მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მყინვარის გადნობის შემთხვევაში ოკეანის დონე აიწევს" - რას ჰყვება ანტარქტიდიდან ქართველი მეცნიერი, რომელიც ყველაზე ცივ კონტინენტზე უდიდესი მისიით, მსოფლიო მეცნიერებთან ერთად იმყოფება
"ამ მყინვარის გადნობის შემთხვევაში ოკეანის დონე აიწევს" - რას ჰყვება ანტარქტიდიდან ქართველი მეცნიერი, რომელიც ყველაზე ცივ კონტინენტზე უდიდესი მისიით, მსოფლიო მეცნიერებთან ერთად იმყოფება

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რია, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­და­ზე გა­ემ­გზავ­რა. ან­ტარ­ქტი­და ბევ­რი მკვლევ­რის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბაა და ლე­ვან ტი­ე­ლი­ძეს მარ­თლაც რომ გა­უ­მარ­თლა, თუმ­ცა ად­ვი­ლად არა­ფე­რი მო­სუ­ლა - მან ჯერ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დულ კვლე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, შემ­დეგ ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი გახ­და და მისი კვლე­ვის სა­გა­ნი კვლავ ან­ტარ­ქტი­დაა. ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რი გე­ოგ­რა­ფი­ის ორგზის დოქ­ტო­რია გლა­ცი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სხვა­დას­ხვა წელს გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კის მე­ი­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, კა­ნა­დის, ჩრდი­ლო­ეთ ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ან­ტარ­ქტი­დის კვლე­ვით ცენ­ტრში. ამ­ჟა­მად ლე­ვა­ნი ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წამ­ყვან მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რად მუ­შა­ობს. არის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი. ამას­თან, ახერ­ხებს, რომ აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში.

  • ექ­სპე­დი­ცი­ის მი­ზა­ნია აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი, დენ­მე­ნის მყინ­ვა­რის კომ­პლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა. დენ­მე­ნის მყინ­ვა­რი ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი მყინ­ვა­რია და ვი­ნა­ი­დან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მო­წყვლა­დია, გად­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ამ მყინ­ვარს აქვს მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნის 1,5 მეტ­რით აწე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი...

"ეს კვლე­ვე­ბი ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნუ­ლი და მსოფ­ლიო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას", - გვე­უბ­ნე­ბა გლა­ცი­ო­ლო­გი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცივი კონ­ტი­ნენ­ტი­დან.

"თით­ქმის ორი თვეა, რაც ავ­სტრა­ლი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მით ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე ვიმ­ყო­ფე­ბი. მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ბან­გერ ჰილსში ჩვე­ნი სე­ზო­ნუ­რი ბა­ნა­კის დაშ­ლას და­ვი­წყებთ და ავ­სტრა­ლი­ურ სად­გურ ქე­ი­სი­ში გა­და­ვი­ნაც­ვლებთ. გეგ­მის მი­ხედ­ვით თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში ტას­მა­ნი­ა­ში ვბრუნ­დე­ბით. ჩვე­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი იყო ის, რომ კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთ უდი­დეს დენ­მე­ნის მყინ­ვარ­ზე. ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვი­თი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს და­ი­წყო. პროგ­რა­მა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ავ­სტრა­ლი­ის რამ­დე­ნი­მე დიდი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მათ შო­რის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც, სა­დაც ამ­ჟა­მად მკვლე­ვა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვარ (პა­რა­ლე­ლუ­რად, წარ­მო­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, სა­დაც ასე­ვე აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვი­კა­ვებ). ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 27 მეც­ნი­ე­რი ძი­რი­თა­დად სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­დან - ბი­ო­ლო­გე­ბი, ეკო­ლო­გე­ბი, გე­ო­ლო­გე­ბი, გე­ო­ფი­ზი­კო­სე­ბი და გე­ოგ­რა­ფე­ბი.

ჩვე­ნი ჯგუ­ფის ამო­ცა­ნა უშუ­ა­ლოდ მყინ­ვა­რუ­ლი ნა­ფე­ნე­ბი­დან ნი­მუ­შე­ბის მოგ­რო­ვე­ბა იყო, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ვად­გენთ ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის დი­ნა­მი­კას. ასე­ვე გვე­ვა­ლე­ბო­და გა­ყი­ნუ­ლი ტბე­ბის გა­ბურ­ღვა და ტბე­ბის ფსკე­რი­დან სე­დი­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უკვე ძვე­ლი კლი­მა­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას მო­ვახ­დენთ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ასამ­დე სხვა­დას­ხვა ნი­მუ­ში მო­ვაგ­რო­ვეთ, რომ­ლის ერთი ნა­წი­ლი მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ავ­სტრა­ლი­ის ბირ­თვუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში წავა, სა­დაც უკვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სა­მუ­შა­ო­ებს და­ვი­წყებთ. ყვე­ლა ნი­მუ­შის ერ­თად და­მუ­შა­ვე­ბას ალ­ბათ კი­დევ ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა. რო­გორც ქარ­თვე­ლის­თვის, ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ემო­ცი­უ­რი.

