კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთეული ცნობილია
სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთეული ცნობილია

სე­რი­ის „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ პირ­ვე­ლი ხუთი წიგ­ნი უკვე ცნო­ბი­ლია. ანე ფრან­კის "უკა­ნა სახ­ლი (დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით“),მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის „მხევ­ლის წიგ­ნი“, ალექ­სან­დრე დი­უ­მას „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“, ჩარლზ დი­კენ­სის „მძი­მე დრო­ე­ბა“ და ჯეინ ოს­ტი­ნი „ემა“ - სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ხუ­თე­უ­ლი, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის დიდი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად შე­ირ­ჩა.

სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი უკვე და­ბეჭ­დი­ლია და წი­ნას­წა­რი ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბიც და­წყე­ბუ­ლია. წიგ­ნის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე 15 იან­ვარს და­ი­წყო და მათ, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლეს, ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ეს­წრონ და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მელ­ზეც მწერ­ლე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩა­ნა­წე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ახა­ლი გა­მო­ცე­მის ის­ტო­რი­ა­სა და სხვა დე­ტა­ლებს. გა­მო­ცე­მა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზე კი 19 თე­ბერ­ვალს გა­მოჩ­ნდე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა ანე ფრან­კის ჩა­ნა­წე­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი ვერ­სია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ნი­დერ­ლან­დუ­რი ენი­დან არის ნა­თარ­გმნი და ჩა­ნა­წე­რე­ბის სრულ­ყო­ფილ ვერ­სი­ას წარ­მო­ად­გენს.

ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ვა და მკი­თხვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა შერ­ჩე­უ­ლი ხუ­თე­უ­ლის სხვა წიგ­ნე­ბიც.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ექ­ტი „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა, წლე­ბის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 50 რჩე­უ­ლი წიგ­ნი სწო­რედ ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა შე­არ­ჩია. 15 წლის შემ­დეგ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, სე­რი­ას კი­დევ 15 წიგ­ნი შე­მა­ტოს, რის­თვი­საც კვლავ გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა უკვე მი­ი­ღო. ხმის მი­ცე­მა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა გზით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კი­დევ 10 წიგ­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი კი კვლავ გრძელ­დე­ბა. იაქ­ტი­უ­რეთ, მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მო­კი­თხვა­ში და შექ­მე­ნით XXI სა­უ­კუ­ე­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა სა­კუ­თარ თა­რო­ებ­ზე.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთეული ცნობილია

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთეული ცნობილია

სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი ხუთი წიგნი უკვე ცნობილია. ანე ფრანკის "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით“),მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ და ჯეინ ოსტინი „ემა“ - სწორედ ასე გამოიყურება ხუთეული, რომელიც მკითხველის დიდი აქტიურობის შედეგად შეირჩა.

სერიის პირველი წიგნი უკვე დაბეჭდილია და წინასწარი ონლაინ გაყიდვებიც დაწყებულია. წიგნის წინასწარი შეკვეთები გამომცემლობის ვებგვერდზე 15 იანვარს დაიწყო და მათ, ვინც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლეს, ექსკლუზიურად აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ ღონისძიებას, რომელზეც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს. გამოცემა წიგნის მაღაზიის თაროებზე კი 19 თებერვალს გამოჩნდება. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტის ფარგლებში გამოსცა ანე ფრანკის ჩანაწერების უნიკალური ვერსია, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს.

ეტაპობრივად გამოვა და მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება შერჩეული ხუთეულის სხვა წიგნებიც.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველმა მკითხველმა შეარჩია. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კვლავ გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა უკვე მიიღო. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა. კიდევ 10 წიგნის შერჩევის პროცესი კი კვლავ გრძელდება. იაქტიურეთ, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და შექმენით XXI საუკუენის ბიბლიოთეკა საკუთარ თაროებზე.

R