მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა - რატომ არ კარგავს ფაგები და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი აქტუალობას მსოფლიო მასშტაბით?
გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა - რატომ არ კარგავს ფაგები და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი აქტუალობას მსოფლიო მასშტაბით?

100 წლი­ა­ნი ის­ტო­რია, 1 000-ზე მეტი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფაგი, კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­სა თუ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ყო­ფილ 44 გვა­რი­სა და 180 ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­ხე­ო­ბის 12 000-ზე მეტ ბაქ­ტე­რი­ულ შტამს - ეს გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტია, რომ­ლის­კენ მო­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბაც უკვე სა­უ­კუ­ნეა არ ნელ­დე­ბა.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი 100 წელს ით­ვლის. სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ით „მიკ­რობ­თა ვირუ­სე­ბი“ აღ­ნიშ­ნა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 500-ზე მეტ­მა მეც­ნი­ერ­მა 61 ქვეყ­ნი­დან.

ინ­სტი­ტუ­ტში ამ­ჟა­მად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას, მათი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით და მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ზო­გა­დად, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ადა­მი­ან­თა და ცხო­ველ­თა სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ და საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფა­გე­ბი­სა და მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, თუმ­ცა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის და უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა მა­ინც არ იცის.

ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი ან ფაგი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ამორ­ჩე­ვით ანად­გუ­რებს ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებს. ის აქ­ტი­უ­რად მრავ­ლდე­ბა ბაქ­ტე­რი­ის შიგ­ნით და იწ­ვევს მის დაშ­ლას. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი ფარ­თოდ არი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში. თა­ვი­სი ცხო­ველ­ქმე­დე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­გე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ლო­გი­ურ პრო­ცეს­ში.

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ფა­გო­თე­რა­პია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

„ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­დე­გი­ა­ნია ქრო­ნი­კუ­ლი, მათ შო­რის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მდგრა­დი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს. ფაგი წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის ისეთ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს, რო­გო­რი­ცაა მაგ. მე­ტი­ცი­ლინ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი სტა­ფი­ლო­კო­კი (MRSA), ბეტა-ლაქ­ტა­მა­ზე­ბის წარ­მომ­ქმნე­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი (ESBL), კარ­ბა­პე­ნემ-რე­ზი­ტენ­ტუ­ლი (CRE) და ვან­კო­მი­ცინ-რე­ზის­ტენ­ტუ­ლი (VRE) შტა­მე­ბი, რაც დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ცი­ნის დი­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ფაგი, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბი­ო­ფილ­მე­ბის დროს, რო­დე­საც მე­დი­კა­მენ­ტის შეღ­წე­ვა ბი­ო­ფილ­მებ­ში ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ფა­გე­ბი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბით ინიშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს, ასე­თია მა­გა­ლი­თად, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი _ ქრო­ნი­კუ­ლი ფა­რინ­გი­ტი, ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტე­ბი, ბრონ­ქო-ექ­ტა­ზი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ქი­რურ­გი­ა­ში - პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ფის­ტუ­ლე­ბი, კა­ნის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სა­შარ­დე სის­ტე­მის მხრივ ქრო­ნი­კუ­ლი ცის­ტი­ტი, პროს­ტა­ტი­ტი, თირკმლის ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ყელ-ყურ ცხვი­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი გე­ნე­ზის შემ­თხვე­ვე­ბი და სხვა. ფა­გის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევს გვერ­დით მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რა­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა და ა.შ. ეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ვირუ­სი, ასე­ვე ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში ნორ­მა­ლუ­რი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და აღ­დგე­ნას. სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფა­გე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას არ აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და სწო­რედ ეს არის მისი უნი­კა­ლუ­რო­ბის ერთ–ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი“ - გან­მარ­ტავს მზია ქუ­თა­თე­ლა­ძე.

სა­ინ­ტე­რე­სოა ფა­გე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რი­აც. 1919-1921 წლებ­ში გი­ორ­გი ელი­ა­ვა მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც იმ­ხა­ნად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სწავ­ლუ­ლე­ბი: ემილ რუ, შარლ ნი­კო­ლი, ალ­ბერ კალ­მე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მე­გობ­რო­ბა ფე­ლიქს დე­რელ­თან, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და დი­ზენ­ტე­რი­ის ეტი­ო­ლო­გი­ა­სა და პა­თო­გე­ნეზს, მან შე­ამ­ჩნია გა­მო­ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის ლი­ზი­სი - დაშ­ლა, ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა "აგენ­ტი,“ რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ებს შლის და მას დე­რელ­მა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი - "მიკ­რობ­თა შთამ­ნთქმე­ლი“ უწო­და.