ვი­სურ­ვებ, რომ მო­მა­ვალ­ში ბევრ ქარ­თველ მეც­ნი­ერს ჰქონ­დეს ან­ტარ­ქტი­დის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ან­ტარ­ქტი­და­ზე წას­ვლა უბ­რა­ლო ექ­სპე­დი­ცია არ არის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი მეც­ნი­ე­რი თუ მოგ­ზა­უ­რი ოც­ნე­ბობს იქ მოხ­ვედ­რა­ზე. თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით ეს ექ­სპე­დი­ცია ის­ტო­რი­უ­ლი პროგ­რა­მაა. ან­ტარ­ქტი­და დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე და ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად და­სახ­ლე­ბუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტია. ის სი­დი­დით ავ­სტრა­ლი­ას და ევ­რო­პა­საც კი აღე­მა­ტე­ბა. ან­ტარ­ქტი­და ასე­ვე არის ყვე­ლა­ზე ცივი, ყვე­ლა­ზე მშრა­ლი, ყვე­ლა­ზე თეთ­რი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და ყვე­ლა­ზე ქა­რი­ა­ნი კონ­ტი­ნენ­ტი დე­და­მი­წა­ზე.

ან­ტარ­ქტი­დის ექ­სპე­დი­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ სრულ­ფა­სოვ­ნად მომ­ზა­დე­ბას დიდი დრო დას­ჭირ­და. კვლე­ვის მი­ზა­ნია მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში დენ­მე­ნის მყინ­ვა­რის მა­სის და­კარ­გვის რის­კე­ბის შეს­წავ­ლა, ასე­ვე, მყინ­ვა­რის შემ­ცი­რე­ბის ის­ტო­რია გე­ო­ლო­გი­ურ წარ­სულ­ში. დენ­მე­ნის მყინ­ვა­რი ან­ტარ­ქტი­დის ერთ-ერთი უდი­დე­სი მყინ­ვა­რია და ვი­ნა­ი­დან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან მო­წყვლა­დია, გად­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ამ მყინ­ვარს აქვს მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნის 1,5 მეტ­რით აწე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლი. კვლე­ვის პრო­ცეს­ში ასე­ვე შე­ის­წავ­ლე­ბა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის რე­აქ­ცია კლი­მატ­სა და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბებ­ზე. უფრო ფარ­თო მას­შტა­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ეს კვლე­ვე­ბი ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ო­ნუ­ლი და მსოფ­ლიო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას“, - გვე­უბ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი მკვლე­ვა­რი ან­ტარ­ქტი­დი­დან.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
1

ავტორს: ეს სტატია წინაზეც დადეთ და ხომ გაირკვა რომ ლევან ტიელიძე არ არის პირველი ქართველი ვინც ანტარქტიკაში ფეხი დადგა და რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ქართველი მეცნიერები ნამყოფები იყვნენ ანტარქტიკაში? რატომ აკეთებთ ამას და პატივს არ სცემთ იმ ქართველ მეცნიერებს ვინც უკვე იკვლევდა ანტარქტიკას მრავალი წლის წინ?

სოლომონი
13

ეს ყველაფერი ხომ ისედაც ყველამ ვიცით!!! ჩამო თუ კაცი ხარ ნუღარ იყინები ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ამ მყინვარის გადნობის შემთხვევაში ოკეანის დონე აიწევს" - რას ჰყვება ანტარქტიდიდან ქართველი მეცნიერი, რომელიც ყველაზე ცივ კონტინენტზე უდიდესი მისიით, მსოფლიო მეცნიერებთან ერთად იმყოფება

"ამ მყინვარის გადნობის შემთხვევაში ოკეანის დონე აიწევს" - რას ჰყვება ანტარქტიდიდან ქართველი მეცნიერი, რომელიც ყველაზე ცივ კონტინენტზე უდიდესი მისიით, მსოფლიო მეცნიერებთან ერთად იმყოფება

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ანტარქტიდაზე გაემგზავრა. ანტარქტიდა ბევრი მკვლევრის აუხდენელი ოცნებაა და ლევან ტიელიძეს მართლაც რომ გაუმართლა, თუმცა ადვილად არაფერი მოსულა - მან ჯერ ახალ ზელანდიაში დაიცვა სადოქტორო, რომელიც ანტარქტიდულ კვლევებს უკავშირდება, შემდეგ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი გახდა და მისი კვლევის საგანი კვლავ ანტარქტიდაა. ქართველი მკვლევარი გეოგრაფიის ორგზის დოქტორია გლაციოლოგიის მიმართულებით.

