა არის ცნობილი მისტიკურ სფეროზე, რომელსაც უცხოპლანეტელებთან კავშირს მიაწერდნენ
ოჯახმა ბაღში 10 კგ-იანი  ბურთი იპოვა, რომელიც მათი მტკიცებით, თავისით გადაადგილდებოდა და ხმებს გამოსცემდა -  რა არის ცნობილი მისტიკურ სფეროზე, რომელსაც უცხოპლანეტელებთან კავშირს მიაწერდნენ

ბეტ­ზის მის­ტი­კუ­რი სფე­როს ის­ტო­რია უკვე 50 წე­ლია, რაც ამო­უხ­სნელ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. 22-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ლი­თო­ნის ბურ­თი პირ­ვე­ლად 1974 წელს ფლო­რი­და­ში მცხოვ­რებ­მა ოჯახ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამ­ბა­ვი ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო ჩან­და, რომ მეც­ნი­ე­რებს მი­ე­ცათ ბიძ­გი, და­ე­წყოთ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბის გარ­კვე­ვა.

  • ბურ­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის "თა­ვი­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ედევ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს და მუ­სი­კას­თან ერ­თად "ღი­ღი­ნიც" კი შე­ეძ­ლო". მის­ტი­კურ სფე­როს შე­სა­ხებ არა­ერ­თი უც­ნა­უ­რი და გი­ჟუ­რი თე­ო­რია გაჩ­ნდა.

პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბის მკვლე­ვა­რი და ფლო­რი­დე­ლი რა­დიო შოუს წამ­ყვა­ნი, რონ კი­ვე­ტი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც ბურ­თის სა­ნა­ხა­ვად ად­გილ­ზე მი­ვი­და და თა­ვის მსმე­ნე­ლებს უც­ნა­უ­რი თე­ო­რია გა­ან­დო. რონი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ეს უც­ნა­უ­რი რამ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და დე­და­მი­წი­დან და მას "კოს­მო­სუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ ამო­უც­ნო­ბი მიზ­ნით შექ­მნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა" უწო­და.

ჯექ­სონ­ვი­ლის ად­გი­ლობ­რივ­მა პრე­სამ მა­შინ­ვე და­ი­წყო ორ­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და მას სა­კუ­თა­რი ახ­სნე­ბიც კი მო­უ­ძებ­ნა. რე­პორ­ტი­ორ ლინდსი კილბ­რა­ი­დის თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი­სად­მი გი­ჟუ­რი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ტი­კუ­რი სფე­როს აღ­მო­ჩე­ნაც და­ერ­თო.

  • ლი­თო­ნის ბურ­თი­სად­მი ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო მა­შინ გაღ­ვივ­და, როცა აშშ-ს სა­ზღვაო ფლოტ­მა მისი გა­მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სპი­კე­რის თქმით, მათ წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ, სა­ი­დან მო­ვი­და, ან სა­ერ­თოდ რას წარ­მო­ად­გენ­და ეს უცხო ობი­ექ­ტი. მათ თქვეს, რომ ბურთს შიგ­ნი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ტა­რა სამ­კუ­თხე­დი ჩიპი უნდა ჰქო­ნო­და ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი და ამის გამო კარ­გავ­და დრო­დად­რო ბა­ლანსს. მა­ნამ­დე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ბურ­თის უმი­სა­მარ­თო მოძ­რა­ო­ბა ბეტ­ზე­ბის სახ­ლის უს­წორ­მას­წო­რო ია­ტა­კის ბრა­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო:

"ვფიქ­რობ, ეს სახ­ლის კონ­სტრუქ­ცი­ის ბრა­ლია. ის ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლია და ქვის უს­წორ­მას­წო­რო ია­ტა­კი აქვს. ბურ­თი თით­ქმის იდე­ა­ლუ­რა­დაა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მის გა­და­ად­გი­ლე­ბას ან მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლას მხო­ლოდ მცი­რე ჩაღ­რმა­ვე­ბე­ბიც კი ჰყოფ­ნის",- აცხა­დებ­და სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სპი­კე­რი.

