საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე" - რას ამბობს 22 წლის მომღერალი მისი და მელაძის რომანზე გავრცელებულ ჭორებზე?
"არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე" - რას ამბობს 22 წლის მომღერალი მისი და მელაძის რომანზე გავრცელებულ ჭორებზე?

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე ვერა ბრეჟნე­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ იქამ­დე მე­ლა­ძემ სამი შვი­ლი და ცოლი და­ტო­ვა, რათა საყ­ვა­რელ ქალ­ზე იქორ­წი­ნა.

წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა ჭო­რე­ბი, რომ მი­ზე­ზი 60 წლის პრო­დი­უ­სე­რის ფა­ვო­რი­ტი VIA Gra-ს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ერთ-ერთი წევ­რი სო­ფია ტა­რა­სო­ვა გახ­და.

ამ დრო­ის­თვის მე­ლა­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბით „ვია გრა“ საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­დის გა­ნა­ახ­ლებს გუნ­დი საქ­მი­ა­ნო­ბას, უც­ნო­ბია. სო­ფი­ას სა­ხე­ლი კი ჭო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრშია. რო­გორც მე­დია წერს, 60 წლის პრო­დი­უ­სერს 22 წლის სო­ფი­ას­თან რო­მა­ნი აქვს. გო­გო­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ ესა­უბ­რა.

"ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის არა­სო­დეს წა­მი­კი­თხავს კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც ჩვენს რო­მან­ზე წე­რენ, ჩემი მე­გობ­რე­ბი მიგ­ზავ­ნი­ან. მე და კონ­სტან­ტი­ნემ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სხვა პრო­ექ­ტის­თვის მზად­დე­ბო­და. ეს მათი მო­თხოვ­ნა იყო, რად­გან ლო­დი­ნი აღარ სურ­დათ. ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა აურ­ზა­უ­რი და ჭო­რე­ბი ჩვე­ნი რო­მა­ნის შე­სა­ხებ," - ამ­ბობს სო­ფია Next Door-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში YouTube არხზე.

მომ­ღე­რალ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე მის­თვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მენ­ტო­რია და მას­თან მხო­ლოდ სა­მუ­შაო აერ­თი­ა­ნებს და არა ძლი­ე­რი გრძნო­ბე­ბი.

"არა­ფე­რი გვა­კავ­ში­რებს მუ­სი­კის გარ­და. არ ვიცი, რო­გო­რი გიჟი უნდა იყო, რომ და­ი­ჯე­რო ჩვე­ნი რო­მა­ნის ამ­ბე­ბი. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა დიდი გვაქვს. ჩემ­თვის ის ნი­ჭი­ე­რი და ბრწყინ­ვა­ლე კომ­პო­ზი­ტო­რია. გა­მი­მარ­თლა რომ მას­თან ვმუ­შა­ონ. მან მომ­ცა ისე­თი რამ, რა­საც სხვა საპ­რო­დი­უ­სე­რო პრო­ექ­ტებ­ში ვერ მი­ვი­ღებ­დი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვიწ­როდ აზ­როვ­ნებს, ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს ფუ­ლის ან სა­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვაღ­წევ. სამ­წუ­ხა­როა, როცა ხალ­ხი ასე ფიქ­რობს. ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა, როცა მწე­რენ, რომ კოს­ტი­ას ოჯა­ხი და­ვან­გრიე“, - დას­ძი­ნა მან.

ტა­რა­სო­ვას ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. თუმ­ცა ისი­ნი იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს. "მე არ ვმა­ლავ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ ხალ­ხს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნია, რომ სხვი­სი ოჯა­ხი და­ვან­გრიე", - ჩი­ვის 22 წლის სო­ფია.

