პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე ვისი შეცვლაც გადაწყვეტილია, თავდაცვის მინისტრია... როგორც ვიცი, თეა წულუკიანი სამინისტროს შეცვლას არ აპირებს" - რა არის ცნობილი ახალი მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაზე?
"ამ ეტაპზე ვისი შეცვლაც გადაწყვეტილია, თავდაცვის მინისტრია... როგორც ვიცი, თეა წულუკიანი სამინისტროს შეცვლას არ აპირებს" - რა არის ცნობილი ახალი მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაზე?

რო­გორც და­ა­ნონსდა, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი მთავ­რო­ბა ეყო­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ნის­ტრე­ბის კან­დი­და­ტუ­რე­ბი არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი გა­და­ხა­ლის­დე­ბა და მა­გა­ლი­თად, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი და­ი­ნიშ­ნე­ბა, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ტო­ვებს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტს და იუს­ტი­ცი­ის უწყე­ბას ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში.

  • ამა­ვე ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი დე­პუ­ტა­ტი ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნი გახ­დე­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ჩა­ი­ბა­რებს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად კი ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე და­ი­ნიშ­ნე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პოსტს და­ტო­ვებს ვიცე-პრე­მი­ე­რი და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი. თუმ­ცა მის შემ­ცვლელ­ზე, ისე­ვე რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრო­ბის ახალ კან­დი­და­ტუ­რა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ე­ხე­ბათ მხო­ლოდ ძა­ლო­ვან უწყე­ბებს - შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბებს შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.

AMBEBI.GE-ს სან­დო წყა­რო "ოც­ნე­ბი­დან" უყ­ვე­ბა:

"რა თქმა უნდა, ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი და მი­ნის­ტრე­ბი სჭირ­დე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბი­ან, თუმ­ცა მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის შეც­ვლა ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩა­მოთ­ვლი­ლი­დან არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, თუნ­დაც ეს კან­დი­და­ტუ­რე­ბი ვი­ხი­ლოთ მო­მა­ვალ­ში მი­ნის­ტრე­ბად, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი, ვისი შეც­ვლაც გა­და­წყვე­ტი­ლია, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეა, რო­მელ­საც ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს. ამ ეტაპ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მხო­ლოდ თავ­დაც­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, სა­გა­რეო და სხვა და­ნარ­ჩე­ნი მი­ნის­ტრე­ბი ასე უცებ არ შე­იც­ვლე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ანს, რო­გორც ვიცი, ის სა­მი­ნის­ტროს შეც­ვლას არ აპი­რებს და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად დარ­ჩე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ უნდა გა­და­ვი­დეს თეა იუს­ტი­ცი­ა­ში", - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
4

კომედი შოუ N2 რატომ იტანს ქართველი ამდენ თავლაფდასხმას?

მარიამი
4

ვერ გავიგე, თუ ერთი სამსახურიდან გადააყენებენ, მაშინვე სხვა სამსახურს აძლევენ, სულ ერთი და იგივე ადამიანები, რატომ არიან დასაქმებულები? ცოტახანი მაინც დატოვეთ ხელფასის გარეშე და ნახონ, როგორია შემოსავლის გარეშე ცხოვრება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ამ ეტაპზე ვისი შეცვლაც გადაწყვეტილია, თავდაცვის მინისტრია... როგორც ვიცი, თეა წულუკიანი სამინისტროს შეცვლას არ აპირებს" - რა არის ცნობილი ახალი მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაზე?

"ამ ეტაპზე ვისი შეცვლაც გადაწყვეტილია, თავდაცვის მინისტრია... როგორც ვიცი, თეა წულუკიანი სამინისტროს შეცვლას არ აპირებს" - რა არის ცნობილი ახალი მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაზე?

როგორც დაანონსდა, საქართველოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი მთავრობა ეყოლება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ჯერჯერობით, ოფიციალურად მინისტრების კანდიდატურები არ დასახელებულა, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, მინისტრთა კაბინეტი გადახალისდება და მაგალითად, თავდაცვის მინისტრად დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნება, თეა წულუკიანი დატოვებს კულტურის მინისტრის პოსტს და იუსტიციის უწყებას ჩაუდგება სათავეში.

  • ამავე ვერსიის მიხედვით, კულტურის მინისტრი დეპუტატი ბექა დავითულიანი გახდება, ჯანდაცვის სამინისტროს არჩილ თალაკვაძე ჩაიბარებს, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება.

არსებული ინფორმაციით, პოსტს დატოვებს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თუმცა მის შემცვლელზე, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრობის ახალ კანდიდატურაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. კულუარული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებები არ შეეხებათ მხოლოდ ძალოვან უწყებებს - შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

AMBEBI.GE-ს სანდო წყარო "ოცნებიდან" უყვება:

"რა თქმა უნდა, ახალ პრემიერ-მინისტრს თავისი კაბინეტი და მინისტრები სჭირდება და დროთა განმავლობაში მოქმედები აუცილებლად შეიცვლებიან, თუმცა მთავრობის შემადგენლობის შეცვლა ეტაპობრივად განხორციელდება. ჩამოთვლილიდან არაა გამორიცხული, თუნდაც ეს კანდიდატურები ვიხილოთ მომავალში მინისტრებად, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი, ვისი შეცვლაც გადაწყვეტილია, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა, რომელსაც ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ამ ეტაპზე დადასტურებულად მხოლოდ თავდაცვაზე შეიძლება ლაპარაკი, საგარეო და სხვა დანარჩენი მინისტრები ასე უცებ არ შეიცვლებიან. რაც შეეხება თეა წულუკიანს, როგორც ვიცი, ის სამინისტროს შეცვლას არ აპირებს და კულტურის მინისტრად დარჩება. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გადავიდეს თეა იუსტიციაში", - გვეუბნება წყარო.