გი­ორ­გი ელი­ა­ვამ, ჯერ კი­დევ პა­რიზ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თბი­ლი­სის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, ფე­ლიქს დე­რე­ლის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ბაქ­ტე­რი­ო­ფაგ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა სპე­ცი­ფი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა - ლი­ზი­ნი. ელი­ა­ვა ფა­გის ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მად აღი­ა­რე­ბის მომ­ხრე იყო. ეს ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პი ჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო. დე­რე­ლი და ელი­ა­ვა ამ თე­ო­რი­ით ბევ­რად წინ უს­წრებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს.

პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში ყოფ­ნი­სას, ელი­ა­ვას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა დე­რე­ლის კვლე­ვე­ბის სის­წო­რე, რაც შემ­დგომ­ში სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მათ ხან­გრძლივ და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

1921 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. პა­რი­ზი­დან მან თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აღ­ჭურ­ვის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­მა თა­ვის ნი­ჭი­ერ თა­ნამ­შრო­მელს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა, მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად. გარ­და ამი­სა, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­მა გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ვაქ­ცი­ნე­ბი, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა, უამ­რა­ვი გა­მო­ცე­მა/ჟურ­ნა­ლი და წიგ­ნი უცხო­ურ ენებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღე­საც ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის უნი­კა­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შია და­ცუ­ლი.

1923 წელს, გი­ორ­გი ელი­ა­ვას თა­ოს­ნო­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რია გა­და­კეთ­და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მელ­საც ჰქონ­და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე სა­წარ­მოო პრო­ფი­ლის მქო­ნე გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ელი­ა­ვა ერ­თმა­ნეთს უხა­მებ­და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მან, რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, თვალ­სა­ჩი­ნო როლი ითა­მა­შა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სწო­რედ ეს ინ­სტი­ტუ­ტი აღ­ნიშ­ნავს 100 წლის იუ­ბი­ლეს. ამ­ჟა­მად ინ­სტი­ტუ­ტი, მას­თან ასო­ცი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად წარ­მო­ად­გენს ე.წ. ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უმს, რო­მე­ლიც ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კერ­ძოდ, ერ­თსა და იმა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­მოყ­რი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი - სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და აფ­თი­ა­ქი. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­ერ­თო იდე­ე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის გარ­შე­მო, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ეფექ­ტურ, ფაგ­ზე-და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბას. დღეს ინ­სტი­ტუ­ტი და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხელს ატა­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა - რატომ არ კარგავს ფაგები და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი აქტუალობას მსოფლიო მასშტაბით?

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 100 წლისაა - რატომ არ კარგავს ფაგები და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი აქტუალობას მსოფლიო მასშტაბით?

100 წლიანი ისტორია, 1 000-ზე მეტი რეგისტრირებული ფაგი, კოლექცია, რომელიც მოიცავს საქართველოსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოყოფილ 44 გვარისა და 180 ბაქტერიული სახეობის 12 000-ზე მეტ ბაქტერიულ შტამს - ეს გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტია, რომლისკენ მომართული მსოფლიო ყურადღებაც უკვე საუკუნეა არ ნელდება.

გიორგი ელიავას მიერ დაარსებული ინსტიტუტი 100 წელს ითვლის. საიუბილეო თარიღი კი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „მიკრობთა ვირუსები“ აღნიშნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მეცნიერმა 61 ქვეყნიდან.

ინსტიტუტში ამჟამად ხორციელდება მრავალი საერთაშორისო პროექტი, რომლებიც ბაქტერიოფაგების დეტალურ შესწავლას, მათი სხვადასხვა მიზნით და მიმართულებით გამოყენებას გულისხმობს. ზოგადად, ისინი გამოიყენება როგორც ადამიანთა და ცხოველთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

საქართველოში, ფართო საზოგადოებაში ფაგებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ ცნობადობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მათი ფუნქციონირების მექანიზმის და უნიკალური მახასიათებლების შესახებ ბევრმა მაინც არ იცის.

ბაქტერიოფაგი ან ფაგი არის ვირუსი, რომელიც ამორჩევით ანადგურებს ბაქტერიულ უჯრედებს. ის აქტიურად მრავლდება ბაქტერიის შიგნით და იწვევს მის დაშლას. ბაქტერიოფაგები ფართოდ არიან გავრცელებული გარემოში. თავისი ცხოველქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაგები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პროცესში.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე განმარტავს, რომ ფაგოთერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც გამოიყენება პათოგენური ბაქტერიებით გამოწვეული სხვადასხვა ინფექციური დაავადების წინააღმდეგ.

