საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესეც ღვთის ამბავია, რომ ბარბარობას დაიბადა და ნინოობას მოვნათლეთ" - რას ამბობს მამა საბა მარიტა მეფარიშვილის დაზე, რომელიც ტრაგედიის შემდეგ დაიბადა?
"ესეც ღვთის ამბავია, რომ ბარბარობას დაიბადა და ნინოობას მოვნათლეთ" - რას ამბობს მამა საბა მარიტა მეფარიშვილის დაზე, რომელიც ტრაგედიის  შემდეგ დაიბადა?

მე­ფა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში ბარ­ბა­რო­ბას მე­სა­მე გო­გო­ნა ტატა და­ი­ბა­და. ამ ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ამ 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე, ვა­კის პარკში არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა შად­რე­ვან­მა იმ­სხვერ­პლა.

გო­გო­ნა დედა, ანა შო­ში­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ მა­რი­ტას უმ­ცრო­სი და შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქმა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მო­ნათ­ლეს.

"ტატა ნუ­ცას და მა­რი­ტას და მად­ლო­ბა ჩვენს მა­მებს, ტა­ტას ნათ­ლი­ებს, ილია მე­ო­რეს, მამა შალ­ვა, მამა საბა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. მად­ლო­ბა მამა Grigol Xunwaria ტა­ტას გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის­თვის" - და­წე­რა მა­რი­ტას დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოჯახ­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე და შემ­დე­გი შვი­ლის ნათ­ლია პატ­რი­არ­ქია, ხოლო, ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, ოჯახს მხო­ლოდ ორი ნათ­ლი­ის შერ­ჩე­ვა შე­უძ­ლია. მე­ფა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა არ­ჩე­ვა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ა­ზე და მამა საბა ჭი­კა­ი­ძე­ზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც მამა სა­ბამ Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ოჯახს ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­უ­ახ­ლოვ­და.

- ოჯახს მა­რი­ტა­ზე კი­დევ ერთი წლით უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავთ, ტატა მე­სა­მე შვი­ლია. მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მოვ­ნათ­ლეთ, პატ­რი­არ­ქი, მე და მამა შალ­ვა ვი­ყა­ვით ნათ­ლი­ე­ბი. ოჯახს მა­ნამ­დე არ ვიც­ნობ­დი, არც მამა შალ­ვა, ვიც­ნობ­დი მა­რი­ტას კლა­სე­ლებს და მათ მშობ­ლებს. რო­დე­საც ეს მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, ერთ-ერთი მშო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რაც მოხ­და. მა­შინ ჯერ კი­დევ მა­რი­ტა ცო­ცხა­ლი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მშო­ბელ­მა მი­თხრა, ბავ­შვე­ბი გვინ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ თქვენ­თან, ძა­ლი­ან და­ზაფ­რუ­ლე­ბი არი­ა­ნო.

მე არ მე­ცა­ლა მა­შინ, მამა შალ­ვას და­ვუ­კავ­შირ­დი, ის დახ­ვდათ, პა­რაკ­ლი­სი გა­და­უ­ხა­და მა­რი­ტას, ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყრო ბავ­შვებ­საც. მე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ვი­ყა­ვი, ჩემი გო­გო­ნა მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ვი­ქე­ცი იმ დღეს­ვე, სა­ღა­მოს, ოჯახს სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ მე და მამა შალ­ვა, ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ ჩვენ ეკ­ლე­სი­ას­თან.

იმ დღის შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­ვე­დით, ვა­ნუ­გე­შეთ, ვე­სა­უბ­რეთ, პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ვუ­ხა­დეთ მა­რი­ტას, მერე დაკ­რძალ­ვა­ზეც, ყველ­გან ერ­თად ვი­ყა­ვით. მერე ჩვენ­თან და­ი­წყეს ტა­ძარ­ში სი­ა­რუ­ლი, ღვთის მად­ლით, ეკ­ლე­სი­უ­რი მორ­წმუ­ნე­ე­ბი გახ­დნენ, ანა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ ოჯახ­თან.

- ტატა რო­დის და­ი­ბა­და?