სამ­ხედ­რო­ებ­მა ბურ­თის მის­ტი­კურ წარ­მო­შო­ბა­ზე ვე­რა­ფე­რი გა­არ­კვი­ეს, ამი­ტომ საქ­მე­ში მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ჩა­ერ­თო და სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნა თა­ვის თავ­ზე აიღო. ას­ტრო­ნო­მი­ის პრო­ფე­სო­რი ალენ ჰა­ი­ნე­კი იმ ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რი იყო, რომ­ლე­ბიც სფე­როს იკ­ვლევ­დნენ. ჰა­ი­ნეკ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა და­ას­კვნეს, რომ ბურ­თი ადა­მი­ა­ნის ხე­ლით იყო შექ­მნი­ლი.

მას შემ­დეგ, რაც ბეტ­ზე­ბის ოჯა­ხი ამო­უც­ნო­ბი სფე­როს გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, მათ ერ­თხმად გა­და­წყვი­ტეს, რომ სფე­რო სა­ერ­თოდ და­ე­მა­ლათ და მას­ზე აღა­რა­სო­დეს ესა­უბ­რათ.

ოჯახ­თან ყვე­ლა­ზე და­ახ­ლო­ე­ბულ­მა რე­პორ­ტი­ორ­მა, ლინდსი კილბ­რა­იდ­მა მათ შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა: "ეს სი­ტუ­ა­ცია ოჯა­ხის­თვის სა­შინ­ლად დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო. მათ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­დი­ო­დათ ზა­რე­ბი. ხალ­ხი პირ­და­პირ სახ­ლში აკი­თხავ­დათ. ამან მკვეთ­რად შეც­ვა­ლა ბეტ­ზე­ბის ცხოვ­რე­ბა და ასე გახ­დნენ ცნო­ბი­ლე­ბი",- აცხა­დებ­და კილბ­რა­ი­დი.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ოჯა­ხი სფე­როს შე­სა­ხებ აღარ სა­უბ­რობ­და, ხალ­ხი მა­ინც აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მი­სით და მათი ინ­ტე­რე­სი არ ცხრე­ბო­და. ზო­გი­ერთს ისე­თი გი­ჟუ­რი თე­ო­რი­აც კი ჰქონ­და, რომ თუ ბურთს გა­ბურ­ღავ­დნენ, ის ატო­მუ­რი ბომ­ბი­ვით აფეთ­ქდე­ბო­და.

ყვე­ლა­ფერს ფარ­და 2012 წელს ერთ-ერთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პოდ­კას­ტში, Skeptoid-ში აე­ხა­და და ბევ­რად უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. Skeptoid-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეტ­ზის სფე­რო ბურ­თის ფორ­მის სარ­ქვე­ლი იყო, რო­მე­ლიც Bell & Howell-მა აწარ­მოა. მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სფე­რო თა­ვი­სი ზო­მით, წო­ნით და შე­მად­გენ­ლო­ბით (მა­სა­ლით) ამ აღ­წე­რი­ლო­ბას ემ­თხვე­ო­და. (Bell & Howell სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს ამ­ზა­დებს, მათ შო­რის ტაქ­ტი­კურ სა­ნა­თებს, ჰა­ე­რის და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლებს და სახ­ლის გა­რეთ და­სა­მონ­ტა­ჟე­ბელ გა­ნა­თე­ბებს).

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­ას­კვნეს, რომ ბურ­თის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი უბ­რა­ლოდ ზღაპ­რე­ბი იყო და რე­ა­ლუ­რად ეს არას­დროს მომ­ხდა­რა. მათ თქვეს, რომ სფე­რო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბეტ­ზე­ბის ოჯახ­ში გა­უნ­ძრევ­ლად იდო და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ის თა­ვი­სით გო­რავ­და, ტყუ­ი­ლი იყო.

