სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
80-მილიონიანი გემი, რომელსაც ოდესღაც მდიდარი ტურისტები გადაჰყავდა, ახლა წყნარ ოკეანეში იჟანგება - საკრუიზო ხომალდის დაღუპვის ისტორია
80-მილიონიანი გემი, რომელსაც ოდესღაც მდიდარი ტურისტები გადაჰყავდა, ახლა წყნარ ოკეანეში იჟანგება - საკრუიზო ხომალდის დაღუპვის ისტორია

ან­ტარ­ქტი­დის უშ­ვე­ლე­ბე­ლი საკ­რუ­ი­ზო გემი უკვე 24 წე­ლია, რაც წყნა­რი ოკე­ა­ნის წყლებ­ში იჟან­გე­ბა.

MS World Discoverer 1974 წელს გრძელ­ვა­დი­ა­ნი კრუ­ი­ზე­ბის­თვის აშენ­და. მას შემ­დეგ ის არა­ერ­თი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, 1990 წელს გემი ლი­ბე­რი­ა­ში და­რე­გის­ტრირ­და. ექ­ვსი წლის შემ­დეგ მას სრუ­ლი რე­მონ­ტი ჩა­უ­ტარ­და და ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლო­ვან წყლებ­ში და­ი­წყო ცურ­ვა, რათა მდი­დარ ტუ­რის­ტებს პო­ლა­რუ­ლი ზონა მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ.

მდიდ­რუ­ლი ლა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ბიბ­ლი­ო­თე­კით, ფიტ­ნეს ცენ­ტრით და სა­ცუ­რაო აუ­ზი­თაც კი იყო აღ­ჭურ­ვი­ლი, 2000 წლის 30 აპ­რილს რიფს შე­ე­ჯა­ხა. 88-მეტ­რი­ან ხო­მალ­დზე გან­გა­ში გა­მო­ცხად­და. კა­პი­ტან­მა როდ­რი­კის ყუ­რე­ში მო­ა­ხერ­ხა გე­მის გაყ­ვა­ნა და ნგე­ლა სუ­ლეს კუნ­ძუ­ლის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ა­ჩე­რა, რათა მთლი­ა­ნად ჩა­ძირ­ვის­გან ეხ­სნა. თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, გემი, რო­მელ­საც ერთ დროს 140 მგზავ­რი გა­დაჰ­ყავ­და, სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­ნა­პი­რო­ზე სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა.

ახლა გე­მის ჩა­ძირ­ვის ად­გი­ლი პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ პუნ­ქტა­დაა ქცე­უ­ლი. გა­ბე­დულ მოგ­ზა­უ­რებს შე­უძ­ლი­ათ სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლი­დან ნა­ვით გა­ე­შუ­რონ და MS World Discoverer-ის გარ­შე­მო სნორკლინ­გით და­კავ­დნენ, თუმ­ცა მისი კარ­კა­სის ჩა­მოშ­ლის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, გე­მის შიგ­ნით შეს­ვლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია.

დამ­სხვრე­უ­ლი ხო­მალ­დის გა­დარ­ჩე­ნა არა­ერ­თხელ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლად სცა­დეს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მგზავ­რებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს და გემი გა­ძარ­ცვეს, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე იმ დროს სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მძვინ­ვა­რებ­და. მოქ­ცე­ვის აქ­ტი­ვო­ბამ კი გემი კი­დევ უფრო და­ა­ზი­ა­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე წყლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გე­მე­ბის სა­საფ­ლა­ოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, სა­დაც 200-მდე გემი მა­ინც არის ჩა­ძი­რუ­ლი.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
1

ელიავაზე რომ ჩააბარონ მეჯართეებს?:)

Dea
2

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მასალაა. თუ არ მოგწონთ, ნუ კითხულობთ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

80-მილიონიანი გემი, რომელსაც ოდესღაც მდიდარი ტურისტები გადაჰყავდა, ახლა წყნარ ოკეანეში იჟანგება - საკრუიზო ხომალდის დაღუპვის ისტორია

80-მილიონიანი გემი, რომელსაც ოდესღაც მდიდარი ტურისტები გადაჰყავდა, ახლა წყნარ ოკეანეში იჟანგება - საკრუიზო ხომალდის დაღუპვის ისტორია

ანტარქტიდის უშველებელი საკრუიზო გემი უკვე 24 წელია, რაც წყნარი ოკეანის წყლებში იჟანგება.

MS World Discoverer 1974 წელს გრძელვადიანი კრუიზებისთვის აშენდა. მას შემდეგ ის არაერთი კომპანიის მფლობელობაში იყო, თუმცა საბოლოოდ, 1990 წელს გემი ლიბერიაში დარეგისტრირდა. ექვსი წლის შემდეგ მას სრული რემონტი ჩაუტარდა და ანტარქტიდის ყინულოვან წყლებში დაიწყო ცურვა, რათა მდიდარ ტურისტებს პოლარული ზონა მოენახულებინათ.

მდიდრული ლაინერი, რომელიც ოდესღაც ბიბლიოთეკით, ფიტნეს ცენტრით და საცურაო აუზითაც კი იყო აღჭურვილი, 2000 წლის 30 აპრილს რიფს შეეჯახა. 88-მეტრიან ხომალდზე განგაში გამოცხადდა. კაპიტანმა როდრიკის ყურეში მოახერხა გემის გაყვანა და ნგელა სულეს კუნძულის სანაპიროზე გააჩერა, რათა მთლიანად ჩაძირვისგან ეხსნა. თუმცა ამის მიუხედავად, გემი, რომელსაც ერთ დროს 140 მგზავრი გადაჰყავდა, სოლომონის კუნძულების სანაპიროზე სამუდამოდ დარჩა.

ახლა გემის ჩაძირვის ადგილი პოპულარულ ტურისტულ პუნქტადაა ქცეული. გაბედულ მოგზაურებს შეუძლიათ სოლომონის კუნძულიდან ნავით გაეშურონ და MS World Discoverer-ის გარშემო სნორკლინგით დაკავდნენ, თუმცა მისი კარკასის ჩამოშლის საშიშროების გამო, გემის შიგნით შესვლა კატეგორიულად აკრძალულია.

დამსხვრეული ხომალდის გადარჩენა არაერთხელ წარუმატებელად სცადეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს და გემი გაძარცვეს, მისი რეაბილიტაცია ყოვლად შეუძლებელი აღმოჩნდა. სოლომონის კუნძულებზე იმ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. მოქცევის აქტივობამ კი გემი კიდევ უფრო დააზიანა.

საინტერესოა, რომ სოლომონის კუნძულების მიმდებარე წყლები, ფაქტობრივად, გემების სასაფლაოდ არის აღიარებული, სადაც 200-მდე გემი მაინც არის ჩაძირული.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა