მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა - რა სახელდება ყველაზე ხშირად ავარიის მიზეზად?
2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა - რა სახელდება ყველაზე ხშირად ავარიის მიზეზად?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2023 წელს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად, 442 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 7 310 კი - და­შავ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა­ში 5 594 საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და, მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი ფაქ­ტი დე­და­ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სირ­და.

ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შემ­თხვე­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბად კი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვა, შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ში გა­დას­ვლა, ან გას­წრე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­თა გა­და­სას­ვლე­ლის გავ­ლის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, დის­ტან­ცი­ის და­უც­ვე­ლო­ბა და სხვა სა­ხის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა სა­ხელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის სა­ხე­ებს - შსს-ს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მეტი - 1 855 შემ­თხვე­ვა მოძ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და, რა დრო­საც 104 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 2 898 კი და­შავ­და. ამას­თან, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ქვე­ით მო­სი­ა­რუ­ლე­ზე შე­ჯა­ხე­ბის 1 638 ფაქ­ტი აღი­რი­ცხა, რის შე­დე­გა­დაც 95 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 1 665 კი და­შავ­და.

ცნო­ბის­თვის, 2022 წელს ქვე­ყა­ნა­ში, სის­ხლის სა­მარ­თლი კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად, 5 469 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც 430 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 7 517 კი - და­შავ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
>
1

ზენორმატიულად გადაჭარბებულ სიჩქარეს და ზოგადად არაადეკვატური მართვის სტილს უნდა იექცეს მკაცრი კონტროლი, კანონი შეიძლება გამკაცრდეს მაგრამ ადმინისტრირება ჭირს რადგან ყოველ კუთხეში პოლიციელს ვერ დავაყენებთ. ამიტომ ზოგადად საოგადოების მიდგომები უნდა შეიცვალოს, ჩემი აზრით ვიდეო რეგისტრატორი უნდა იყოს ავტომობილისათვის სავალდებულო და საზოგადოებას უნდა ქონდეს უფლება დაფიქსირებული უხეში და სახიფათო დარღვევა გადაგზავნოს პატრულის სპეციალურ პორტალზე, რომლის საფუძველზედაც დაჯარიმდება მოჯირითე. ეხლა ვიღაც დაიწყებს რომ ეს ჩაშვებაა და ასე შემდეგ. ჩაშვება არის როდესაც შენი ქვეყნის მერთან თანამშრომლობ და აბეზღებ გმირ და მებრძოლ ადამინაებს, ხოლო როდესაც საშიშ კანონდამრღვევს გამოავლენ ამით დიდ სამსახურს უწევ საზოგადოების უსაფრთხოებას. ვიცი ბევრი შემაგინებს მაგრამ მენტალურად უნდა გადაიხარშოს ეს ფსევდო ძველბიჭური საზოგადოება, კეთილგონიერ კანონმორჩილ მოქალაქთა ერთობად, ადვილი არ იქნება მაგრამ შესაძლებელია. გაიხსენეთ პატარა ბიჭი დათი რომლის ცხოვრებაც დაასახიჩრა ერთმა აცუნდრუკებულმა თვითდაჯერებულმა მოჯირეთემ, აბა დაფიქრდით არ ღირს თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენა იმად რომ კანონის ფარგლებში დავეხმაროთ პოლიციას დაიცვას წესრიგი თუნდაც ვინმე გონებაშეზღუდულმა ჩამშვები გვიწოდოს ამის გამო. 

ადმინ გაუშვი არ დაბლოკო......

დათო
1

სამწუხაროდ ხალხის მენტალიტეტს ვერ შეცვლი მოკლე დროში, მაგრამ კანონის გამკაცრება ხომ შეიძლება? და აღსრულების გაუმჯობესება? ვინმეს აქვს ეს საარჩევნო პროგრამაში? რაღაც მეეჭვება, არადა საზოგადოებას აწუხებს ეს ამბავი აშკარად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა - რა სახელდება ყველაზე ხშირად ავარიის მიზეზად?

2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა - რა სახელდება ყველაზე ხშირად ავარიის მიზეზად?

საქართველოში, 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი - დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა.

ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა სახელდება.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს - შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი - 1 855 შემთხვევა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, რა დროსაც 104 ადამიანი დაიღუპა, 2 898 კი დაშავდა. ამასთან, ამავე პერიოდში, ქვეით მოსიარულეზე შეჯახების 1 638 ფაქტი აღირიცხა, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა, 1 665 კი დაშავდა.

ცნობისთვის, 2022 წელს ქვეყანაში, სისხლის სამართლი კოდექსის შესაბამისად, 5 469 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 430 ადამიანი დაიღუპა, 7 517 კი - დაშავდა.