ბეტ­ზე­ბის ოჯა­ხის ნა­ამ­ბო­ბი ბურ­თის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ

80-იანი წლე­ბის ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ბეტ­ზე­ბის ოჯა­ხი ფორტ ჯორ­ჯის კუნ­ძულ­ზე სა­კუ­თარ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მახ­ლობ­ლად გა­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ხან­ძრის შემ­დეგ სფე­რო შე­ნიშ­ნეს. მათ თავ­და­პირ­ვე­ლად ის იფიქ­რეს, რომ ეს ქვე­მე­ხის ტყვია უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ერთი შე­ხედ­ვით, მხო­ლოდ მძი­მე ბურ­თუ­ლას ჰგავ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მათ მრა­ვა­ლი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა დარ­ჩათ.

ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რის, 21 წლის ტე­რის თქმით, მან ბურ­თის მოძ­რა­ო­ბა მა­შინ შე­ნიშ­ნა, როცა თვი­თონ გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. რო­გორც ტერი ჰყვე­ბა, ბურ­თი მუ­სი­კის ხმა­ზე გუ­გუ­ნის ხმას გა­მოს­ცემ­და, შემ­დეგ კი სახ­ლის გარ­შე­მო მოძ­რა­ო­ბაც და­ი­წყო. მას შე­ეძ­ლო თა­ვი­სით გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა ან ებზრი­ა­ლა.

ტე­რიმ სფე­რო­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მიხ­ვდა, რომ ის ქვე­მე­ხის ბურ­თი არ იყო. როცა ბურთს ჩა­ქუჩს ურტყამ­დნენ, ძირს და­დე­ბის შემ­დეგ ის ზან­ზა­რებ­და. ბეტ­ზე­ბი ერ­თხმად აცხა­დებ­დნენ, რომ სფე­როს სახ­ლში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლო და რომ ბურ­თი მათ ისე დაჰ­ყვე­ბო­და, თით­ქოს სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბა ჰქონ­და. ოჯახ­მა დას­ძი­ნა, რომ ბურ­თი ისეთ უც­ნა­ურ ხმას გა­მოს­ცემ­და, რომ ძაღ­ლე­ბი გიჟ­დე­ბოდ­ნენ და ში­შით გარ­ბოდ­ნენ.

სა­ბო­ლო­ოდ, მის­ტი­კუ­რი სფე­როს ის­ტო­რია იმით დას­რულ­და, რომ ბეტ­ზე­ბის ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა, სფე­რო სახ­ლის უჯ­რა­ში "გა­მო­ე­კე­ტათ" და მხო­ლოდ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ე­ტა­ნათ სტუმ­რებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მო­სახ­დე­ნად.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
2

კიი აბა, მართლა გაურკვეველი წარმოშობის ყოფილიყო ეგ სფერო და დაუტოვებდნენ კარადის უჯრაში ჩაკეტილს. წაიღებდა ნასა ან სხვა რომელიმე ორგანიზაცია და თვალითაც ვეღარ ნახავდნენ.

ფედოსი
3

რა ვქნათ ახლა დავიჯეროთ ამერიკის ამერიკული განდიდების სულელური ზღაპრები? ჩვენ ქართველები ვართ და ვაზროვნებთ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ოჯახმა ბაღში 10 კგ-იანი ბურთი იპოვა, რომელიც მათი მტკიცებით, თავისით გადაადგილდებოდა და ხმებს გამოსცემდა - რა არის ცნობილი მისტიკურ სფეროზე, რომელსაც უცხოპლანეტელებთან კავშირს მიაწერდნენ

ოჯახმა ბაღში 10 კგ-იანი  ბურთი იპოვა, რომელიც მათი მტკიცებით, თავისით გადაადგილდებოდა და ხმებს გამოსცემდა -  რა არის ცნობილი მისტიკურ სფეროზე, რომელსაც უცხოპლანეტელებთან კავშირს მიაწერდნენ

ბეტზის მისტიკური სფეროს ისტორია უკვე 50 წელია, რაც ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. 22-კილოგრამიანი ლითონის ბურთი პირველად 1974 წელს ფლორიდაში მცხოვრებმა ოჯახმა აღმოაჩინა და ამბავი ისეთი საინტერესო და უჩვეულო ჩანდა, რომ მეცნიერებს მიეცათ ბიძგი, დაეწყოთ მისი წარმომავლობის გარკვევა.