სო­ფია ტა­რა­სო­ვა ცდი­ლობს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს მის მი­მართ წა­მო­სულ ცი­ლის­წა­მე­ბას. ის აგ­რძე­ლებს სოლო ნა­მუ­შევ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბას და იმე­დოვ­ნებს, რომ VIA Gra დაბ­რუნ­დე­ბა დიდ სცე­ნა­ზე. მომ­ღერ­ლის თქმით, ჯგუფს ბევ­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მა აქვს, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
56

ადრეც მგონი დავწერე-ძმების შემოქმედება პატივსაცემია,რაც შეეხება მათ პირად ცხოვრებას იდენტურია,ქართველებს ეს არ უხდებათ-დატოვეთ ოჯახის დედები და გადადით ორგიებზე,ეს წლებიც წავა და მერე უკვე გვიანი იქნება

დავით
43

ხო ნუ გასაგებია ყველაფერი!!!!

რა ოჯახი, რის ოჯახი, დავაი რაააა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე" - რას ამბობს 22 წლის მომღერალი მისი და მელაძის რომანზე გავრცელებულ ჭორებზე?

"არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე" - რას ამბობს 22 წლის მომღერალი მისი და მელაძის რომანზე გავრცელებულ ჭორებზე?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე მელაძე ვერა ბრეჟნევას ოფიციალურად დაშორდა. მკითხველს შევახსენებთ, რომ იქამდე მელაძემ სამი შვილი და ცოლი დატოვა, რათა საყვარელ ქალზე იქორწინა.

წყვილის დაშორების შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ მიზეზი 60 წლის პროდიუსერის ფავორიტი VIA Gra-ს ახალი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი სოფია ტარასოვა გახდა.

ამ დროისთვის მელაძის მუსიკალური პროექტის სახელწოდებით „ვია გრა“ საქმიანობა შეჩერებულია. როდის განაახლებს გუნდი საქმიანობას, უცნობია. სოფიას სახელი კი ჭორების ეპიცენტრშია. როგორც მედია წერს, 60 წლის პროდიუსერს 22 წლის სოფიასთან რომანი აქვს. გოგონა იძულებული გახდა, ამ თემაზე საჯაროდ ესაუბრა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არასოდეს წამიკითხავს კომენტარები, სადაც ჩვენს რომანზე წერენ, ჩემი მეგობრები მიგზავნიან. მე და კონსტანტინემ გამოვაქვეყნეთ სიმღერა, რომელიც სხვა პროექტისთვის მზადდებოდა. ეს მათი მოთხოვნა იყო, რადგან ლოდინი აღარ სურდათ. ამის შემდეგ გაჩნდა აურზაური და ჭორები ჩვენი რომანის შესახებ," - ამბობს სოფია Next Door-თან ინტერვიუში YouTube არხზე.

მომღერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე მელაძე მისთვის, უპირველეს ყოვლისა, მენტორია და მასთან მხოლოდ სამუშაო აერთიანებს და არა ძლიერი გრძნობები.

"არაფერი გვაკავშირებს მუსიკის გარდა. არ ვიცი, როგორი გიჟი უნდა იყო, რომ დაიჯერო ჩვენი რომანის ამბები. ასაკობრივი სხვაობა დიდი გვაქვს. ჩემთვის ის ნიჭიერი და ბრწყინვალე კომპოზიტორია. გამიმართლა რომ მასთან ვმუშაონ. მან მომცა ისეთი რამ, რასაც სხვა საპროდიუსერო პროექტებში ვერ მივიღებდი. როდესაც ადამიანი ვიწროდ აზროვნებს, ჰგონია, რომ ყველაფერს ფულის ან საწოლის მეშვეობით ვაღწევ. სამწუხაროა, როცა ხალხი ასე ფიქრობს. ჩემთვის სასაცილოა, როცა მწერენ, რომ კოსტიას ოჯახი დავანგრიე“, - დასძინა მან.

ტარასოვას ახალგაზრდა შეყვარებული ჰყავს. თუმცა ისინი იშვიათად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს. "მე არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე", - ჩივის 22 წლის სოფია.

სოფია ტარასოვა ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს მის მიმართ წამოსულ ცილისწამებას. ის აგრძელებს სოლო ნამუშევრებზე მუშაობას და იმედოვნებს, რომ VIA Gra დაბრუნდება დიდ სცენაზე. მომღერლის თქმით, ჯგუფს ბევრი გრანდიოზული გეგმა აქვს, რომელიც უნდა განხორციელდეს.

წაიკითხეთ ასევე: