მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზელენსკი რამდენიმე დღეში ზალუჟნის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლებს - ვის განიხილავენ მის შემცვლელად?
ზელენსკი რამდენიმე დღეში ზალუჟნის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლებს - ვის განიხილავენ მის შემცვლელად?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი ორ­შა­ბათს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს - ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა, თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ორ­შა­ბათს, პრე­ზი­დენ­ტის სპი­კერ­მა სერ­ხი ნი­კი­ფო­როვ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ­მი­ის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე გა­ავ­რცე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში: „ძვირ­ფა­სო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი პა­სუ­ხი ყვე­ლას: არა, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა“.

  • არ­მი­ის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ­ჟა­მად ორი კან­დი­და­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა: ერთ-ერთი მათ­გა­ნი თავ­დაც­ვის დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვია. ხოლო მე­ო­რე, ოლეკ­სან­დრ სირსკი, უკ­რა­ი­ნის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის მე­თა­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და გე­ნე­რალ ზა­ლუ­ჟ­ნის შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნა­ში გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს და­ი­წყო. ამის სა­ფუძ­ვლად იქცა გა­მო­ცე­მა The Economist-ის 2023 წლის ინ­ტერ­ვიუ - გე­ნე­რალ­მა ზა­ლუ­ჟ­ნიმ მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ფრონტზე სი­ტუ­ა­ცია ჩიხ­ში შე­ვი­და.

ამ კო­მენ­ტა­რებს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მყი­სი­ე­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ცე­მა The Sun-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზე­ლენ­სკიმ თქვა, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას აპი­რე­ბენ, ომით აღარ უნდა და­კავ­დნე­ნო.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი­სა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფის­ში ზე­ლენ­სკი­სა და ზა­ლუ­ჟ­ნის კონ­ფლიქტს უარ­ყოფ­დნენ.

წყა­რო: CNN

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
0

ზალუჟნი ერთადერთი ადამიანია უკრაინის „სტაფში", ვინც ანტიპათიას არ იმსახურებს.

ვახტანგი -72
0

უკრაინის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი აშშ წინააღმდეგია უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­­თა­ვი­სუფ­ლებისაგან...

მანამდე ზელენსკიმ სიტყვიერად შესთავაზა ზალუჟნის თავისი ნებით თანამდებობის დატოვება, რაზეც ამ უკანასკნელმა უარით უპასუხა და განაცხადა, რომ დაემორჩილება მხოლოდ პრეზიდენტის ოფიციალურ ბრძანებას...

რჩება ერთი ვარიანტი, რომ მოხდეს პოსტიდან მისი გადაყენება პრეზიდენტის ბრძანებულებით, რაზეც ზელენსკი ჯერჯერობით თავს იკავებს...

ძალიან დიდი ალბათობით უმოკლეს დროში ეს საკითხი გადაწყდება...

აქ მთავარია, თუ რა მოყვება ზალუჟნის გადაყენებას უკრაინაში, ვინაიდან მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია ვიდრე პრეზიდენტის, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში...

ჩემი პირადი მოსაზრებით სრულებითაც არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს სამხედრო გადატრიალება ზელენსკის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოცილებით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ზელენსკი რამდენიმე დღეში ზალუჟნის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლებს - ვის განიხილავენ მის შემცვლელად?

ზელენსკი რამდენიმე დღეში ზალუჟნის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლებს - ვის განიხილავენ მის შემცვლელად?

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი ორშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, პრეზიდენტის ბრძანებულება კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ორშაბათს, პრეზიდენტის სპიკერმა სერხი ნიკიფოროვმა CNN-ს განუცხადა, რომ არმიის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა შეტყობინება სოციალურ მედიაში: „ძვირფასო ჟურნალისტებო, დაუყოვნებლივი პასუხი ყველას: არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.

  • არმიის მეთაურის თანამდებობაზე ამჟამად ორი კანდიდატი განიხილება: ერთ-ერთი მათგანი თავდაცვის დაზვერვის სამმართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვია. ხოლო მეორე, ოლეკსანდრ სირსკი, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ზალუჟნის შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი უკრაინაში გასული წლის ბოლოს დაიწყო. ამის საფუძვლად იქცა გამოცემა The Economist-ის 2023 წლის ინტერვიუ - გენერალმა ზალუჟნიმ მაშინ განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა.

ამ კომენტარებს პრეზიდენტის ოფისის მყისიერი კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენო.

მიუხედავად ასეთი მინიშნებებისა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტს უარყოფდნენ.

წყარო: CNN

ნახეთ ასევე: