ავტორი:

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა "აზოვსტალის" დამცველი, ზაქრო ნონიაშვილი, რომლის ცოლი, შვილი და მეუღლის დედა ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლნენ

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა "აზოვსტალის" დამცველი, ზაქრო ნონიაშვილი, რომლის ცოლი, შვილი და მეუღლის დედა ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლნენ

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა. ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა "აზოვსტალის" დამცველი ზაქრო (ზახარ) ნონიაშვილი და ის უკრაინაში დაბრუნდა.

ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.

"2022 წლის მაისში, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის შემდეგ, ის ხელში რუს ტერორისტებს ჩაუვარდა ცოლ ტატიანასთან ერთად. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ქალის გაცვლა და უკრაინაში დაბრუნება მოხერხდა.

ტატიანა ორ ქალიშვილთან ერთად დნიპროში დასახლდა. თუმცა. 2023 წლის 14 იანვარს რუსებმა რაკეტით დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, მომხდარის შედეგად ტატიანა და მისი უმცროსი ქალიშვილი დაიღუპნენ, ასევე დაიღუპა ზაქროს მეუღლის დედა", - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

თავდასხმას უფროსი ქალიშვილი, 19 წლის რუსლანა გადაურჩა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ ფოტოზე ზაქრო ნონიაშვილი შვილთან, ლიანასთან ერთადაა აღბეჭდილი. ლიანა ოკუპანტების თავდასხმისას დაიღუპა