სხვადასხვა წელს განათლება მიიღო ამერიკის მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, კანადის, ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში, შვეიცარიის ციურიხის უნივერსიტეტსა და ახალი ზელანდიის ანტარქტიდის კვლევით ცენტრში. ამჟამად ლევანი ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტში წამყვან მეცნიერ-მკვლევარად მუშაობს. არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. ამასთან, ახერხებს, რომ აქტიურად იყოს ჩართული ქართულ სამეცნიერო ცხოვრებაში.

  • ექსპედიციის მიზანია აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი, დენმენის მყინვარის კომპლექსური შესწავლა. დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი...

"ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონული და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას", - გვეუბნება გლაციოლოგი მსოფლიოს ყველაზე ცივი კონტინენტიდან.

"თითქმის ორი თვეა, რაც ავსტრალიური სამეცნიერო პროგრამით ანტარქტიდის კონტინენტზე ვიმყოფები. მომავალი კვირიდან ბანგერ ჰილსში ჩვენი სეზონური ბანაკის დაშლას დავიწყებთ და ავსტრალიურ სადგურ ქეისიში გადავინაცვლებთ. გეგმის მიხედვით თებერვლის შუა რიცხვებში ტასმანიაში ვბრუნდებით. ჩვენი ექსპედიციის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ კომპლექსური კვლევები ჩაგვეტარებინა აღმოსავლეთ ანტარქტიდის ერთ-ერთ უდიდეს დენმენის მყინვარზე. ეს არის სპეციალური კვლევითი პროგრამა, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროგრამაში გაერთიანებულია ავსტრალიის რამდენიმე დიდი უნივერსიტეტი, მათ შორის მონაშის უნივერსიტეტიც, სადაც ამჟამად მკვლევარის პოზიციაზე ვარ (პარალელურად, წარმოვადგენ საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ასევე აკადემიურ თანამდებობას ვიკავებ). ექსპედიციაში ჩართულია 27 მეცნიერი ძირითადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან - ბიოლოგები, ეკოლოგები, გეოლოგები, გეოფიზიკოსები და გეოგრაფები.

ჩვენი ჯგუფის ამოცანა უშუალოდ მყინვარული ნაფენებიდან ნიმუშების მოგროვება იყო, რომლის საფუძველზეც დავადგენთ ძველი გამყინვარების დინამიკას. ასევე გვევალებოდა გაყინული ტბების გაბურღვა და ტბების ფსკერიდან სედიმენტების ამოღება, რომლის საშუალებითაც უკვე ძველი კლიმატის რეკონსტრუქციას მოვახდენთ. მთლიანობაში, ასამდე სხვადასხვა ნიმუში მოვაგროვეთ, რომლის ერთი ნაწილი მონაშის უნივერსიტეტში გაიგზავნება, მეორე ნაწილი კი ავსტრალიის ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციაში წავა, სადაც უკვე ლაბორატორიულ სამუშაოებს დავიწყებთ. ყველა ნიმუშის ერთად დამუშავებას ალბათ კიდევ ერთი წელი დასჭირდება. როგორც ქართველისთვის, ამ პროგრამაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ემოციური.

ვისურვებ, რომ მომავალში ბევრ ქართველ მეცნიერს ჰქონდეს ანტარქტიდის სამეცნიერო კვლევებში მონაწილების საშუალება. ანტარქტიდაზე წასვლა უბრალო ექსპედიცია არ არის და დარწმუნებული ვარ, ბევრი მეცნიერი თუ მოგზაური ოცნებობს იქ მოხვედრაზე. თავისი მასშტაბებით ეს ექსპედიცია ისტორიული პროგრამაა. ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე ნაკლებად დასახლებული კონტინენტია. ის სიდიდით ავსტრალიას და ევროპასაც კი აღემატება. ანტარქტიდა ასევე არის ყველაზე ცივი, ყველაზე მშრალი, ყველაზე თეთრი, ყველაზე მაღალი და ყველაზე ქარიანი კონტინენტი დედამიწაზე.

ანტარქტიდის ექსპედიცია წლების განმავლობაში იგეგმებოდა, მაგრამ სრულფასოვნად მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. კვლევის მიზანია მომდევნო ათწლეულების პერიოდში დენმენის მყინვარის მასის დაკარგვის რისკების შესწავლა, ასევე, მყინვარის შემცირების ისტორია გეოლოგიურ წარსულში. დენმენის მყინვარი ანტარქტიდის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარია და ვინაიდან კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან მოწყვლადია, გადნობის შემთხვევაში მხოლოდ ამ მყინვარს აქვს მსოფლიო ოკეანის დონის 1,5 მეტრით აწევის პოტენციალი. კვლევის პროცესში ასევე შეისწავლება ბიომრავალფეროვნების რეაქცია კლიმატსა და გარემოს ცვლილებებზე. უფრო ფართო მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს კვლევები ხელს შეუწყობს რეგიონული და მსოფლიო კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას“, - გვეუბნება ქართველი მკვლევარი ანტარქტიდიდან.