ავტორი:

პუტინის საიდუმლო მამული კარელიის ტყეში, ლუდის ქარხნით, ჩანჩქერითა და ნავსადგურით - როგორ გამოიყურება ქონება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის "პირად ბანკირზეა" გაფორმებული

პუტინის საიდუმლო მამული კარელიის ტყეში, ლუდის ქარხნით, ჩანჩქერითა და ნავსადგურით - როგორ გამოიყურება ქონება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის "პირად ბანკირზეა" გაფორმებული

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ფინეთის საზღვართან უზარმაზარ მამულს ფლობს - რუსული საგამოძიებო ორგანიზაცია Dossier Centre-ის თანახმად, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ქონება დრონით გადაიღო, საიდუმლო კომპლექსი კარელიის ტყეებში მდებარეობს. გაურკვეველია, როგორ მოახერხეს გამოცემის ჟურნალისტებმა ტერიტორიაზე დრონით შეღწევა. ჩვეულებრივ, მასზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ნავით ან თვითმფრინავით.

მამულში განთავსებულია სამი შენობა: ბეღელი, "მეთევზეთა ქოხი" და "ბაღის სახლი." თითოეული მათგანი ძვირადღირებული ავეჯითაა მოწყობილი. მოსახლეობის თქმით, პუტინი იქაურობას წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობს.

”ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი აქ ისვენებს”, - ამბობს Dossier Centers-ის რეპორტიორი - ”მისი ვიზიტის დროს ადგილობრივ დაცვას FSO-ის თანამშრომლები ცვლიან (ფედერალური გვარდიის სამსახური), ტერიტორია კი მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული."

ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ნავსადგური და ლუდის ქარხანა. დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ჩანჩქერიც, რომელიც Dossier Center-ის მტკიცებით, ლადოგა სკერისის ეროვნულ პარკს ეკუთვნოდა, თუმცა ახლა პრეზიდენტის საკუთრებას წარმოადგენს. დრონმა მამულში ორი ვერტმფრენიც დააფიქსირა.

ქონება ოფიციალურად იური კოვალჩუკზეა გაფორმებული - აშშ-ის მთავრობა მას პუტინის "პირად ბანკირს" უწოდებს. მამულის მშენებლობა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1000 ჰექტარია.

პუტინს მის სახელზე დეკლარირებული ქონება ძალიან ცოტა აქვს. მათ შორისაა პატარა ბინა სანკტ-პეტერბურგში, 1950-იანი წლების, საბჭოთა ეპოქის ორი მანქანა, ერთი სატვირთო მანქანა და პატარა ავტოფარეხი...წყარო

ნახეთ ასევე: