სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩვეულო ძარცვა კანადაში - მოპარულია პოლარული დათვი: რას აცხადებენ სამართალდამცველები
უჩვეულო ძარცვა კანადაში  - მოპარულია პოლარული დათვი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

კა­ნა­დის პო­ლი­ცია უჩ­ვე­უ­ლო ძარ­ცვის საქ­მეს იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ედ­მონ­ტო­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ზო­ო­პარ­კი­დან პო­ლა­რუ­ლი დათ­ვი მო­ი­პა­რეს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 225 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათ­ვი იან­ვარ­ში მო­ი­პა­რეს, მა­შინ როცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყინ­ვა იყო და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა -30 გრა­დუსს აღ­წევ­და. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ამ ად­გი­ლას მსგავ­სი შემ­თხვე­ვა გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­შიც მოხ­და, რო­დე­საც ორი ენო­ტი მო­ი­პა­რეს.

"სა­მი­ვე ცხო­ვე­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 35,000 კა­ნა­დუ­რი დო­ლა­რია", - ნათ­ქვა­მია კა­ნა­დის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ზო­ო­პარ­კის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა The Globe and Mail-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ იქ 24-სა­ა­თი­ა­ნი დაც­ვის პო­ლი­ცია მუ­შა­ობს, მაგ­რამ იმ ღა­მით დაც­ვა გა­უშ­ვეს გა­უ­საძ­ლი­სი ყინ­ვის გამო.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქურ­დებ­მა გაჭ­რეს გა­ლია, რო­მელ­შიც დათ­ვი იყო, ცხო­ვე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ახ­ლომ­დე­ბა­რე მან­ქა­ნა­ში მო­ა­თავ­სეს სპე­ცი­ა­ლუ­რი, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა გა­ლი­ით.

"დიდი პო­ლა­რუ­ლი დათ­ვის ქურ­დო­ბა", - ასე აღ­წე­რენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მომ­ხდარს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

საქართველოს საზღვრები გააკონტროლებს. უეჭველი იქ გააგზავნიან ახლობლის ბავშვისათვის. 

ქიტესა
1

არ მოუპარავთ, თვითონ წავიდა ჯერ დასალევად და მერე ბ-ზ-ებში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უჩვეულო ძარცვა კანადაში - მოპარულია პოლარული დათვი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

უჩვეულო ძარცვა კანადაში  - მოპარულია პოლარული დათვი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

კანადის პოლიცია უჩვეულო ძარცვის საქმეს იძიებს. გამოძიების მიხედვით, ედმონტონის მახლობლად მდებარე ზოოპარკიდან პოლარული დათვი მოიპარეს, რომელიც დაახლოებით 225 კილოგრამს იწონიდა.

არსებული ინფორმაციით, დათვი იანვარში მოიპარეს, მაშინ როცა განსაკუთრებული ყინვა იყო და ჰაერის ტემპერატურა -30 გრადუსს აღწევდა. გამომძიებლების თქმით, ამ ადგილას მსგავსი შემთხვევა გასული წლის აგვისტოშიც მოხდა, როდესაც ორი ენოტი მოიპარეს.

"სამივე ცხოველის ღირებულება, დაახლოებით, 35,000 კანადური დოლარია", - ნათქვამია კანადის პოლიციის განცხადებაში.

ზოოპარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა The Globe and Mail-ს განუცხადა, რომ იქ 24-საათიანი დაცვის პოლიცია მუშაობს, მაგრამ იმ ღამით დაცვა გაუშვეს გაუსაძლისი ყინვის გამო.

პოლიციის ცნობით, ქურდებმა გაჭრეს გალია, რომელშიც დათვი იყო, ცხოველი გამოიყვანეს და სავარაუდოდ, ახლომდებარე მანქანაში მოათავსეს სპეციალური, შედარებით პატარა გალიით.

"დიდი პოლარული დათვის ქურდობა", - ასე აღწერენ სამართალდამცველები მომხდარს.