  • ბურთით საზოგადოება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის "თავისით გადაადგილდებოდა, ედევნებოდა ადამიანებს და მუსიკასთან ერთად "ღიღინიც" კი შეეძლო". მისტიკურ სფეროს შესახებ არაერთი უცნაური და გიჟური თეორია გაჩნდა.

პარანორმალური ფენომენების მკვლევარი და ფლორიდელი რადიო შოუს წამყვანი, რონ კივეტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ბურთის სანახავად ადგილზე მივიდა და თავის მსმენელებს უცნაური თეორია გაანდო. რონი დარწმუნებული იყო, რომ ეს უცნაური რამ ვერანაირად ვერ იქნებოდა დედამიწიდან და მას "კოსმოსური ინტელექტის მიერ ამოუცნობი მიზნით შექმნილი მოწყობილობა" უწოდა.

ჯექსონვილის ადგილობრივმა პრესამ მაშინვე დაიწყო ორბის შესახებ სტატიების გამოქვეყნება და მას საკუთარი ახსნებიც კი მოუძებნა. რეპორტიორ ლინდსი კილბრაიდის თქმით, იმ პერიოდში ადამიანებს უცხოპლანეტელებისადმი გიჟური ინტერესი ჰქონდათ, რასაც მოგვიანებით მისტიკური სფეროს აღმოჩენაც დაერთო.

  • ლითონის ბურთისადმი ინტერესი კიდევ უფრო მაშინ გაღვივდა, როცა აშშ-ს საზღვაო ფლოტმა მისი გამოკვლევა დაიწყო.

საზღვაო ძალების სპიკერის თქმით, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, საიდან მოვიდა, ან საერთოდ რას წარმოადგენდა ეს უცხო ობიექტი. მათ თქვეს, რომ ბურთს შიგნიდან სავარაუდოდ, პატარა სამკუთხედი ჩიპი უნდა ჰქონოდა ჩამაგრებული და ამის გამო კარგავდა დროდადრო ბალანსს. მანამდე გაჟღერებული თეორიის თანახმად, ბურთის უმისამართო მოძრაობა ბეტზების სახლის უსწორმასწორო იატაკის ბრალი უნდა ყოფილიყო:

"ვფიქრობ, ეს სახლის კონსტრუქციის ბრალია. ის ძველი აშენებულია და ქვის უსწორმასწორო იატაკი აქვს. ბურთი თითქმის იდეალურადაა დაბალანსებული და მის გადაადგილებას ან მიმართულების შეცვლას მხოლოდ მცირე ჩაღრმავებებიც კი ჰყოფნის",- აცხადებდა საზღვაო ძალების სპიკერი.

სამხედროებმა ბურთის მისტიკურ წარმოშობაზე ვერაფერი გაარკვიეს, ამიტომ საქმეში მეცნიერთა ჯგუფი ჩაერთო და საიდუმლოს ამოხსნა თავის თავზე აიღო. ასტრონომიის პროფესორი ალენ ჰაინეკი იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც სფეროს იკვლევდნენ. ჰაინეკმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ ბურთი ადამიანის ხელით იყო შექმნილი.

მას შემდეგ, რაც ბეტზების ოჯახი ამოუცნობი სფეროს გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ სფერო საერთოდ დაემალათ და მასზე აღარასოდეს ესაუბრათ.

