მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ "ფორმულას" განმარტება გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა. აღნიშნულს ის სოციალურ ქსელში ეხმაურება. სავარაუდოდ, დაიხურა გადაცემა "დაკარგული დროც", რომლის ერთ-ერთ წამყვანი ლაშა ბუღაძე იყო.
"სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან... არჩევნებია წინო" - წერს ლაშა ბუღაძე.
"არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება. ეს „ფორმულასთვის“ მძიმე ფაქტია, ვინაიდან ამ არხის თითოეულ თანამშრომელს ყოველთვის კარგად ჰქონდა გააზრებული, სად მუშაობდა, რა რთულ მოცემულობაში უწევდა ყოფნა და რა იყო „ფორმულას“ მისია. ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს" - ნათქვმია "ფორმულას" განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე: