ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს წყვილი, რომელმაც ორი პატარა ბავშვი მაღალსართულიანი ბინის ფანჯრიდან გადააგდო.
ჩინეთის უზენაესი სასამართლოს თანახმად, მამაკაცს შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. იგი შეყვარებულთან ერთად ცხოვრების თავიდან დაწყებას გეგმავდა და შვილებს "დაბრკოლებად" განიხილავდა. შესაბამისად, ბავშვების ამ გზით მოშორება გადაწყვიტა.
მამამ, ჟან ბომ, იე ჩენჩენთან რომანი მაშინ გააბა, როცა ჯერ კიდევ დაოჯახებული იყო. როგორც ცნობილია, დანაშაულის ინიციატორი ქალი გახდა. იგი ჟან ბოს ბავშვების მოშორებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაშორებით ემუქრებოდა.
შესაბამისად, 2020 წლის ნოემბერში, მამამ თავისი ორი წლის ქალიშვილი და ერთი წლის ვაჟი მე-15 სართულიდან გადააგდო. 2021 წლის დეკემბერში, ჟან ბო სიკვდილით დასაჯეს.