მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"ზალუჟნისა და ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა და პრეზიდენტმა მას პოსტის დატოვება შესთავაზა" - რა უპასუხა ზალუჟნიმ და რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს მედია

"ზალუჟნისა და ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა და პრეზიდენტმა მას პოსტის დატოვება შესთავაზა" - რა უპასუხა ზალუჟნიმ და რა კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს მედია

უკვე დიდი ხანია მედია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულ ურთიერთობაზე წერს.

გუშინ, 29 იანვრის საღამოს,"ტელეგრამში", უკრაინულ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით კი წერდნენ, რომ ზელენსკი ბრიფინგს გამართავდა და ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად განაცხადებდა. უკრაინის პრეზიდენტმა მართლაც გამართა ბრიფინგი, თუმცა ზალუჟნის შესახებ არაფერი უთქვამს.

  • დღეს კი, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც პრეზიდენტმა შეაიარაღებული ძალების მთავარსარდალს პოსტიდან წასვლა შესთავაზა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული ყოველკვირეული გაზეთი "Зеркало недели" წერს.

გამოცემის ცნობით, ინფორმაცია მიაწოდეს წყაროებმა როგორც პრეზიდენტის ოფისიდან, ასევე ზალუჟნის ახლო გარემოცვიდან.

"შეხვედრა 29 იანვარს შედგა და ზელენსკიმ ზალუჟნის მთავარსარდლის პოსტის დატოვება შესთავაზა. საპასუხოდ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ "უმაღლესი მთავარსარდლის (პრეზიდენტის) უფლებაა, გადაწყვიტოს, ვისთან იმუშაოს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

წყაროს ცნობით, ზალუჟნი გადადგომის შესახებ განცხადებას თავად არ აპირებდა. პრეზიდენტის ბრძანებულებით მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი საჭიროა თავდაცვის მინისტრის შესაბამისი წარდგინება.

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს წყაროს, შესთავაზეს თუ არა ზალუჟნის სხვა თანამდებობა იმ შემთხვევისთვის, თუ გადადგებოდა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს - "არსებითი არაფერი შეუთავაზებიათ".

  • აღსანიშნავია, რომ Украинская правда წყაროებზე დაყრდნობით რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზოგიერთ მეთაურთან ზალუჟნის გვერდის ავლით საუბრობს. ეს სიტუაცია კი ზალუჟნის ხელს უშლის, რომ მთლიანი ჯარი ორგანიზებულად მართოს.

ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

დაძაბულობა ზელენსკისა და ზალუჟნის შორის - უკრაინის პრეზიდენტი ზოგიერთ მეთაურთან ზალუჟნის გვერდის ავლით განიხილავს საკითხებს: რას წერს უკრაინული გამოცემა?