ავტორი:

კიმმა და ქანიემ ერთად ივახშმეს, ბიანკა ცენსორი კი მათთან ერთად არ იყო - რას წერენ ტაბლოიდები ყოფილი ცოლ-ქმრის შეხვედრაზე?

კიმმა და ქანიემ ერთად ივახშმეს, ბიანკა ცენსორი კი მათთან ერთად არ იყო - რას წერენ ტაბლოიდები ყოფილი ცოლ-ქმრის შეხვედრაზე?

რეალითი შოუების ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანს ყოფილ ქმართან ქანიე უესტთან, მიუხედავად სკანდალური დაშორებისა, ბოლო დროს მეგობრული ურთიერთობა აქვს.

რამდენიმე დღის წინ ყოფილი ცოლ-ქმარი ლოს ანჯელესში, საერთო შვილის, სენტის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ. მათი შეხვედრა მატჩზე ცოტა უხერხული ჩანდა, ერთმანეთისგან მოშორებით ისხდნენ. დისტანციის დაცვამდე კი რამდენიმე წუთით ისაუბრეს.

ამჯერად კი კიმი და ქანიე პაპარაცებმა მალიბუში გადაიღეს. ყოფილი წყვილი ქალიშვილთან და მისი სკოლის მეგობრებთან ერთად იყო და ერთადაც ივახშმეს.

როგორც წესი, ბოლო დროს ქანიე თავისი ამჟამინდელი ცოლის, ბიანკა ცენსორის გარეშე არსად ჩნდება, თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბიანკა ქანიეს შვილებთან ერთად ნახეს დისნეილენში სადაც ის ბავშვებთან ერთად გაერთო.

კიმსა და ქანიეს, ორივეს შავი, მონოქრომული სამოსი ეცვა.

კიმი და ქანიე ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ. კიმ კარდაშიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ქანიე ვესტი ბიპოლარულ აშლილობას ებრძოდა, რომ წლების განმავლობაში ცდილობდა კიმი მას დახმარებოდა, თუმცა დადგა მომენტი, როცა თანაცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იყო. დაშორების შემდეგ ქანიე ყოფილ ცოლს ყვავილებს უგზავნიდა და შერიგებას ევედრებოდა. მან სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბოლოს ის და კიმი მაინც შერიგდებოდნენ.

მოგვიანებით, ყოფილთან შერიგების საჯარო მცდელობები ქანიემ შეწყვიტა და განაცხადა, რომ ცოლად ავსტრალიელი არქიტექტორი ბიანკა ცენსორი შეირთო.