ავტორი:

პილოტის გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია აშშ-ში - საიდუმლო, რომელსაც ფარდა 87 წლის შემდეგ აეხადა: ოკეანის ფსკერზე, სავარაუდოდ, ამელია ერჰარტის ვერტმფრენი აღმოაჩინეს

პილოტის გაუჩინარების ბურუსით მოცული ისტორია აშშ-ში - საიდუმლო, რომელსაც ფარდა 87 წლის შემდეგ აეხადა: ოკეანის ფსკერზე, სავარაუდოდ, ამელია ერჰარტის ვერტმფრენი აღმოაჩინეს

წყალქვეშა არქეოლოგთა და საზღვაო რობოტიკის ექსპერტთა გუნდის Deep Sea Vision- ის განცხადებით, წყნარი ოკეანის ფსკერზე ამელია ერჰარტის ვერტმფრენის ნამსხვრევები იპოვეს.

16-კაციანმა ეკიპაჟმა, დაახლოებით, 100-დღიანი ძებნა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო. საკვლევ ადგილად ჰოლანდის კუნძულის მიმდებარე ტერიტორია შეარჩიეს. ზღვის დრონის სონარული მონაცემების გამოყენებით, ოკეანის ფსკერზე, 4,800 მეტრის სიღრმეში, ბუნდოვანი ყვითელი მონახაზი შენიშნეს, რომელიც, მათი თქმით, ვერტმფრენს წააგავდა.

"ამელია ერჰარტის გაუჩინარება აშშ-ის ყველაზე ცნობილი ისტორიაა. სანამ ის დაკარგულია, ვიღაც მის პოვნას ყოველთვის შეეცდება. თუ ამ საიდუმლოს ამოხსნას და ამელიას სახლში დაბრუნებას შევძლებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით" - თქვა აშშ-ის საჰაერო ძალების დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა და მკვლევარმა ტონი რომერომ.

თუმცა, იმის დასამტკიცებლად, რომ ვერტმფრენი ნამდვილად ერჰარტს ეკუთვნოდა, რომერომ სასამართლოში მტკიცებულებები უნდა წარადგინოს: ეს შეიძლება იყოს ფიუზელაჟის ალუმინის ნიმუშები, კუდის კონფიგურაცია და კაბინის დეტალები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერტმფრენის ავთენტურობა დამტკიცდა, მისი ოკეანიდან ამოღება და მუზეუმში განთავსება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს პროცესი ასობით მილიონი დოლარი დაჯდება.

  • ამელია ერჰარტი

ამელია ერჰარტი პირველი ქალი იყო, ვინც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. მისი მომდევნო მცდელობა, გამხდარიყო პირველი ადამიანი, ვინც დედამიწას ეკვატორის გარშემო შემოუვლიდა, გაუჩინარებით დასრულდა. ამ მიზნის მისაღწევა მან Lockheed Electra L-10E ვერტმფრენი შეიძინა. ერჰარტის ნავიგატორი ბრწყინვალე მფრინავი, ფრედ ნუნანი იყო.

1937 წლის 2 ივლისს ამელიამ და ფრედმა ახალი გვინეა დატოვეს და პატარა ამერიკული კუნძულისკენ გაფრინდნენ, სადაც საწვავის შევსებას აპირებდნენ, მაგრამ ადგილზე არ ჩასულან.

დაკარგული მფრინავების ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მიუხედავად 66 თვითმფრინავისა და ცხრა გემის ძალისხმევისა - მათი პოვნა ვერ მოხერხდა. ოფიციალური ძებნა 1937 წლის 18 ივლისს დასრულდა. 1939 წლის 5 იანვარს ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ ერჰარტი გარდაცვლილად გამოაცხადა.