ოჯახთან ყველაზე დაახლოებულმა რეპორტიორმა, ლინდსი კილბრაიდმა მათ შესახებაც ისაუბრა: "ეს სიტუაცია ოჯახისთვის საშინლად დამთრგუნველი იყო. მათ 24 საათის განმავლობაში შესდიოდათ ზარები. ხალხი პირდაპირ სახლში აკითხავდათ. ამან მკვეთრად შეცვალა ბეტზების ცხოვრება და ასე გახდნენ ცნობილები",- აცხადებდა კილბრაიდი.

იმის მიუხედავად, რომ ოჯახი სფეროს შესახებ აღარ საუბრობდა, ხალხი მაინც აღტაცებული იყო მისით და მათი ინტერესი არ ცხრებოდა. ზოგიერთს ისეთი გიჟური თეორიაც კი ჰქონდა, რომ თუ ბურთს გაბურღავდნენ, ის ატომური ბომბივით აფეთქდებოდა.

ყველაფერს ფარდა 2012 წელს ერთ-ერთ საგამოძიებო პოდკასტში, Skeptoid-ში აეხადა და ბევრად უფრო დამაჯერებელი ინფორმაცია გავრცელდა. Skeptoid-ის ინფორმაციით, ბეტზის სფერო ბურთის ფორმის სარქველი იყო, რომელიც Bell & Howell-მა აწარმოა. მათ აღმოაჩინეს, რომ სფერო თავისი ზომით, წონით და შემადგენლობით (მასალით) ამ აღწერილობას ემთხვეოდა. (Bell & Howell საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებს, მათ შორის ტაქტიკურ სანათებს, ჰაერის დამატენიანებლებს და სახლის გარეთ დასამონტაჟებელ განათებებს).

საგამოძიებო მასალების მიხედვით დაასკვნეს, რომ ბურთის დამოუკიდებლად გადაადგილების შესახებ მოარული ხმები უბრალოდ ზღაპრები იყო და რეალურად ეს არასდროს მომხდარა. მათ თქვეს, რომ სფერო ორი კვირის განმავლობაში ბეტზების ოჯახში გაუნძრევლად იდო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის თავისით გორავდა, ტყუილი იყო.

ბეტზების ოჯახის ნაამბობი ბურთის აღმოჩენის შესახებ

80-იანი წლების ცნობების თანახმად, ბეტზების ოჯახი ფორტ ჯორჯის კუნძულზე საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა მახლობლად გაჩენილი პატარა ხანძრის შემდეგ სფერო შენიშნეს. მათ თავდაპირველად ის იფიქრეს, რომ ეს ქვემეხის ტყვია უნდა ყოფილიყო. ერთი შეხედვით, მხოლოდ მძიმე ბურთულას ჰგავდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მათ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩათ.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის, 21 წლის ტერის თქმით, მან ბურთის მოძრაობა მაშინ შენიშნა, როცა თვითონ გიტარაზე უკრავდა. როგორც ტერი ჰყვება, ბურთი მუსიკის ხმაზე გუგუნის ხმას გამოსცემდა, შემდეგ კი სახლის გარშემო მოძრაობაც დაიწყო. მას შეეძლო თავისით გაჩერებულიყო, მიმართულება შეეცვალა ან ებზრიალა.

ტერიმ სფეროზე ექსპერიმენტების ჩატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხვდა, რომ ის ქვემეხის ბურთი არ იყო. როცა ბურთს ჩაქუჩს ურტყამდნენ, ძირს დადების შემდეგ ის ზანზარებდა. ბეტზები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სფეროს სახლში თავისუფლად გადაადგილება შეეძლო და რომ ბურთი მათ ისე დაჰყვებოდა, თითქოს საკუთარი გონება ჰქონდა. ოჯახმა დასძინა, რომ ბურთი ისეთ უცნაურ ხმას გამოსცემდა, რომ ძაღლები გიჟდებოდნენ და შიშით გარბოდნენ.

საბოლოოდ, მისტიკური სფეროს ისტორია იმით დასრულდა, რომ ბეტზების ოჯახმა გადაწყვიტა, სფერო სახლის უჯრაში "გამოეკეტათ" და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოეტანათ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა