სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით..." - ალეკო ელისაშვილი
"ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით..." - ალეკო ელისაშვილი

"ლე­ლოს“ რა სი­ცან­ცა­რე სჭირს, ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი , - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ლე­ლოს" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის 9 რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რას არ დას­წრე­ბო­და.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვი­სით არა­ფერს დათ­მობს, თუ ოპო­ზი­ცია ბრძო­ლა­ში არ შეჰ­ყვა.

"ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რა იყო, იმი­ტომ, რომ იყო აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლა. არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რა­ღა­ცე­ბიც თქვეს და არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლიც. ეს იყო ძა­ლი­ან წყნა­რი და მშვი­დი დის­კუ­სია. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რად­გან კა­მე­რე­ბი არ იყო, ქუ­ლებს ვე­რა­ვინ ვერ ჩა­ი­წერ­და და ცოტა მო­სა­წყე­ნიც კი იყო, მაგ­რამ სა­მუ­შაო ამ­ბა­ვია. შევ­თან­ხმდით, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი მო­თელ­ვა, ორ კვი­რა­ში შევ­ხვდე­ბით.

რამ­დენ­საც მი­აწ­ვე­ბი, იმ­დენს წა­გ­ლეჯ რა­ღა­ცას. თვი­თონ რა­ტომ და­გით­მობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, თუ პირ­და­პირ ბრძო­ლა­ში არ შე­ყე­ვი, გა­ე­ცა­ლე და თქვი, რომ ესე­ნი მა­ინც არა­ფერს არ იზა­მენ? ბო­დი­ში, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის რე­კო­მენ­და­ცი­აა ეს ოხე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­გა­რეო და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

"არა­ფერ ცვლი­ლე­ბას არ ვე­ლო­დე­ბი. ორი­ვე ირაკ­ლი ერ­თნა­ი­რად სა­ზი­ზღრად ლა­პა­რა­კობ­და და­სავ­ლეთ­ზე და ოპო­ზი­ცი­ა­ზე და ა.შ.. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ზო­გა­დად არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ კო­ბა­ხი­ძეც არ წა­იყ­ვანს თა­ვის შვი­ლებს თვითმფრი­ნა­ვით და არ ასე­ირ­ნებს აქეთ-იქით სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე. იმე­დი მაქვს, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ. მის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ასე არ მო­იქ­ცეს. ქვეყ­ნის­თვის არა­ფე­რი არ შე­იც­ვლე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კურ­სით კი არ შე­წუხ­და ან სხვა რა­ღა­ცით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წკეპ­ლით გა­მო­ვი­და და ფე­ხებ­ში ურტყამს "ოც­ნე­ბის“ ტი­პებს. ეუბ­ნე­ბა: თქვენ ხომ არ გგო­ნი­ათ, მარ­თლა მმარ­თვე­ლი პარ­ტია ხართ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი იყა­ვით სი­ნამ­დვი­ლე­ში. ჩემი აზ­რით, ბრჭყა­ლე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და და­ე­რია შიგ­ნით. გა­ექ­ცა ცოტა სა­და­ვე­ე­ბი და ამ სა­და­ვე­ებს ქა­ჩავს ახლა ძა­ლი­ან მყა­რად“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
13

ბიძოს ბრჭყალებს თავი დაანებეთ და თქვენ ფრჩხილებს მიხედეთ უცებ არსად მოგტყდეთ, მაააააააააააააააააააააააააააშ

ოთარი
5

ეს არსება უფრო უმატებს გარეწრობას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით..." - ალეკო ელისაშვილი

"ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით..." - ალეკო ელისაშვილი

"ლელოს“ რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები , - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" გადაწყვეტილებას, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დასწრებოდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება“ თავისით არაფერს დათმობს, თუ ოპოზიცია ბრძოლაში არ შეჰყვა.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არგუმენტირებული რაღაცებიც თქვეს და არაარგუმენტირებულიც. ეს იყო ძალიან წყნარი და მშვიდი დისკუსია. უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, რადგან კამერები არ იყო, ქულებს ვერავინ ვერ ჩაიწერდა და ცოტა მოსაწყენიც კი იყო, მაგრამ სამუშაო ამბავია. შევთანხმდით, რომ ეს იყო პირველი მოთელვა, ორ კვირაში შევხვდებით.

რამდენსაც მიაწვები, იმდენს წაგლეჯ რაღაცას. თვითონ რატომ დაგითმობს "ქართული ოცნება“, თუ პირდაპირ ბრძოლაში არ შეყევი, გაეცალე და თქვი, რომ ესენი მაინც არაფერს არ იზამენ? ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის რეკომენდაციაა ეს ოხერი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

"არაფერ ცვლილებას არ ველოდები. ორივე ირაკლი ერთნაირად საზიზღრად ლაპარაკობდა დასავლეთზე და ოპოზიციაზე და ა.შ.. "ქართულ ოცნებაში“ ზოგადად არაფერი შეიცვლება, თუმცა იმედი მაქვს, რომ კობახიძეც არ წაიყვანს თავის შვილებს თვითმფრინავით და არ ასეირნებს აქეთ-იქით სახელმწიფოს ხარჯზე. იმედი მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ. მისთვის უკეთესი იქნება ასე არ მოიქცეს. ქვეყნისთვის არაფერი არ შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური კურსით კი არ შეწუხდა ან სხვა რაღაცით, ბიძინა ივანიშვილი წკეპლით გამოვიდა და ფეხებში ურტყამს "ოცნების“ ტიპებს. ეუბნება: თქვენ ხომ არ გგონიათ, მართლა მმართველი პარტია ხართ, პრემიერ-მინისტრები იყავით სინამდვილეში. ჩემი აზრით, ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით. გაექცა ცოტა სადავეები და ამ სადავეებს ქაჩავს ახლა ძალიან მყარად“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ასევე: