სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორბანი აცხადებს რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებას, მაკრონის თქმით კი, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-დან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის
ორბანი აცხადებს რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებას, მაკრონის თქმით კი, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-დან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც 1-ელ თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა ბრი­უ­სელ­ში, წევ­რი ქვეყ­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "დრო­უ­ლი, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და მყა­რი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ“ უკ­რა­ი­ნას. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, პრო­ექ­ტში ჯერ ღიად არის დარ­ჩე­ნი­ლი, და­თან­ხმდე­ბი­ან თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის ფონდში კი­დევ 5 მი­ლი­არ­დი ევ­როს შე­ტა­ნას. ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო უნ­გრე­თი, მაგ­რამ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა ფრან­გულ გა­მო­ცე­მა Le Point-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ ხელს არ შე­უშ­ლის უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის პა­კეტ­ზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას.

"ევ­რო­პა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის და­სუს­ტე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის კომ­პენ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს", - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა შვე­დეთ­ში ვი­ზი­ტის დროს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ულფ კრის­ტერ­სონ­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მაკ­რო­ნის თქმით, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი მზად უნდა იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნას “გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში” და­უ­ჭი­რონ მხა­რი და ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, თუ ასე მოხ­დე­ბა.

“ისე უნდა დავ­გეგ­მოთ ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი, რომ თუ აშშ თა­ვის სუ­ვე­რე­ნულ არ­ჩე­ვანს მი­ი­ღებს და დახ­მა­რე­ბას შე­ა­ჩე­რებს ან შე­ამ­ცი­რებს მას, ამან ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს”, - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­გრეს­ში მიმ­დი­ნა­რე და­ვე­ბის გამო უკ­რა­ი­ნის­თვის ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის შე­ჩე­რე­ბა უკვე გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე იგ­რძნო­ბა ბრძო­ლის ველ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
1

რა მოდუნებაააა უფრო აქტიურად აქტიურად

დავით
13

ყოჩაღ მაკრონ!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ორბანი აცხადებს რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებას, მაკრონის თქმით კი, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-დან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის

ორბანი აცხადებს რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებას, მაკრონის თქმით კი, ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-დან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირებისთვის

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება ბრიუსელში, წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას "დროული, პროგნოზირებადი და მყარი სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ“ უკრაინას. ამასთანავე, როგორც გამოცემა წერს, პროექტში ჯერ ღიად არის დარჩენილი, დათანხმდებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დახმარების ფონდში კიდევ 5 მილიარდი ევროს შეტანას. ამის წინააღმდეგი იყო უნგრეთი, მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ხელს არ შეუშლის უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევას.

"ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების შემცირების კომპენსირება განახორციელონ, თუ ასე მოხდება.

“ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს”, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონგრესში მიმდინარე დავების გამო უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების შეჩერება უკვე გარკვეულ დონეზე იგრძნობა ბრძოლის ველზე.