- 17 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და, ბარ­ბა­რო­ბას, მე­ორ­მო­ცე დღეს, ნათ­ლო­ბამ ნი­ნო­ო­ბას მო­უ­წია, ესეც ღვთის ამ­ბა­ვი იყო. 27 იან­ვარს მოვ­ნათ­ლეთ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
2

იხარეთ და იბედნიერეთ <3

 

გულისტკივილი.
14

დროა მზგავსი რამ გავიხსენოთ, არჩევნები მოდის. ვაი თქვენს გახვრეტილ ტვინს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ესეც ღვთის ამბავია, რომ ბარბარობას დაიბადა და ნინოობას მოვნათლეთ" - რას ამბობს მამა საბა მარიტა მეფარიშვილის დაზე, რომელიც ტრაგედიის შემდეგ დაიბადა?

"ესეც ღვთის ამბავია, რომ ბარბარობას დაიბადა და ნინოობას მოვნათლეთ" - რას ამბობს მამა საბა მარიტა მეფარიშვილის დაზე, რომელიც ტრაგედიის  შემდეგ დაიბადა?

მეფარიშვილების ოჯახში ბარბარობას მესამე გოგონა ტატა დაიბადა. ამ ოჯახის ტრაგედიამ 2022 წლის 13 ოქტომბერს მთელი საქართველო შეძრა. 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე, ვაკის პარკში არასწორად დამონტაჟებულმა შადრევანმა იმსხვერპლა.

გოგონა დედა, ანა შოშიაშვილი სოციალური ქსელში ფოტოებს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ მარიტას უმცროსი და შეეძინა, რომელიც პატრიარქმა და სასულიერო პირებმა მონათლეს.

"ტატა ნუცას და მარიტას და მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს, მამა შალვა, მამა საბა ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა Grigol Xunwaria ტატას გაქრისტიანებისთვის" - დაწერა მარიტას დედამ სოციალურ ქსელში.

  • შეგახსენებთ, რომ ოჯახში ყოველი მესამე და შემდეგი შვილის ნათლია პატრიარქია, ხოლო, ახალი წესის მიხედვით, ოჯახს მხოლოდ ორი ნათლიის შერჩევა შეუძლია. მეფარიშვილების ოჯახმა არჩევანი სასულიერო პირებზე, მამა შალვა კეკელიაზე და მამა საბა ჭიკაიძეზე გააკეთა.

როგორც მამა საბამ Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ოჯახს ტრაგიკული მოვლენის შემდეგ დაუახლოვდა.

- ოჯახს მარიტაზე კიდევ ერთი წლით უფროსი გოგონა ჰყავთ, ტატა მესამე შვილია. მხოლოდ სასულიერო პირებმა მოვნათლეთ, პატრიარქი, მე და მამა შალვა ვიყავით ნათლიები. ოჯახს მანამდე არ ვიცნობდი, არც მამა შალვა, ვიცნობდი მარიტას კლასელებს და მათ მშობლებს. როდესაც ეს მძიმე ამბავი მოხდა, ერთ-ერთი მშობელი დამიკავშირდა და მითხრა, რაც მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ მარიტა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მშობელმა მითხრა, ბავშვები გვინდა მოვიყვანოთ თქვენთან, ძალიან დაზაფრულები არიანო.

მე არ მეცალა მაშინ, მამა შალვას დავუკავშირდი, ის დახვდათ, პარაკლისი გადაუხადა მარიტას, ყურადღებით მოეპყრო ბავშვებსაც. მე სამშობიაროში ვიყავი, ჩემი გოგონა მყავდა მიყვანილი. შემდეგ გავიგე, რომ გოგონა გარდაიცვალა. გამოვიქეცი იმ დღესვე, საღამოს, ოჯახს სახლში ვესტუმრეთ მე და მამა შალვა, ახლოს ცხოვრობენ ჩვენ ეკლესიასთან.

იმ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მივედით, ვანუგეშეთ, ვესაუბრეთ, პანაშვიდი გადავუხადეთ მარიტას, მერე დაკრძალვაზეც, ყველგან ერთად ვიყავით. მერე ჩვენთან დაიწყეს ტაძარში სიარული, ღვთის მადლით, ეკლესიური მორწმუნეები გახდნენ, ანა განსაკუთრებულად. დღესდღეობით ძალიან ახლოს ვართ ოჯახთან.

- ტატა როდის დაიბადა?

- 17 დეკემბერს დაიბადა, ბარბარობას, მეორმოცე დღეს, ნათლობამ ნინოობას მოუწია, ესეც ღვთის ამბავი იყო. 27 იანვარს მოვნათლეთ.

ნახეთ ასევე: