მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა" - "კაბუს" ადვოკატი
"ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა" - "კაბუს" ადვოკატი

ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, კახა აბუ­აშ­ვი­ლის, იგი­ვე „კა­ბუს“ ად­ვო­კა­ტის, და­ვით სა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩხრე­კის ოქმსა და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში ნივ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ფე­რებ­ში სხვა­ო­ბაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

„მე მაქვს ჩემი ეჭ­ვე­ბი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს ეს ნივ­თი­ე­რე­ბა ჩემი არ არი­სო, ვი­ღა­ცის ხომ არის?" - გა­ნა­ცხა­და სა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჩხრე­კის ოქ­მში გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ამო­ღე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბას მო­ყა­ვის­ფრო-მო­შა­ვოდ აღ­წერს, ექ­სპერ­ტი კი მას მოყ­ვი­თა­ლო-მო­შა­ვო ფე­რად.

ად­ვო­კა­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მას ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს, ვი­ა­ნი­დან ნივ­თის ფე­რის აღ­წე­რი­სას აშ­კა­რა კონ­ტრას­ტია და ჩხრე­კის ოქ­მში მი­თი­თე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის მო­ნა­ცე­მებ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დის.

„ფე­რე­ბის აღ­ქმის პრობ­ლე­მა არც პო­ლი­ცი­ელს და არც ექ­სპერტს არ უნდა ჰქონ­დეს, თუ ანო­მა­ლი­ას­თან არ გვაქვს საქ­მე. არა მხო­ლოდ კონ­ტრას­ტშია გან­სხვა­ვე­ბა, არა­მედ რა­ო­დე­ნო­ბა­შიც. ოქ­მში წე­რია რომ ამო­ღე­ბუ­ლია 1 ცალი მცი­რე ზო­მის პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი, ხოლო ექ­სპერ­ტის დას­კვნა­ში 2 ცალი ჩამ­კე­ტი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კია აღ­წე­რი­ლი. ეს ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბი­თი გან­მსა­ზღვრე­ლია”,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, დე­ტა­ლებ­ზე, რა­ზეც ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს, ექ­სპერ­ტი და­ი­კი­თხე­ბა და ის გას­ცემს პა­სუხს, რად­გან ად­ვო­კა­ტი არაა კომ­პე­ტენ­ტუ­რი რა ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვით ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა.

რაც შე­ე­ხე­ბა გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას, მას შემ­დეგ, რაც შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის ტექ­ნი­კა იქნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ შე­ძე­ნი­ლი, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა.

მო­სა­მარ­თლე ლე­ვან გე­ლო­ვან­მა ად­ვო­კატს მი­მარ­თა კი­თხვით, ხომ არ მოხ­და ნარ­კო­ტი­კის ე.წ. ჩა­დე­ბა, ად­ვო­კატ­მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე და­ინ­ტე­რეს­და, დაც­ვის მხა­რემ მი­მარ­თა თუ არას­პე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს.

„კახა აბუ­აშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, ჩვე­ნი რე­სურ­სით ვცდი­ლობთ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას, ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბაა რო­დის და სად წა­რად­გენს სა­ჩი­ვარს”,- გა­ნა­ცხა­და სა­ნა­ძემ.

მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის მხა­რის წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მეს და­ურ­თო.

კახა აბუ­აშ­ვი­ლის საქ­მე სა­სა­მარ­თლოს არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტომარი
6

ხელოვანი ადამიანია, ჩემპიონი პიროვნება! გაუშვით იფრინოს, იღუღუნოს.

ეჰ
0

პენსიონერი ცოლქმარი ღამის 11 საათზე,27 წლის ჯანიანმა ახალგაზრდამ,სასიკვდილოდ 2 ჯერ სცემა ქუჩაში,ქალს ფეხი მოტეხა და 2 ჯერ ოპერაცია დასჭირდა,სრულიად უცნობმა ადამიანის მსგავსმა არსებამ.კაცი კი სამუდამოდ დააინვალიდა/აი ასეთ "გმირს" 6 თვე მიუსაჯეს ციხე,ხომ წარმოგიდგენიათ უბრალო ადამიანები, როგორი დაუცველია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა" - "კაბუს" ადვოკატი

"ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა" - "კაბუს" ადვოკატი

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ადვოკატის, დავით სანაძის განცხადებით, ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობისას განაცხადა.

„მე მაქვს ჩემი ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ამბობს ეს ნივთიერება ჩემი არ არისო, ვიღაცის ხომ არის?" - განაცხადა სანაძემ.

მისივე თქმით, ჩხრეკის ოქმში გამომძიებელი ამოღებულ ნივთიერებას მოყავისფრო-მოშავოდ აღწერს, ექსპერტი კი მას მოყვითალო-მოშავო ფერად.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული მას ეჭვის შეტანის საფუძველს აძლევს, ვიანიდან ნივთის ფერის აღწერისას აშკარა კონტრასტია და ჩხრეკის ოქმში მითითებული მონაცემები ექსპერტიზის მონაცემებთან თანხვედრაში არ მოდის.

„ფერების აღქმის პრობლემა არც პოლიციელს და არც ექსპერტს არ უნდა ჰქონდეს, თუ ანომალიასთან არ გვაქვს საქმე. არა მხოლოდ კონტრასტშია განსხვავება, არამედ რაოდენობაშიც. ოქმში წერია რომ ამოღებულია 1 ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, ხოლო ექსპერტის დასკვნაში 2 ცალი ჩამკეტი პოლიეთილენის პარკია აღწერილი. ეს ფაქტები არსებითი განმსაზღვრელია”,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის თქმით, დეტალებზე, რაზეც ადვოკატი საუბრობს, ექსპერტი დაიკითხება და ის გასცემს პასუხს, რადგან ადვოკატი არაა კომპეტენტური რა ინსტრუმენტული კვლევით ჩატარდა ექსპერტიზა.

რაც შეეხება განმეორებით ექსპერტიზის ჩატარებას, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ექსპერტიზისთვის ტექნიკა იქნა დაწესებულების მიერ შეძენილი, ჩატარდა ექსპერტიზა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა ადვოკატს მიმართა კითხვით, ხომ არ მოხდა ნარკოტიკის ე.წ. ჩადება, ადვოკატმა დადებითი პასუხი გასცა.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე დაინტერესდა, დაცვის მხარემ მიმართა თუ არასპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

„კახა აბუაშვილი დაკავებული იყო, ის დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენი რესურსით ვცდილობთ უდანაშაულობის დამტკიცებას, ბრალდებულის უფლებაა როდის და სად წარადგენს საჩივარს”,- განაცხადა სანაძემ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაურთო.

კახა აბუაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.