„ფაგებით მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია ქრონიკული, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების დროს. ფაგი წარმატებით ებრძვის ისეთ მავნე ბაქტერიებს, როგორიცაა მაგ. მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკი (MRSA), ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი ბაქტერიები (ESBL), კარბაპენემ-რეზიტენტული (CRE) და ვანკომიცინ-რეზისტენტული (VRE) შტამები, რაც დღევანდელი მედიცინის დილემას წარმოადგენს. ფაგი, ასევე გამოიყენება ბაქტერიული ბიოფილმების დროს, როდესაც მედიკამენტის შეღწევა ბიოფილმებში ძალიან გართულებულია. მარტივად რომ ვთქვათ, ფაგები სამკურნალო საშუალებებია, რომლებიც წარმატებით ინიშნება სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის დროს, ასეთია მაგალითად, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები _ ქრონიკული ფარინგიტი, ქრონიკული ბრონქიტები, ბრონქო-ექტაზიური დაავადება, ქირურგიაში - პოსტოპერაციული ქირურგიული გართულებები, ფისტულები, კანის ინფექციური დაავადებები, საშარდე სისტემის მხრივ ქრონიკული ცისტიტი, პროსტატიტი, თირკმლის ინფექციური პათოლოგიები, გინეკოლოგიური დაავადებები, ყელ-ყურ ცხვირის ინფექციური გენეზის შემთხვევები და სხვა. ფაგის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მაგალითად, ალერგიული რეაქციები, ნორმალურ მიკროფლორაზე უარყოფითი ზემოქმედება და ა.შ. ეს ბაქტერიული ვირუსი, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური ბაქტერიული ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენას. სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, ფაგებით მკურნალობას არ აქვს გვერდითი მოვლენები და სწორედ ეს არის მისი უნიკალურობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი“ - განმარტავს მზია ქუთათელაძე.

საინტერესოა ფაგების აღმოჩენის ისტორიაც. 1919-1921 წლებში გიორგი ელიავა მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც იმხანად მოღვაწეობდნენ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სწავლულები: ემილ რუ, შარლ ნიკოლი, ალბერ კალმეტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა და მეგობრობა ფელიქს დერელთან, რომელიც იკვლევდა დიზენტერიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, მან შეამჩნია გამოყოფილი კულტურის ლიზისი - დაშლა, ასე აღმოაჩინა "აგენტი,“ რომელიც ბაქტერიებს შლის და მას დერელმა ბაქტერიოფაგი - "მიკრობთა შთამნთქმელი“ უწოდა.

გიორგი ელიავამ, ჯერ კიდევ პარიზში გამგზავრებამდე, თბილისის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის დროს, ფელიქს დერელისგან დამოუკიდებლად, ბაქტერიოფაგში აღმოაჩინა სპეციფიკური ნივთიერება - ლიზინი. ელიავა ფაგის ცოცხალ ორგანიზმად აღიარების მომხრე იყო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ელექტრონული მიკროსკოპი ჯერ აღმოჩენილი არ იყო. დერელი და ელიავა ამ თეორიით ბევრად წინ უსწრებდნენ თანამედროვეებს.

პასტერის ინსტიტუტში ყოფნისას, ელიავას საშუალება მიეცა გაემეორებინა და დაემტკიცებინა დერელის კვლევების სისწორე, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მათ ხანგრძლივ და მჭიდრო თანამშრომლობას.

1921 წელს გიორგი ელიავა სამშობლოში დაბრუნდა. პარიზიდან მან თბილისში ჩამოიტანა ძვირადღირებული მოწყობილობები, რომელიც აუცილებელი იყო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვისთვის. აღნიშნული აპარატურა პასტერის ინსტიტუტმა თავის ნიჭიერ თანამშრომელს საჩუქრად გადასცა, მისი მეცნიერული პოტენციალის აღიარების ნიშნად. გარდა ამისა, პასტერის ინსტიტუტმა გიორგი ელიავას საჩუქრად გადასცა ვაქცინები, ასევე სამეცნიერო ლიტერატურა, უამრავი გამოცემა/ჟურნალი და წიგნი უცხოურ ენებზე, რომლებიც დღესაც ელიავას ინსტიტუტის უნიკალურ ბიბლიოთეკაშია დაცული.

1923 წელს, გიორგი ელიავას თაოსნობით, ლაბორატორია გადაკეთდა ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტად, რომელსაც ჰქონდა როგორც სამეცნიერო, ისე საწარმოო პროფილის მქონე განყოფილებები. ელიავა ერთმანეთს უხამებდა სამეცნიერო მუშაობასა და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას. მან, როგორც ამ ინსტიტუტის დირექტორმა, თვალსაჩინო როლი ითამაშა საქართველოში მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის განვითარებაში.

სწორედ ეს ინსტიტუტი აღნიშნავს 100 წლის იუბილეს. ამჟამად ინსტიტუტი, მასთან ასოცირებულ დაწესებულებებთან ერთად წარმოადგენს ე.წ. ელიავას კონსორციუმს, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს, კერძოდ, ერთსა და იმავე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი. ეს ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო, უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, ეფექტურ, ფაგზე-დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებას. დღეს ინსტიტუტი და მასთან ასოცირებული ყველა დაწესებულება გიორგი ელიავას სახელს ატარებს.