პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა ისტორიული მომენტი იქნება" - შალვა პაპუაშვილი
"ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა ისტორიული მომენტი იქნება" - შალვა პაპუაშვილი

"რა თქმა უნდა, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და სხვა­ნა­ი­რი ინ­ტე­რაქ­ცი­აა, როცა ყო­ფი­ლი კო­ლე­გა გა­და­დის მთავ­რო­ბა­ში, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბი გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ა­ში", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ისა­უბ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა­ზე.

მისი თქმით, თუ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გახ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უკვე ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თა­ვად ახ­სნა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რა­ტომ ტო­ვებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს და რა­ტომ ინაც­ვლებს პარ­ტი­ა­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს, ვფიქ­რობ, ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე [მგო­ნი, ოპო­ზი­ცი­აც თან­ხმდე­ბა], რომ ეს სამი წელი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე გა­რე­მო­ში, რაც ჩვენს გარ­შე­მოა უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ - ომე­ბი, კონ­ფლიქ­ტე­ბი, მათ შო­რის პან­დე­მი­ის ბოლო ეტა­პი და­ემ­თხვა მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო ის­ტო­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბი ჰქო­ნო­და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­ხით და ასე­ვე, ის­ტო­რი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სამი წელი იყო ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე დრო და მან თა­ვად ახ­სნა, რა­ტო­მაც მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, კან­დი­და­ტუ­რა ხვალ, პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. რა თქმა უნდა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არის ის კან­დი­და­ტუ­რა, რო­მელ­ზეც პარ­ტია მსჯე­ლობს. აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ერთ რა­მეს გა­ეს­ვას ხაზი, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გახ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ესეც იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი. სხვა კან­დი­და­ტუ­რა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ვი­ნა­ი­დან, პირ­ვე­ლად, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ვი­და სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის წყო­ბა­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წა­მო­ვა რე­ა­ლუ­რად სა­პარ­ლა­მენ­ტო წი­ა­ღი­დან. პრინ­ციპ­ში, ეს არის მი­ზა­ნი და იდეა სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი­სა, რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შემ­დეგ არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი მთავ­რო­ბა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხით, თუ სხვა სა­ხით. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს ახალ დი­ნა­მი­კას შეს­ძენს პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას. ვფიქ­რობ, ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა და გარ­კვე­ულ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­ში ეტყო­ბათ კი­დეც, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ყო­ფი­ლი კო­ლე­გა, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბი გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ა­ში, შემ­დეგ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა და სხვა­ნა­ი­რი ინ­ტე­რაქ­ცი­აა, რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნი არის მთავ­რო­ბა­ში ზო­გა­დად მი­ნის­ტრის სა­ხით იქ­ნე­ბა, თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხით და სხვა დი­ნა­მი­კას შეს­ძენს. სხვა­თა შო­რის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ, რომ ბევ­რმა ოპო­ზი­ცი­ი­და­ნაც იგ­რძნო ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, ყო­ფილ წევ­რებს სხვა­ნა­ი­რად ეს­მით ერ­თმა­ნე­თის, ადა­მი­ან­მა იცის შიდა პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მი­დის და ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, ამ მხრი­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ ვის წა­იყ­ვანს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად პარ­ლა­მენ­ტი­დან და მათ შო­რის არი­ან თუ არა ბექა და­ვი­თუ­ლი­ა­ნი და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა და­ა­სა­ხე­ლოს სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი, ამი­ტომ ასეთ სპე­კუ­ლა­ცი­ებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს.

"ეს მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა და მე მგო­ნი, ყვე­ლამ უნდა და­ვი­ტო­ვოთ უფ­ლე­ბა, რომ მან იფიქ­როს და მან გა­აჟ­ღე­როს, თუ რო­გორ ხე­დავს ის თა­ვის კა­ბი­ნეტს“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მთავ­რო­ბა არის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მთავ­რო­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტი­ის იდეა ეს არის, ამი­ტომ აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მოძ­რა­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია.

„რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ამა­ვე დროს არი­ან ხოლ­მე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბიც. ასე რომ, ეს არის სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­მოკ­რა­ტია, რომ­ლის მომსწრე­ნიც ჩვენ ვხვდე­ბით, თა­ვის მხრივ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის სა­ხით,“ - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

ისტორიული კი არა გლამურული.

ბუბა
0

უბედურება იმაშია რომ ვერ ხვდებით კობახიძეს რეიტინგი მინუსში აქვს, ღარიბაშვილს კორუმპირებულს თუ არაკორუმპირებულს სამჯერ დიდი რეიტინგი ქონდა, აქ სხვა რაფაცა ხდება, ბიძო არჩევნების გაყალბების მობილიზაციისთვის ემზადება და სჭირდება რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთი კაცისგან მიიღოს პატაკი, კობახიძე ამით ორივეს გააკონტროლებს. მაგრამ არ იცოთ რომ თავადაც ივანიშვილის რეიტინგი განახევრდა ქვეყანაში, რაც მაგან ხალხი აბოლა არც გამსახურდიას, შევარდნაძეს და სააკაშვილს არ უბოლებია ერთად! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა ისტორიული მომენტი იქნება" - შალვა პაპუაშვილი

"ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა ისტორიული მომენტი იქნება" - შალვა პაპუაშვილი

"რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და სხვანაირი ინტერაქციაა, როცა ყოფილი კოლეგა გადადის მთავრობაში, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში და პოლიტიკურ დისკუსიაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენაზე.

მისი თქმით, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ისტორიული მომენტი იქნება.

რაც შეეხება უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რატომ ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და რატომ ინაცვლებს პარტიაში.

"რაც შეეხება მის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ვფიქრობ, ყველა თანხმდება იმაზე [მგონი, ოპოზიციაც თანხმდება], რომ ეს სამი წელი გამორჩეული იყო პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით, საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად, იმ გამოწვევებით სავსე გარემოში, რაც ჩვენს გარშემოა უსაფრთხოების მხრივ - ომები, კონფლიქტები, მათ შორის პანდემიის ბოლო ეტაპი დაემთხვა მის პრემიერ-მინისტრობას, მისი ხელმძღვანელობით საქართველომ შეძლო ისტორიული პოლიტიკური მიღწევები ჰქონოდა კანდიდატის სტატუსის სახით და ასევე, ისტორიული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ეს სამი წელი იყო ძალიან წარმატებული, გამოწვევებით სავსე დრო და მან თავად ახსნა, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, კანდიდატურა ხვალ, პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ ვის წაიყვანს ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად პარლამენტიდან და მათ შორის არიან თუ არა ბექა დავითულიანი და ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა დაასახელოს საკუთარი კაბინეტის წევრები, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე კომენტარს არ გააკეთებს.

"ეს მისი პრეროგატივაა და მე მგონი, ყველამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ მან იფიქროს და მან გააჟღეროს, თუ როგორ ხედავს ის თავის კაბინეტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და საპარლამენტო დემოკრატიის იდეა ეს არის, ამიტომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მოძრაობა ბუნებრივია.

„რიგ შემთხვევებში, მთავრობის წევრები ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრებიც. ასე რომ, ეს არის სწორედ ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხვდებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.