მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება, რა თანამდებობა შესთავაზა ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის - რას წერს The Economist
ცნობილი ხდება, რა თანამდებობა შესთავაზა ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის - რას წერს The Economist

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალს, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის გა­ნუ­ცხა­და, რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას The Economist-ი ავ­რცე­ლებს.

  • ზო­გი­ერ­თი წყა­როს ცნო­ბით, გე­ნე­რალს შეს­თა­ვა­ზეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდივ­ნის პოს­ტი, თუმ­ცა მან უარი გა­ნა­ცხა­და. The Economist-ი წერს, რომ მთა­ვარ­სარ­დლის პოსტზე სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის მე­თა­უ­რი, ალექ­სან­დრე სირსკი და უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი კი­რილ ბუ­და­ნო­ვი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ სირსკი არ­მი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი ოფი­ცე­რია, მაგ­რამ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­მართ მის­მა მკაცრ­მა მიდ­გო­მამ არ­მი­ის რი­გებ­ში არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და.

The Economist-ი წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რის გა­და­ყე­ნე­ბა სა­კა­მა­თო თემა და ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი იქ­ნე­ბა რუ­სეთ­თან უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტში. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, რომ ზა­ლუ­ჟ­ნის შეც­ვლა სურს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ასე არ არის. „უბ­რა­ლოდ, შე­საძ­ლოა, მისი შემ­ცვლე­ლი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა“, - წერს The Economist-ი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდივ­ნის პოს­ტი შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა უარი გა­ნა­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, ზა­ლუ­ჟ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რამ­ზე" უკ­რა­ი­ნულ არ­ხებ­ში ორი დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია. წერ­დნენ, რომ იმა­ვე სა­ღა­მოს, ზე­ლენ­სკი შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და, ზე­ლენ­სკიმ მარ­თლაც გა­მარ­თა ბრი­ფინ­გი, თუმ­ცა ზა­ლუ­ჟ­ნის შე­სა­ხებ არ უსა­უბ­რია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში ზა­ლუ­ჟ­ნი­სა და ზე­ლენ­სკის შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­სა­ჯა­როვ­და ინ­ფორ­მა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
1

დღესდღეობით უკრაინის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს

უმაღლესი ხელმძღვანელობაა:

 - საბჭოს თავმჯდომარე: ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი;

 - საბჭოს მდივ­ანი: ალექსეი დანილოვი.

გამოდის, რომ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის შესთავაზა პოსტი, რომელიც დღეს დანილოვს უკავია.

საინტერესოა თუ რას უპირებს თვით დანილოვს?

არსებული ინფორმაციებით დღევანდელ დღემდე დანილოვს მოიაზრებდნენ ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე...

გუშინდელი ინფორმაციებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ) უფროსმა-გენერალმა ბუდანოვმა და შემდეგ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა-გენერალმა სირსკიმ უარი განაცხადეს ზელენსკის წინადადებაზე დაეკავებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი.

ასე რომ კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები თუ ვინ გახდება მთავარსარდალი????

პ.ს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უკრაინაში ზალუჟნის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზელენსკის.

`
3

კაი არაფერი:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცნობილი ხდება, რა თანამდებობა შესთავაზა ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის - რას წერს The Economist

ცნობილი ხდება, რა თანამდებობა შესთავაზა ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის - რას წერს The Economist

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, - ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.

  • ზოგიერთი წყაროს ცნობით, გენერალს შესთავაზეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი, თუმცა მან უარი განაცხადა. The Economist-ი წერს, რომ მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სირსკი არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია, მაგრამ საომარი მოქმედებების მიმართ მისმა მკაცრმა მიდგომამ არმიის რიგებში არაპოპულარული გახადა.

The Economist-ი წერს, რომ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის გადაყენება საკამათო თემა და ასევე გადამწყვეტი მომენტი იქნება რუსეთთან უკრაინის კონფლიქტში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ ზალუჟნის შეცვლა სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე არ არის. „უბრალოდ, შესაძლოა, მისი შემცვლელი ჯერ არ გამოჩენილა“, - წერს The Economist-ი.

გამოცემის ცნობით, ვალერი ზალუჟნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ "ტელეგრამზე" უკრაინულ არხებში ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია. წერდნენ, რომ იმავე საღამოს, ზელენსკი შესაბამის განცხადებას გააკეთებდა, ზელენსკიმ მართლაც გამართა ბრიფინგი, თუმცა ზალუჟნის შესახებ არ უსაუბრია.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში ზალუჟნისა და ზელენსკის შეხვედრის დეტალების შესახებ გასაჯაროვდა ინფორმაცია.