ავტორი:

რუსი მოციგურავე, 17 წლის კამილა ვალიევა, დოპინგის გამო, 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რუსი მოციგურავე, 17 წლის კამილა ვალიევა, დოპინგის გამო, 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რუსი მოციგურავე, კამილა ვალიევა ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის სკანდალში გაეხვა. ამის გამო "განაჩენი“ ახლა გამოცხადდა და ცნობილი გახდა, რომ მოციგურავეს 4 წლით აეკრძალა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.

ეს განაჩენი ასევე ნიშნავს, რომ რუსეთს ჩამოერთმევა გუნდური გამარჯვებისთვის მიღებული ოქროს მედალი და ციგურაოების საერთაშორისო კავშირი დღეს გამოაცხადებს, რომ აღნიშნული ოქრო ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაეცა.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს განცხადებით, მოციგურავეს, რომელიც ახლა 17 წლისაა, გაუუქმდება ყველა შედეგი, ჩამოერთმევა მედლები, პრიზები, ჯილდოები, რომელიც დოპინგ-სკანდალის შემდეგ მოიპოვა.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო გმობს ვალიევას ექიმების და მწვრთნელების ქმედებას და აცხადებს, რომ მოზარდებისთვის დოპინგის მიცემა არის მიუტევებელი.