საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანის რეცხვასა და ბაღის მორწყვაზე ჯარიმებია" - 40 თვე წვიმის გარეშე და აპოკალიფსური ფოტოები კატალონიიდან, სადაც გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობაა
"მანქანის რეცხვასა და ბაღის მორწყვაზე ჯარიმებია" - 40 თვე წვიმის გარეშე და აპოკალიფსური ფოტოები კატალონიიდან, სადაც გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობაა

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, კა­ტა­ლო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გვალ­ვის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და - მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ წყალ­სა­ცა­ვებ­ში წყლის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კუ­ლია ბარ­სე­ლო­ნა­სა და ჟი­რო­ნას გარ­შე­მო, ამი­ტომ უფრო ძლი­ე­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გვი­წევს", - გა­ნა­ცხა­და კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლა­უ­რა ვი­ლაგ­რამ.

რე­გი­ონ­ში თით­ქმის 40-თვი­ა­ნი წვი­მის ნაკ­ლე­ბო­ბამ კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა სი­ტუ­ა­ცია. ხვა­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის 80%, მათ შო­რის ბარ­სე­ლო­ნა, წყლის მკაც­რი შე­ზღუდ­ვის ქვეშ იქ­ნე­ბა: მან­ქა­ნის რე­ცხვა, ბა­ღის მორ­წყვა ან სა­ცუ­რაო აუ­ზის შევ­სე­ბა 50 ევ­რომ­დე და­ჯა­რიმ­დე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მა და­ყო­ფი­ლია სამ ეტა­პად, რო­მე­ლიც გვალ­ვის გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა: პირ­ველ ფა­ზა­ში წყლის მოხ­მა­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია დღე­ში 200 ლიტ­რამ­დე ერთ ადა­მი­ან­ზე; მე­ო­რე ფა­ზა­ში 180 ლიტ­რამ­დე; ხოლო მე­სა­მე ფა­ზა­ში 160 ლიტ­რამ­დე. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს­პა­ნე­ლე­ბი დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 133 ლიტრ წყალს მო­იხ­მა­რენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წყლის წნე­ვის შემ­ცი­რე­ბა­საც გეგ­მავს.

კა­ტა­ლო­ნი­ა­ში 40 თვეა სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი ნა­ლე­ქია. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ხმელ­თა­შუა ზღვის მთე­ლი რე­გი­ო­ნი უახ­ლო­ეს წლებ­ში უფრო სწრა­ფად გათ­ბე­ბა, ვიდ­რე მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი სხვა ნა­წი­ლი.

„სამ­ხრეთ ევ­რო­პა პო­ტენ­ცი­უ­რად კრი­ტი­კულ გვალ­ვას გა­ნიც­დის. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და ეს­პა­ნე­თის ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო, ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრეთ იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი და ხმელ­თა­შუა ზღვის კუნ­ძუ­ლე­ბი“, - აცხა­დე­ბენ კო­პერ­ნი­კის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში.

წყა­რო: euronews.com

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:/
19

სოდომური ცოდვების სიყვარულის ნაყოფია. დიდი განსაცდელი კარს არის მომდგარი.

ნაცარქექია
101

ნეტა კახა რას იზავდა? ალბათ იტყოდა რამე სიგიჟეს მაგალითად... "ნაცებმა წაიღეს ღრუბელი გაყიდეს აზერბაიჯანში" ან "ნაცები ბევრ წყალს სვავენ" თუნდაც ეს არგუმენტიც გამოდგება :დ "ნაცებმა დიდი ვინტილატორები დააყენეს"...

ავტორი:

"მანქანის რეცხვასა და ბაღის მორწყვაზე ჯარიმებია" - 40 თვე წვიმის გარეშე და აპოკალიფსური ფოტოები კატალონიიდან, სადაც გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობაა

"მანქანის რეცხვასა და ბაღის მორწყვაზე ჯარიმებია" - 40 თვე წვიმის გარეშე და აპოკალიფსური ფოტოები კატალონიიდან, სადაც გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობაა

რამდენიმეთვიანი გაფრთხილების შემდეგ, კატალონიის ხელისუფლებამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მაღალმა ტემპერატურამ წყალსაცავებში წყლის დონის შემცირება გამოიწვია.

"სიტუაცია კრიტიკულია ბარსელონასა და ჟირონას გარშემო, ამიტომ უფრო ძლიერი ზომების მიღება გვიწევს", - განაცხადა კატალონიის მთავრობის წარმომადგენელმა ლაურა ვილაგრამ.

რეგიონში თითქმის 40-თვიანი წვიმის ნაკლებობამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. ხვალიდან მოსახლეობის 80%, მათ შორის ბარსელონა, წყლის მკაცრი შეზღუდვის ქვეშ იქნება: მანქანის რეცხვა, ბაღის მორწყვა ან საცურაო აუზის შევსება 50 ევრომდე დაჯარიმდება.

ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა დაყოფილია სამ ეტაპად, რომელიც გვალვის გაუარესების მიხედვით იცვლება: პირველ ფაზაში წყლის მოხმარება შეზღუდულია დღეში 200 ლიტრამდე ერთ ადამიანზე; მეორე ფაზაში 180 ლიტრამდე; ხოლო მესამე ფაზაში 160 ლიტრამდე. სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ესპანელები დღეში საშუალოდ 133 ლიტრ წყალს მოიხმარენ. ხელისუფლება წყლის წნევის შემცირებასაც გეგმავს.

კატალონიაში 40 თვეა საშუალოზე დაბალი ნალექია. ექსპერტების თქმით, ხმელთაშუა ზღვის მთელი რეგიონი უახლოეს წლებში უფრო სწრაფად გათბება, ვიდრე მსოფლიოს მრავალი სხვა ნაწილი.

„სამხრეთ ევროპა პოტენციურად კრიტიკულ გვალვას განიცდის. ყველაზე მეტად დაზარალდა ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, ცენტრალური და სამხრეთ იტალია, საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის კუნძულები“, - აცხადებენ კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

წყარო: euronews.com

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"